უბუნტუს მარტივი გზამკვლევი

ვერსია 2 (Ubuntu 10.10-თვის),

შექმნილია საიტისთვის http://ubuntu-guide.org/

[ PDF ფაილი: უბუნტუს მარტივი გზამკვლევი ვერსია 2 ]

დასაწყისში


უბუნტუს გაშვება ძალზედ მარტივია. ჩვეულებრივ ჩართეთ კომპიუტერი და დაინახავთ უბუნტუს ლოგოს, რის შემდეგაც ის ჩაირთვება.

თუ გაქვთ პაროლი ან რამდენიმე მომხმარებელი, დაინახავთ სისტემაში შესვლის ეკრანს. სიიდან აირჩიეთ სასურველი მომხმარებელი და შეიყვანეთ პაროლი.

როგორც კი სისტემაში შეხვალთ, შეგიძლიათ მაშინვე დაიწყოთ სისტემის გამოყენება; ლოდინი არ არის საჭირო – არაფერი ზედმეტი არ იტვირთება.

პანელები


უბუნტუს აქვს ორი ზოლი, ანუ პანელი, რომლებიც მოთავსებულია ეკრანის თავსა და ძირში. ეს ორი პანელი ყოველთვის ხილვადია – მათ არ ეფარება არც ერთი ფანჯარა. ისინი უზრუნველყოფენ უბუნტუს სწრაფ და მარტივ გამოყენებას.

ეკრანის ძირში მყოფი პანელის მარცხენა მხარე შეიცავს სამ მენიუს, ხოლო მარჯვენა – ინდიკატორებს.

ქვედა პანელი გიჩვენებს ამჟამად გაშვებულ პროგრამებს, სამუშაო არეებსა და სანაგვე ყუთის ხატულას.

პროგრამების, მდებარეობისა და სისტემის მენიუები

პროგრამის გასახსნელად, გამოიყენეთ ზედა პანელის მარცხენა მხარეს მყოფი მენიუ Applications [პროგრამები]. პროგრამები დახარისხებულია სახეობების მიხედვით. პროგრამის გასაშვებად დააწკაპეთ მის დასახელებაზე.

რათა იხილოთ თქვენი დოკუმენტები და ფაილები, გამოიყენეთ იქვე მდებარე მენიუ Places [მდებარეობა]. ჩამონათვალში შედის თქვენი Home Folder [სახლის საქაღალდე] , დოკუმენტები, მუსიკა და ა.შ.

სისტემის გამართვისა ან მორგებისათვის, გამოიყენეთ მენიუ System [სისტემა]. თქვენი მომხმარებლის პარამეტრების შეცვლა ხდება პაროლის გარეშე, ხოლო საადმინისტრაციო პარამეტრები აუცილებლად მოითხოვს ადმინისტრაციულ პაროლს.

ინდიკატორები

ზედა პანელის მარჯვენა ნაწილი შეიცავს სისტემურ ინდიკატორებს, როგორებიცაა: ქსელის, ხმის, მიმოწერის, საათის, მომხმარებლისა და სესიის ინდიკატორები.

ქსელური პარამეტრების შესაცვლელად დაწკაპეთ ქსელის ინდიკატორზე, რომელიც გამოიყურება როგორც უსადენო სიგნალისა ან ორი შეერთებული კომპიუტერის ხატულა (დამოკიდებულია თქვენს კომპიუტერზე). თუ თქვენს კომპიუტერს გააჩნია უსადენო ქსელის (WiFi) ბარათი, დაინახავთ ხელმისაწვდომ უსადენო ქსელების ჩამონათვალს. დაუკავშირდით თქვენს ქსელს მის სახელზე დაწკაპვით.

სისტემის ხმით მართვისთვის, დაწკაპეთ დინამიკის მსგავსს ხმის ინდიკატორზე. სამართავის საშუალებით შეცვალეთ სისტემის ხმის სიმაღლე. მეტი პარამეტრებისათვის დაწკაპეთ წარწერაზე Sound Preferences [ხმის გამართვა].

რათა მოირგოთ და ისარგებლოთ მიმოწერის სერვისებით, როგორიცაა სასაუბრო, ელფოსტა, მიკრობლოგისა და სოციალური ქსელების ანგარიშები, დაწკაპეთ მიმოწერის ინდიკატორზე. მას კონვერტის ხატულა აქვს. თუ სასაუბროში, ელფოსტა ან მიკრობლოგისა და სოციალური ქსელების ანგარიშზე მოგივათ ახალი შეტყობინება, ინდიკატორი მიიღებს მწვანე ფერს. გზავნილის ნახვისთვის დაწკაპეთ მასზე.

ფაილები


თქვენს კომპიუტერზე მყოფი ყველა ფაილის მიგნება ხდება ფაილთა მნახველის მეშვეობით, სახელით Nautilus[ნა-უ-ტი-ლუს]. მისი გამოძახების უმარტივესი გზა არის მდებარეობის მენიუში მყოფი კომპიუტერი.

უბუნტუში შესაძლებელია საქაღალდის სანიშნის დამატება. სანიშნეებში დამატებული საქაღალდეები გამოჩნდება, როგორც მდებარეობის მენიუში, ასევე მნახველის გვერდით პანელში. სანიშნის დამატებისთვის გადაზიდეთ საქაღალდე მნახველის გვერდით პანელზე.

თქვენი კომპიუტერის ფაილები და საქაღალდეები ინახება ძირეულ საქაღალდეში, რომელიც აღინიშნება “/” სიმბოლოთი. სხვა ყველა ფაილი მოიძებნება ძირეული საქაღალდის ქვე-საქაღალდეებში. მაგალითად, თქვენი სახლის საქაღალდე (სადაც ინახება თქვენი დოკუმენტები, მუსიკა და დანარჩენი ფაილები) მდებარეობს მისამართზე /home/metsakheli სადაც “metsakheli” თქვენი უბუნტუში გამოყენებული მომხმარებლის მეტსახელია.

ყოველდღიური დავალებები

უბუნტუს მოყვება ყველანაირი ყოველდღიური ხმარებისთვის განკუთვნილი პროგრამა. დაყენების შემდეგ შეგიძლიათ უპრობლემოდ შეხვიდეთ ინტერნეტში, დაალაგოთ სურათები, გააკეთოთ ჩანაწერები, შეამოწმოთ ელფოსტა, დაუკავშირდეთ სოციალურ ქსელებს, შექმნათ დოკუმენტები, მოუსმინოთ კარგ მუსიკას, უყუროთ ფილმებს და ა.შ. თუ გსურთ დააყენოთ ისეთი პროგრამა, რომელიც არ შედის უბუნტუს საწყის პაკეტში, მოძებნეთ, გადმოტვირთეთ და დააყენეთ ის Ubuntu Software Center-ის [უბუნტუს პროგრამული ცენტრი] მეშვეობით.

ჩანაწერების გაკეთება

გახსენით Tomboy Notes, აქედან: Applications → Accessories → Tomboy Notes. ის ამატებს ხატულას ზედა პანელის ინდიკატორებში და ხსნის მთავარ ფანჯარას. ეს ფანჯარა გიჩვენებთ, როგორც ყველა ჩანაწერს[Notes], ასევე მათ კრებულებს[Notebooks]. ახალი ჩანაწერის შესაქმნელად, მთავარ ფანჯარაში დააჭირეთ File → New, ან პანელში მყოფ ახალი ჩანაწერის შექმნის ღილაკს.

სურათების დახარისხება

სურათებით მართვისთვის გამოიყენება Shotwell Photo Manager. მის გაშვება შეიძლება აქედან: Applications → Graphics → Shotwell Photo Manager. პროგრამა გაჩვენებთ არსებულ სურათებს. სურათების დამატებისთვის, File → Import From Folder. მნახველში მიუთითეთ თქვენი სურათები და დააჭირეთ OK-ს. Shotwell-ში, სურათზე ორი წკაპი გაძლევთ საშუალებას შეიტანოთ მასში მცირე ცვლილებები. სურათი გადიდდება, ფანჯრის ძირში კი გაჩნდება რამდენიმე ხელსაწყო.

ინტერნეტ ბრაუზერი

ინტერნეტში შესვლისთვის, გახსენით Firefox Web Browser აქედან: Applications → Internet → Firefox Web Browser. შეგიძლიათ დაიწყოთ ძიება პირველივე გვერდიდან, ან შეიყვანოთ მისამართი ფანჯრის თავში მყოფ ველში. ახალი ჩანართის გახსნისთვის, ჩანართების ზოლში დააჭირეთ “+” ღილაკს. ჩანართის დახურვისთვის, მის მარჯვენა გვერდზე დააჭირეთ ღილაკს “x”.

ელფოსტის შემოწმება

ელფოსტის ნახვისთვის, გაუშვით Evolution Mail აქედან: მიმოწერის ინდიკატორი → Mail, ან აქედან: Applications → Internet → Evolution Mail.

თუ Evolutions-ს პირველად ხმარობთ, თქვენ შემოგთავაზებენ ანგარიშის ინფორმაციისა და ელფოსტის პარამეტრების შეყვანას.

სოციალურ ქსელებთან დაკავშირება

რათა დაუკავშირდეთ სოციალურ ქსელს, როგორიცაა Twitter ან Facebook, გახსენით Gwibber Social Client აქედან: მიმოწერის ინდიკატორი → Broadcast, ან აქედან: Applications → Internet → Gwibber Social Client. თუ პროგრამას პირველად ხმარობთ, თქვენ შეგეკითხებიან თქვენი ანგარიშების ინფორმაციასა და პარამეტრებს.

დოკუმენტების შექმნა

დოკუმენტების შექმნისთვის, გახსენით რომელიმე OpenOffice.org პროგრამა მენიუდან Applications → Office. პრეზენტაციისთვის, გახსენით Impress, ანუ OpenOffice.org Presentation. ელექტრონული ცხრილებისთვის, გახსენით Calc, ანუ OpenOffice.org Spreadsheet. ტექსტური დოკუმენტისთვის იხმარეთ Writer, ანუ OpenOffice.org Word Processor. ასევე, შეგიძლიათ ორჯერ დაწკაპოთ ფაილთა მნახველში მყოფ ნებისმიერ დოკუმენტზე და ის მყისვე გაიხსნება სათანადო OpenOffice.org პროგრამაში.

მუსიკის მოსმენა

მუსიკის მოსასმენად გამოიყენეთ Rhythmbox Music Player აქედან: Applications → Sound & Video → Rhythmbox Music Player. დააჭირეთ გვერდითი პანელის ღილაკს Music [მუსიკა] და დაათვარიელეთ თქვენი ბიბლიოთეკა ან შეიძინეთ ახალი სიმღერები მაღაზიაში Ubuntu One Music Store. იმისთვის, რომ ბიბლიოთეკაში ჩაამატოთ უკვე არსებული სიმღერები, გამოიყენეთ მენიუ Music → Import File ან Music → Import Folder.

ფილმების ყურება

რათა უყუროთ ფილმებს, გაუშვით ფილმების დამკვრელი აქედან: Applications → Sound & Video → Movie Player. გახსენით ფილმი მენიუდან Open → Movie დამკვრელის მთავარი ფანჯრიდან. შეგიძლიათ იხილოთ Youtube ან BBC ვიდეო რგოლებს უშუალოდ ამ პროგრამიდან. ამისთვის ჩამოშალეთ გვერდით პანელზე მოთავსებული სია და აირჩიეთ YouTube ან BBC. ასევე, შეგიძლიათ ორჯერ დაწკაპოთ ნებისმიერ ფილმის ფაილზე და ის მაშინვე გაიხსნება ფილმების დამკვრელში.

ახალი პროგრამების დაყენება

თუ გსურთ ახალი პროგრამის დაყენება, შეგიძლიათ მოიძიოთ, გადმოტვირთოთ და დააყენოთ ის აქ: Applications → Ubuntu Software Center. მოძებნეთ ზემოთ მყოფი ველის მეშვეობით ან დაათვალიერეთ კატეგორიები. როგორც კი იპოვით სასურველ პროგრამას, დააჭირეთ ღილაკს Install[დაყენება]. ის მოთავსებულია პროგრამის დასახელების გასწვრივ. უბუნტუ თვითონ გადმოტვირთავს, დააყენებს პროგრამას და ჩასვამს მას პროგრამების მენიუს სათანადო კატეგორიაში. სანამ პროგრამა იტვირთება ან ყენდება შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ პროგრესს, ან დახუროთ Ubuntu Software Center. დაყენება მაინც გაგრძელდება – ფონურ რეჟიმში.

დამატებითი ცნობები


უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა

პერიოდულად, უბუნტუ შეამოწმებს ხელმისაწვდომ განახლებზე. განახლებების დაყენება მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ამატებენ შესაძლებლობებს, აღმოფხრავენ შეცდომებს, ხდიან უბუნტუს უფრო უსაფრთხოს. თუ გსურთ განახლებებზე შემოწმება და მათი დაყენება, გადადით აქ: System → Administration → Update Manager. დააჭირეთ ღილაკს Check[შემოწმება] და დაელოდეთ დასრულებას. განახლების დასაყენებლად გამოიყენეთ ღილაკი Install Updates [განახლებების დაყენება]. რადგან ახორციელებთ ადმინისტრაციულ დავალებას, შესაძლებელია სისტემა მოითხოვს თქვენს პაროლს.

მოიძიე დახმარება

უბუნტუს შემუშავებაზე ზრუნავს მისი დიდი საზოგადოება და სპონსორი Canonical Ltd. შეგიძლიათ შეიძინოთ ოფიციალური, ფასიანი მხარდაჭერა უშუალოდ ამ ფირმისაგან, ან მოიძიეთ უფასო დახმარება საზოგადოებისაგან. დამატებითი ინფორმაცია მისამართზე http://www.ubuntu.com/support.

Ubuntu დოკუმენტაცია

ეს გზამკვლევი შეიქმნა, როგორც მოკლე და გასაგები შესავალი უბუნტუს სისტემაში. ბევრად უფრო ღრმა ლიტერატურისთვის უბუნტუს გამოყენების შესახებ (მოიცავს დავალებების ძალიან ვრცელ არეს), იხილეთ Ubuntu Manual Project [უბუნტუს დოკუმენტაციის პროექტი]. შეგიძლიათ შეიძინოთ დოკუემტაციის ნაბეჭდი ვერსია ან უფასოდ გადმოტვირთოთ თქვენს კომპიუტერზე მისამართიდან: http://ubuntu-manual.org/.

გზამკვლევის შესახებ

გზამკვლევის ავტორი გახლავთ ქესიდი ჯეიმს[Cassidy James]. ის არანაირ ოფიციალურ კავშირში (დადასტურება, დახმარება, სპონსირება) არ არის Ubuntu ან სხვა პროექტებთან. გზამკვლევი ექვემდებარება CC-BY-NC-SA ლიცენზიას, რომლის ხილვა შეგიძლიათ Creative Commons ვებ-საიტზე, მისამართზე: http://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/3.0/.

თარგმანი წარმოგიდიგნათ გიორგი [ DrAcid ] მაღლაკელიძემ და თამარ მახარაშვილმა. თუ გაქვთ რაიმე სახის შენიშვნა, გამოგვეხმაურეთ საიტზე ან დაგვიკავშირდით ელფოსტის მისამართზე: acidlabz[at]gmail.com

Advertisements

2 thoughts on “უბუნტუს მარტივი გზამკვლევი”

  1. მე მჭირდება უბუნტუს ინსტალაცია ისე, რომ ვინდოუსი აღვგავო პირისაგან მიწისა და ამავდროულად ფაილები, რომელიც ამჯერად D დისკზე არსებობს, არ წაიშალოს. უბუნტუში ხომ არ არს თუალღება D C E F დისკებისა 🙂
    და კიდევ ერთი, მე მჭირდება პროგრამა, რომლის დახმარებითაც, უბუნტუს ინსტალაციის შემდეგ, შემეძლება იქ Microsoft office word, excel, power point_ის ინსტალაცია 🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

cd /home/dracid/

%d bloggers like this: