Zeitgeist – ფილმი, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას


ოფტოპიკი:
…ბოლო რამდენიმე დღე ავად ვიყავი – გრიპის ვირუსი დადის ქალაქში… ჩემმა ბედმა იფიქრა: “all the cool guys do that!” და ახლა ვარ ისეთ დღეში, რომ მთელი დღე მომიწია სახლში ჯდომა და ცხელი ლიმონიანი ჩაის სმა. ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, იმედია ხვალ დილამდე გამივლის[სასწავლებეში უნდა წავიდე].

ასეთი კომენტარი მივიღე რამდენიმე ადამიანისგან, რომ “ან ნასვამი, ან დაბოლილი ხარ შენს ვიდეოებში”-ო… (*იღიმება*)
– კი, მეც შევნიშნე ასეთი რამ… მაგრამ იმედი მქონდა, ხალხი მიხვდებოდა თუ რაში იყო საქმე: ძალიან დაღლილი ვიყავი, ახლა კი უარეს დღეში ვარ, და ამიტომ ასეთი ილუზია იყო. შევეცდები დანარჩენი ვიდეოები დღის განმავლობაში გადავიღო, ანუ იმ დროს, როცა ენერგიისგან არ ვარ დაწურული… 🙂

***

ახლა კი მინდა ვილარაკო იმ ფილმზე, რომელმაც გამიხილა თვალები ბევრ რამეზე, ცხოვრების ბევრ ასპეკტს სხვანაირად ვხედავ მაგის მერე. თავინდანვე მინდა გაგფრთხილოთ: ფილმში არის ბევრი ტეზისი,

ფილმი,რომელიც გაგიხელთ თვალებს.
ფილმი, რომელიც გაგიხელთ თვალებს.

რომლების დამტკიცება ძნელია[თუ არა შეუძლებელი] ჩვეულებრივი ადამიანისთვის(ინტერნეტში და ბიბლიოტეკებშიც რომ დაძებნოს), ასე რომ ყველაფერს არ დაუჯეროთ რასაც იტყვიან.

ფილმის 20% არის სუფტა დონის bullshit[ანუ მარაზმი], სადღაც 50% ჟღერს როგორც სიმართლე, რომლის დამტკიცება ტიტანურ ენერგისს ხარჯებს მოითხოვს, დანარჩენი 30% კი, უფრო სიმარტლეს გავს, ვიდრე ტყუილს.
მე მაგ ფილმს ვუყურებ, როგორც სიმართლის შესაძლებელ ვარიანტს და საფიქრალ თემას[ფილმში რაზეც ლაპარაკობენ სინადვილეში შეიძლება მომხდარიყო… What if…?]. ეს არის ჩემი პირადი შეხედულება მაგ კინოზე, თქვენ თქვენი გექნებათ, მთავარია ბრმად არ დაუჯეროთ.

ინტერნეტის ერთ-ერთ უდიდეს ფილმების მონაცემთა ბაზის საიტზე, Imdb.com, ფილმ Zeitgeist, The Movie (2007)-ს მისცეს რეიტინგი 8.7/10.

ნუ, რაზე ახლა თვითონ კინო: ეს არის დოკუმენტალური ფილმი შემდეგ თემებზე:

  1. ქრისტიანული რელიგიის წარმოშვება და ისტორია;
  2. როგორ მოიპოვეს 20-ე საუკუნეში ამერიკელმა უდიდესმა ბანკებმა კონტროლი მსოფლიოს ქვეყნებზე;
  3. როგორ უკავშირდება ეს ორი თემა 20-ე და 21-ე საუკუნეების ომებს.

ფილმის გამოსვლისთანავე, Google.Video-ზე იქნა დადებული ავტორების მიერ. ასე რომ უფასოდ შეგვიძლია ვიხილოთ. ერთი პრობლემაა: ინგლისურადაა და არ ვიცი, თუ იქნა ქართულად ნათარგმნი. თუ არა, ერთ მშვენიერ დრეს დავჯდები და ქართულ ტიტრებს შევუქმნი.

მანამდე კი, ვუყუროთ:

P.S.(მაგის გარდა კიდევ ერთი ფილმი გამოშვეს 2008-ში, Zeitgeist Addendum, რომელიც ჯერ არ მინახია, Wikipedia-ში წერია რომ ფილმი მოგვითხრობს ამერიკის ‘ცენტრალურ’ ბანკზე, Federal Reserve System(ფედერალური რეზერვის სისტემა), CIA-ზე, ამერიკის უდიდეს კორპორაციებსა და ბევრ სხვა ორგანიზაციაზე, რელიგიაზე. მოკლედ მთავარი აზრია, რომ ყველა ზემოხსენებული დაწესებულება კორუმპირებული და მავნეა კაცობრიობისთვის და მათი შეცვლაა საჭირო. ფილმი შესაძლებელ გამოსავალზეც მოგვითხრობს:  The Venus Project.)
P.P.S.(ინტერნეტში დავძებნე და მეორე კინოც ყოფილა გუგლზე. დაითრიეთ მზისუმზირა და უყურეთ: )

Advertisements

10 thoughts on “Zeitgeist – ფილმი, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას”

  1. აი კინო რასაც, ქვია გენიალური. ეს კინო გენიოსებმა შექმნეს

    Like

    1. +1
      აბსოლუტურად გეთანხმები!
      ისე, ოფტოპიკი შეკითხვა მაქვს: ე-მეილი რომ დამიტოვე…
      შენი ნამდვილი ემეილია? თუ კი, მინდა დაგიკავშირდე რაღაც საქმეზე…

      Like

  2. genialuri ara mgonia iyos magram saintereso ki chans vgoneb. imedia qartulad raime saxit mainc gamova, tuarada inglisursac viswavli roca iqneba 😀 aseti temebi sakmaod sayuradgeboa gio da chemi azrit kargi iqneba tu am mxriv ganagrdzof mushaobas! aba shen ici

    Like

  3. მადლობა გიო!
    არ ვიცოდი ამ ფილმის არსებობა. ნადმდვილად აუცილებლად სანახავი ფილმია!

    რადგანაც დოკუმენტურ ფილმებზე ჩამოვარდა საუბარი, ერთი ფილმი გამახსენდა “SPIN”. ტელევიზიებზე აქ საუბარი. რუსულად თარგმნილი ვერ ვიშოვე ეს ფილმი და ზუსტად ვერ გეტყვი ნიუანსებს. შეიძლება დაგაინტერესოს ან სხვებსაც დაანტერესოს თუ არ იცით.
    http://www.moviesfoundonline.com/spin.php

    Like

  4. დასაწყისში რომ ამბობს იესოს მსგავსი ისტორია ეგვიპტურ რომაულ და ბერძნულ ღმერთებს ქონდან იესოზე გაცილებით ადრეო არამგონია ეგრე იყოს… ვედზებე გადავატრიალე მთელი ინტერნეტი და მხოლოდ დიონისეზე იყო რაღაც მისმსგავსებული… ასტროლოგიათანაც კარგად არის დაკავშირებული, კარგი კინოა…

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s