დღეს გარეთ გავედი…


და რა? ბევრი ვისაუბრეთ.

რაზე:

  • იმაზე, თუ რამდენად გარყვნილი და გაუნათლებელია ქართული საზოგადოება.
  • იმაზე, რომ ტელევიზია, თუნდაც სახელმწიფო, მაინც შოუ-ბიზნესია და ხალხი მაგას უყურებს იმიტომ, რომ საშუალო მომხმარებელს უნდა მისი ყურება.
  • იმაზე, რომ საყურებელი სხვა არც არაფერი არის და რომც იყოს, არ ვიცით უყურებდა ხალხი მაგას თუ არა?
  • იმაზე, არის თუ არა თანამედროვე ქართველი მამაკაცი ზარმაცი?
  • იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა დაკარგა სმის კულტურა. მართლაც. საერთოდ. საშინელებაა. როდის იყო, რომ ქართველი სვამდა უბრალო დათრობის მიზნით?
  • იმაზე, რომ საქართველოში ძალიან ვითარებაა სექსუალურ განათლებაში – ყველა მხოლო ბაზრობს იმაზე, თუ “როგორ ჯიგრულად შე**დო იმ მაგარ ნაშას”, ხოლო პირველკურსელები(და არამარტო) ორსულდებიან, ვითომაც პრეზერვატივი არ არსებობს…
  • იმაზე, რომ ბევრი სახელმწიფო ტელევიზია, რადიო, უნივერსიტეტები და ა.შ. ნერგავენ და უწევენ პოპულარიზაციას არამართლმადიდებულ წესებსა და იდეებს. შეიძლება არა პირდაპირ, მაგრამ აჩვენებს, რომ ეგ სრულიად ნორმალურია…

ვიკამათეთ… ვაგრძელებთ! 🙂

  • ქვა ქვაზე არ დავტოვეთ, წყალს გავატანეთ ქართველების მანქანის ტარების ჩვევები. რა წესია, შუქნიშანის წინ “ზებრაზე” დადგომა? ღვედები? არსებობს მითი, რომ ქუთაისი ფაბრიკები, თურმე, თავის დროზე უშვებდნენ მაისურებს ზედ დახატული ღვედებით? თითქოს შეკრული იყოსო 🙂 რა წესია? თავის თავს არ ვიცავთ მაგ ღვედებით?… ვერ ვხვდები, რა სჭირს ამ ჩვენ ხალხს… იმდენად ეზარებათ ღვედის გაკეთება, რომ ეს სიცოცხლის ფასად უღირთ?
  • ასევე, ცუნამის გავატანეთ თბილისში დადგმული.. კჰმ… ‘ფალოსი’, პროჟეკტორით ზედ… რა ფული დაიხარჯა! ხოლო, ესტეთიკური მნიშვნელობა – რიცხვი, უსასრულოდ ახლო ნულთან…
  • შევთანხმით, რომ ყველა ტოკ-შოუს წამყვანი უბრალოდ ართობს ხალხს და ყველა საცემია.
  • შევთანხმდით, რომ ქრისტიან მშობლებთა კავშირიც საცემია. ეს ხალხი იმაზე მეტად შეურაცჰყოფს ჩვენს ეკლესიას, ვიდრე ერეკლე დეისაძეს “საიდუმლო სირობა”. მე პირადად არ წამიკითხავს, მაგრამ ხალხის ცემა-ტყეპა გამოსავალი არ არის! ეკლესიის განუკითხაობის და ყოველშემძლების დრო დიდი ხანია გავიდა. ასე არ შეიძლება. იმ ხალხზე, ვისი რწმენაც ძლიერია, არასოდეს არ იქონიებს გავლენას არც “საიდუმლო სირობა” და არც მისი პრეზენტაცია სახელმწიფო უნივერსიტეტში. არც სატანისტური ფილმების ყურება და არც კი იაღოველთან ურთიერთობა. თუ რწმენა არ არის(ის კი, სამწუხაროდ, თითქმის დაილია…) – ადამიანი რაც არ უნდა ატარო ეკლესიაში და შეაშინო “მარადიული ალით”, არაფერიც არ ეშველება მაგ საწყალს…

მოკლედ, ძალიან პროდუქტიული საღამო იყო! მოიწია ბევრი სიგარეტი, მონაყოლი იყო ბევრი სასაცილო ისტორია უნივერსიტეტსა და სკოლიდან, ბევრი ვიკამატეთ…

ყოველ შემთხვევაში, დასკვნა ასეთია: რეფორმები, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ქართველ ხალხში. უნდა შეიცვალოს მისი მენტალიტეტი. მსოფმხედველობა. თუ ეს არ მოხდა, სახელმწიფო კარგს ვერც ვერაფერს მიაღწევს.

– გ.

Advertisements

5 thoughts on “დღეს გარეთ გავედი…”

  1. ტქვენ რომ მაინც ნორმალურად აზროვნებთ საქართველოსთვის ეგეც წინსვლაა…. ჯანსაღი მსჯელობა და აზროვნება აკლია საქართველოს…. ერთმანეთის პატივისცემა და დახმარება…. (მაინც გვეშველება)

    Like

    1. კი, მაინც გვეშველება… ერთი “ტეხავს”, რომ ძალიან ნელი პროცესია. ბნელი გვირაბის ბოლოს მდგარი სანთელი არ ჩანს… ჯერ…

      Like

  2. თითო-ოროლა კაცი არ შველის საქმეს..მასა მაინც ნაგავშია.. ასე რომ ეჭვი მაქვს კაი ხანი არაფერი გვეშველება

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s