ჩემი ნამდვილად არაა 🙂 “ჩემი არსებობის ამბები”…საკმაოდ თავისუფალი თარგმანია… ჩემი ნება არაა, რას დავწერ? მთავარია შინაარსი!
გინახიათ ხოლმე, ისეთი ვიდეო, ან მულტფილმი, ან ჩანაწერი ბლოგზე, რომელშიც თქვენი აზრი რომელიმე თემაზე სრულადაა გადმოცემული? ან უბრალოდ, ძალიან გაგონებთ ეპიზოდს თქვენი ცხოვრებიდან? ან უბრალოდ, ხედავთ რაღაცას ძალიან უბრალო, მაგრამ საინტერესოს, საყვარელს, სასაცილოს, გასაკვირსა და კარგ ხასიათზე საოცრად და მოულოდნელად დამყენებელ რამეს? თუ კი, ძალიან მიხარია თქვენთვის… თუ არა – აუცილებლად ნახავთ! შეიძლება ამ პოსტში ან ბლოგზეც მოიძებნოს ასეთი რამ 😉
დღეს საუბარი წავა YouTube-ზე გაჩითულ დახატულ ვიდეოებზე. ესენი არიან ლევნი [AgentXPQ] ილმაზის (Levni Yilmaz) პატარა “მემუარები”, ორიგინალური ანექდოტები, ცხოვრების მოგონებები, მოსაზრებები და უბრალოდ ყოველდღიური სურვილები, აზრები… ვითომაც დიდი არაფერი, არა? 🙂
პირველი შეხედვით მართლაც – დიდი არაფერი, მაგრამ ორი-სამი-სამი….შვიდი-რვა(?!) :გოგი: ვიდეოს მერე აღარ შეგიძლია გაჩერდე, რადგან ასეთი ძალზედ საინტერესო და ჩამთრევი ვიდეოები იშვიათობაა! ნამდვილი დეფიციტია… კარგია, რომ იუთუბი არსებობს, რადგან მაგის წყალობით რიგში დგომა არ მოგვიწევს! 🙂
მაგალითად, “ტიპიური დიალოგი დედაჩემთან”:
გეგონება, ვიდეო გრძელდება სულ რაღაც საწყალი 2:13… მაგრამ რა 2 წუთი! გამახსენდა ახალგასული ბავშვობა, დედა, მისი დარიგებები და ა.შ… თბილი მოგონებანი ისევ გაიღვიძნენ გულსა და სულში… დახარჯეთ 133 წამი დამიიღეთ კარგი განწყობა მთელი დღის განმაბლობაში! მე ასე ვარ 🙂
ასეთივე კომენტარი შეიძლება გამოვიყენოთ ლევის ყველა 36 ვიდეოზე!
ლევის ვიდეოების ტოპ-ხუთეული(must-watch):
1. ჩემი პირველი და საყვარელი ტიპიური დიალოგი დედაჩემთან(ზემოთ).
3. მონოლოგი ღმერთზე
5. როგორ უნდა დაშორდეთ შეყვარებულს (ჩემი ყველაზე ძალიან მიყვარს და არ ვაპირებ!… უბრალოდ საინტერესო ვიდეოა 😉 )
cooooooooooool………..
wowowowoowowowowowoowowowowowoow……….
umagresia…. ragac ucnauri da saintereso…. saintereso txrobaa da zalian saxaliso….. ukuret magrad ixalisebt…..
(P.S. gogoebi arc mtlad asetebi (gamoshterebulebi) vart)
LikeLike