გამიტრაკა რამდენიმე დღის წინ პანელმა… აპლეტებმა გააფრინეს, მენიუ მაგინებდა… ვიფიქრე: “რა ვუყო ახლა?”
Gnome პანელი საწყისზე იყო ჩამოსაყრელი… დავგუგლე და ერთ-ერთ საიტზე ვნახე ამის რეცეპტი(ყველგან, სადაც დაინახავთ გრძელ ტირეს –, იქ უნდა ეწეროს ორი მინუსი… რატომღაც,საიტი არ აჩვენებს ამას მართებულად):
1. გახსენით ტერმინალი (ცხელი ღილაკია Ctrl+Alt+T)
2. შეიყვანეთ ბრძანება:
gconftool –recursive-unset /apps/panel
აქ ვთიშავთ პანელებს.
თუ ამ მეთოდმა არ იმოქმედა, სცადეთ ბრძანება gconftool-2 –shutdown
3. ვშლით პარამეტრების შემცველ ფაილს:
rm -rf ~/.gconf/apps/panel
4. ვთიშავთ Gnome პანელებს, რათა ისინი ხელახლა გაიშვას საწყისი პარამეტრებით:
pkill gnome-panel
5. გადავტვირთავთ სისტემას. ვუალა! 😉

პანელი ახალივითაა! 🙂