რატომ შეიძლება გახდეს ეს მოქმედება? ჩემ შემთხვევაში, სისტემაში ჩავაყენე Avant Window Navigator სასინჯი ვერსია (რეპოზიტორიიდან ppa:awn-testing/ppa), ასევე, სისტემას გავუკეთე გაუმჯობესება ვერსიამდე Maverick Meerkat 10.10 (ალფა 3 საფეხურზე)…
AWN-ის ახალ ვერსიაში გაჩნდა რამდენიმე პანელის გაჩენის შესაძლებლობა, გარსის ძალიან მაგარი ახალი სახეობა(Lucido), დამხმარე ჩანართები, დამატებითი აპლეტები და ა.შ. ყველაფერი მოვარგე ჩემს გემოზე და გამომივიდა შემდეგი რამ:
ესეიგი, დამჭირდა ჯუჯის(gnome) პანელის მოშორება… კიარადა… პანელის ქონაში ვეღარ ვხედავდი საჭიროებას… ანუ, პანელისათვის უნდა მეტირებინა ყოფა… 😀
უბუნტუში, ნაგულისხმევად უნდა გქონდეს მინიმუმ 1 პანელი. სხვა დანარჩენს კინჩხი-კისერი უტეხია… კი, შესაძლებელია დავმალო პანელი, ან ავტო-დამალვით შემოვიფარგლო… მაგრამ ის ტყუილად ხომ არ მექნება? რესურსებს შემიჭამს, ხელს შემიშლის, ამომიხტება როცა არ მჭირდება და ა.შ.
ესეიგი, ინტერნეტში მოვძებნე გადაწყვეტილება. ვთიშავთ ჯუჯის ბოლო პანელს(ყველა დანარჩენის ჩათვლით):
- Alt+F2, ჩავწერთ gconf-editor
- გავშლით საქაღალდეებს: desktop-> gnome-> session-> required_components
- ვირჩევთ required_components საქაღალდეს, მარჯვენა მხარეს ორჯერ ვაწკაპებთ panel ჩანაწერის გასწვრივ წარწერაზე. ჩავსვამთ avant-window-navigator.
mainc ver gavige ra es dizaini rogo shevucvalo ra ra unda gadmovceor da ra ara ar vici ra iqneb ufro gamimartivot tore ese veraferi gavige 😀
LikeLike