[ეს არის ძველი პოსტი. სრული სია, განახლებული და შევსებული გადავიდა ამ გვერდზე]
“ანუ რას შევალიე წინა ღამე”
ყველამ ზეპირად ვიცით რა პროგრამებია საჭირო Window$ სისტემაზე. მგონი, პირველკლასელებმაც კი იციან – იმდენად ტელევიზორს აღარ უყურებენ, რამდენს კომპიუტერთან ზიან და რაღაცაებს “ჩალიჩობენ”.
დავფიქრდი. გადავწყვიტე. დავჯექი. დავგუგლე! 🙂
აი, რა გამომივიდა… გამოვიდა რომ ლინუქს აქვს თითქმის ნებისმიერი Windows პროგრამის თავისი ალტერნატივა!
ჩამონათვალში პირველი პროგრამა უბუნტუში დაყენებული დაგხვდებათ! ( * სიმბოლოთი მონიშნულების გარდა)
- ვებ ბრაუზერი – Mozilla Firefox, Google Chrome, Chromium, Opera, Konqueror, Midori, Epiphany, SwiftFox;
- მუსიკა(დაკვრა და ბიბლიოთეკა) – Rhythmbox, Amarok, Banshee, DeadBeef, Listen, Exaile, Audacious, Beep Media Player, XMMS (ბოლო სამი Winamp-ის მაგვარია);
- ვიდეო – Movie Player [Totem], Banshee, VLC, Miro, Kaffeine, Mplayer, SMplayer;
- IM/IRC სასაუბრო – Empathy, Pidgin, Emesene, aMSN, Skype, Google Talk, Kopete, XChat IRC;
- სოციალური ქსელები(Twitter, Facebook, Flickr და ა.შ.) – Gwibber, TweetDeck,
- დისკების ჩაწერა და ა.შ. – Brasero, K3B, Nero Linux(უფასო არ არის);
- საოფისე პროგრამები – OpenOffice.Org Suite, Gnome Office, Koffice, Google Docs;
- PDF ფაილების დათვალიერება – Document Viewer [Evince], Foxit Reader, Acrobat Reader;
- საფოსტო კლიენტი – Evolution, Thunderbird, Claws Mail, Kmail;
- ტექსტის რედაქტორი – gEdit, SciTE, Kate, Mousepad, Leafpad, Kwrite, NEdit, UltraEdit, VI, Geany;
- კალკულატორი – Calculator, Kcalc, SpeedCrunch, Galculator;
- სურათების დათვალიერება/დალაგება – Shotwell, F-Spot, Picasa, XnView, Eye Of Gnome, Gpicview, Geeqie;
- 2D გრაფიკა – GIMP*, Pinta, Pixel(უფასო არ არის);
- 3D გრაფიკა – Blender3D*;
- ვექტორული გრაფიკა – Inkscape*, OpenOffice Draw, Synfig, Xara Xtreme;
- პუბლიკაცია – Scribus;
- ვიდეო მონთაჟი – PiTiVi Video Editor, Kdenlive, OpenShot, Cinelerra, Kino, LiVES, Avidemux;
- ვიდეო CD და DVD-ს მომზადება – DeVeDe*;
- აუდიო მონტაჟი – Audacity*, Jokosher, Frinika;
- არქივატორი – File Roller, 7Zip, Peazip;
- ფაილთა მმართველები – Gnome Commander, Double Commander, PcmanFM, MC;
- ვირტუალური დისკები – Archive Mounter, AcetoneISO, Furious ISO Mount;
- გადმოტვირთვის მმართველი – SteadyFlow, gwGet, Flashget, KGet, Opera, wGet;
- bitTorrent კლიენტი – Transmission, uTorrent, Deluge, Azureus, BitComet, FrostWire, Vuse;
- FTP კლიენტი – FileZilla*, FireFTP, gFTP, CrossFTP, MC, Gnome Commander;
- Telnet და SSH კლიენტი – PuTTY*;
- ფაილების“ღრუბელში” შენახვა – Ubuntu One, DropBox, SpiderOak;
- Windows სისტემებთან ფაილების გაზიარება – Samba*;
- ხისტი დისკების სამარჯვეები – Disk Utility, GParted, ntfsManager;
- პროგრამების სწრაფი გამოძახება – Kupfer*, Gnome DO, Launchy;
- ქვედა MacOSX-ნაირი პანელი – Avant Window Navigator*, Docky, Cairo-Dock;
- კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვა – KeePassX*, Password Dragon, Ultimate Password Manager, LastPass;
- ანტივირუსი – ClamAV*, Avira, Kaspersky, Avast!;
- ჩანაწერების შენახვა – Tomboy Notes, Gnote, Knotes, BasKet, wikidPad;
- ფინანსური მენეჯმენტი – GnuCash*;
- ეკრანის ვიჯეტები – Screenlets*, gDesklets;
ასევე, 51 პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ორივე Linux-სა და Windows-ზე:
AbiWord, Adobe Acrobat Reader, Adobe Air, Adobe Flash Player, Audacity, BitComet, Blender3D, Celestia, Chromium, Dropbox, Eclipse, FileZilla, Firefox, Foxit Reader, Frostwire, GIMP, GnuCash, Google Chrome, Google Desktop, Google Earth, Google Voice and Video Chat, Hamachi, Inkscape, KeepNote, LimeWire, Midori, Mozilla Thunderbird, Mplayer, NetBeans, OpenOffice.Org, Opera, PeaZip, Picasa, Pidgin, PuTTY, SciTE, Scribus, SeaMonkey, Skype, Spotify, Stellarium, Sunbird, Sweet Home 3D, Team Viewer, TrueCrypt, UltraEdit, VirtualBox, VLC, WireShark, XnView, Yahoo Messenger…
თუ მოგაფიქრდებათ რაიმე შენიშვნა ან აზრი ან ახალი პროგრამა, გთხოვთ დატოვოთ კომენტარი… დიდი სიამოვნებით განვაახლებ ამ ჩამონათვალს!
განახლება 19.სექ.2010: ჩამონათვალს დაემატა ფაილთა მმართველები.
gaixare da gamravldi : )))))))))))
LikeLike
1. Pidgin = GAIM
2. Viideo Player- ებს მიემატოს Mplayer + Smplayer
3 Geany მიემატოს ტექსტის რედაქტორებს. პრინციპში ჩვეულებრივი ტექსტის რედაქტორზე ბევრად მეტია, მარა მაინც 🙂
4. სურათების დათვალიერება/დალაგებას დაემატოს Gpicview – sწრაფი და მარტივი პროგრამა ფოტოების დასათვალიერებლად. ასევე დაემატოს Geeqie – ფოტოალბომების მენეჯერი თუ რაღაცა ასეთი კლასის პროგრამაა
5. გადმოტვირთვის მმართველი – ამას დაემატოს wget – შეუცვლელი+მოხერხებული ხელსაწყო
6. შექმენით ცალკე კატეგორია “ფაილთა მენეჯერები” და დაამატეთ MC და PcmanFM. MC aსევე შეიძლება ჩაითვალოს SSH/FTP კლიენტად
LikeLike
გაიხარე! დიდი მადლობა!
Mplayer-ი გამოვტოვე??? oO
გამოვასწორებ!
მე აქ მიწერია GUI-ს მქონე პროგრამები… მგონი ტერმინალის პროგრამებსაც დავამატებ…
LikeLike
კიდე რაც შეეხება Note/ჩანაწერებს – ვიყენებ Zim-ს, კაი რამეა
LikeLike
კაცურად რამე პროგრამა მიაწრე რა, რომ ხანდახან გადავატარო და თუ რამე ნაგავი ფაილია რომ წაშალოს. ან სისტემის ოპტიმიზაცია რომ გააკეთოს.
LikeLike
და კიდევ რამე პროგრამა აითუნსის მსგვასი, რომ აიფოუნი რომ შევაერთო და მუსიკები გადავიტანო.
და კიდევ ერთს გთხოვ მაშინ 😀 ვინდოუსზე ვიცოდი როგორ გადამეყვანა mp3 m4a ფაილად(რინგტონად რომ დამეყენებინა) და უბუნტუზე როგორ შევძლებ? ან რამე პროგრამა ხომ არა ??
დიდი მადლობა წინასწარ.
LikeLike
სისტემის მისახედად დაგჭირდება Ubuntu Tweak. დააყენე შემდეგნაირად:
sudo apt-add-repository ppa:tualatrix/ppa
sudo apt-get update
sudo apt-get install ubuntu-tweak
თუ ინგლისური იცი, არ გაგიჭირდება მიხვდე რომელი სტრიქონი რას აკეთებს… ორ რამეს გეტყვი:
sudo გამოიყენება ადმინისტრაციული დავალებების შესასრულებლად. შეგეკითხება პაროლს. შენი მომხმარებლის პაროლი უნდა შეიყვანო. არ დაეტყობა რომ კრეფ, მაგრამ აიკიფება 😀
apt არის უბუნტუს პაკეტების მოურავი (მენეჯერი)… ამით ხდება პროგრამების და კომპონენტების ჩაყენება/წაშლა…
Ubuntu Tweak-ში ნახავ, არის სისტემის გაწმენდის სექციაც… პრინციპში გასაწმენდი ბევრი არაა, მაგრამ არის ზოგიერთი დროებით ფაილი – პაკეტების საინსტალაციოები პროგრამას რომ აყენებ ცენტრიდან… ან განახლებას რომ აკეთებ… ამათი ჯამური ზომა ზოგჯერ 1გბ-საც აღემატება…
შენ iPhone-ს რომ შეაერთებ, სისტემა არაფერს გიგდებს? Rhytmbox გახსენი და იქ უნდა იყოს… ხალხის რჩეულებია Banshee და AmaroK…
მე არც მეფონი და არც მეპოდი მაქვს, ასე რომ ვერ გეტყვი რამდენად კარგად მუშაობს… 😛
ასევე, გადახედე შემდეგ გვერდს: http://en.wikipedia.org/wiki/Comparison_of_ipod_managers#Linux
აუდიო კონვერტერები გინდა? პროგრამების სიაში აუდიო/ვიდეო გადამყვანებში… mencoder… ffmpeg საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ითხოვს პირველი ცდისთვის “ჩალიჩს”… ერთხელ რომ გააკეთებ შენთვის მისაღებ კონფიგურაციას, მაშინ უკვე ყველა დანარჩენი იოლად გაკეთდება… 😉
LikeLike
itunes-ის შემცვლელად gtkpod-ის გამოყენება შეიძლება.
LikeLike
სპასიბა გაიხარე. Ubuntu Tweak დავაყენე და ბევრი არაფერი იპოვა წასაშლელი. აიფოუნის შესაერთებელი სამსახურში მაქვს და როცა გამახსენდება წამოვიღებ და შევაწომებ Rhytmbox სში თუ გამოჩნდება. კონვერტორი ვერ ვიპოვნე პროგრამების სიაში, მაგრამ არაუშავს ონლაინში გადავაკონვერტირებ.
მოკლედ ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის და თუ არ შეგაწუხებ სხვა დროს კიდევ რამე კითხვა თუ მექნება დაგისვამ 😀
გაიხარე კარგი კაცი ხარ.
LikeLike
არაფრის! ენი თაიმ, ფელ!
მრავალ ახალ წელს დაესწარი! წარმატებებს გისურვებ!
რას ამბობ! ნებისმიერ დროს! 😉
ხო, ამბობენ რომ მეფონისთვის ჯობია Amarok. კონვერტოტები კი გადამყვანებში მიდევს… ოღონდ აქ არა. აქ: პროგრამები ლინუქსისთვის
LikeLike