დღეს აღმოვაჩინე ძალიან კარგი პოსტი საიტზე OMG!Ubuntu – აერო ინტერფეისის ფუნქციის გაკეთება უბუნტუში. მინდა გითხრათ, ძალიან გამიხარდა –> ამ ფუნქციაზე ვაბოდებდი Win7-ს გამოსვლის მერე…
კი, KDE-ს აქვს… მაგრამ მე პლაზმა არ მიზიდავს – ჯუჯები უფრო სექსუალურად მიმაჩნია… 😉

ასეიგი, როგორ ხდება Aero Snap-ის მაგვარი ფუნქციის დაყენება Gnome გარემოში:
* თუ უკვე არ აყენია, დააყენეთ Compiz Config Settings Manager და wmctrl:
sudo apt-get install ccsm wmctrl
* გახსენით CCSM აქედან: System->Preferences->Compiz Config Settings Manager

* დააჭირეთ ღილაკს Commands[ბრძანებები] და ჩაწერეთ სათანადო ველებში:

Command line 0
WIDTH=`xdpyinfo | grep 'dimensions:' | cut -f 2 -d ':' | cut -f 1 -d 'x' `&& HALF=$(($WIDTH/2)) && wmctrl -r :ACTIVE: -b add,maximized_vert && wmctrl -r :ACTIVE: -e 0,0,0,$HALF,-1
Command line 1
WIDTH=`xdpyinfo | grep 'dimensions:' | cut -f 2 -d ':' | cut -f 1 -d 'x' `&& HALF=$(($WIDTH/2)) && wmctrl -r :ACTIVE: -b add,maximized_vert && wmctrl -r :ACTIVE: -e 0,$HALF,0,$HALF,-1
Command line 2
wmctrl -r :ACTIVE: -b add,maximized_vert,maximized_horz
* გადადით ჩანართში Edge Bindings და იქ მიუთითეთ სათანადო “Run Command”-ის გასწვრივ:
Run Command 0 - Left
Run Command 1 - Right
Run Command 2 - Top
გამოიყენეთ! 😉
*შენიშვნა: ამის გამო ვერ გადაზიდავთ ფანჯრებს ერთი სამუშაო არიდან მეორეში. ამისთვის შეგიძლიათ მიანიჭოთ ფუნქცია არა ეკრანის კიდესთან მიტანაზე, არამედ ცხელ ღილაკებზე ჩანართში Key Bindings. (მე მაქვს Win+მარჯვნივ/მარცხნივ)
** შენიშვნა:
თუ თქვენთვის ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება, ccsm-დან შედით General Option-ში და იქ მარჯვნივ გადაწიეთ სამართავი “Edge Trigger Delay” მიახლოებით 200-250-დე.