ახლახანს, გამოვიდა სახელმძღვანელო ქართულ ენაზე: “უბუნტუს მარტივი გზამკვლევი”… [ხელმისაწვდომია PDF ვერსიაც]
თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი აპირებთ Ubuntu ლინუქსზე გადასვლას, გირჩევთ წაიკითხოთ ეს მარტივი სახელმძღვანელო!
სხვა წიგნებისაგან განსხვავებით ის არ გიბურღავთ ტვინს გნუ/ლინუქსის ფილოსოფიის შესახებ და ა.შ… უბრალოდ ჩართავთ კომპიუტერს, გადაშლით წიგნს და მოგეწოდებათ საბაზო ინფორმაცია – საკმარისი იმისათვის, რომ შეხვიდეთ ინტერნეტში, შექმნათ დოკუმენტი, მოუსმინოთ მუსიკას… ამოხსნათ ერთი-ორი სუდოკუ… 🙂
აუცილებლად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს და გაუწიეთ მხარდაჭერა მშრომელ ხალხს 😉

გზამკვლევის ავტორი გახლავთ ქესიდი ჯეიმს[Cassidy James]. მას მოუვიდა აზრი შექმნას პატარა “ბუკლეტი”, რომლის მეშვეობით ადამიანი, რომელიც სრულიად ახალია უბუნტუს გარემოში, არ დაიკარგება და მიიღებს კარგი დასაწყისისთვის საკმარის ცოდნას…
თარგმანი წარმოგიდიგნათ გიორგი [DrAcid] მაღლაკელიძემ და მისმა ძვირფასმა შეყვარებულმა, თამარ მახარაშვილმა. თუ გაქვთ რაიმე სახის შენიშვნა, დაპოსტეთ ამ საიტზე ან დამიკავშირდით ელფოსტაზე: acidlabz[at]gmail[dot]com
ეს არ არის ტექნიკური ლიტერატურა. თუ თქვენ გსურთ შეისწავლოთ ლინუქსი, მოძებნეთ სხვა წიგნები… თუნდაც აქ: “უფასოდ გადმოტვირთეთ 20 საუკეთესო წიგნი ლინუქსის შესახებ”
ეს არის სამომხამრებლო დამხმარე მასალა, დასაწყისისთვის. შესაძლოა, მომავალში დაიწერება უფრო დახვეწილი და ვრცელი სახელმძღვანელო. 😉
ჩვენ არანაირ ოფიციალურ კავშირში (დადასტურება, დახმარება, სპონსირება) ვართ Ubuntu ან სხვა პროექტებთან. გზამკვლევი ექვემდებარება CC-BY-NC-SA ლიცენზიას, რომლის ხილვა შეგიძლიათ Creative Commons ვებ-საიტზე, მისამართზე: http://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/3.0/
gaixaret xalxno. didi madloba, zalian gamomadga tavidan am sistemis gacnobisas.
LikeLike
წარმატებას გისურვებ!
კარგი არჩევანი გაგიკეთებია!
თუ რამე დაგჭირდა – მომწერე და შევეცდები დაგეხმარო 😉
LikeLike