Unreal Commander: არაჩვეულებრივი ფაილების მმართველი


თუ დაუჭერ “მუღამს”, დაზოგავ ძალიან დიდ დროს, რადგან ფაილ-მენეჯერით მუშაობა, როგორც წესი, ძალიან სწრაფი და ეფექტურია.

– ჩემი პირადი გამოცდილებიდან

ზოგადად ფაილები მმართველების შესახებ

ფაილების მმართველი(ე.წ. ფაილ-მენეჯერი) არის პროგრამა, რომელიც ამარტივებს ფაილებითა და საქაღალდეებით მართვას. ზოგჯერ ისინი არ გამოირჩევიან ლამაზი გარსით, მაგრამ აქვთ მრავალი შესანიშნავი ფუნქცია, როგორიცაა, მაგალითად, მრავალი სურათის გადარქმევა, FTP-კლიენტი, ტექსტური ფაილების ჩქარი დათვალიერება/ჩასწორება, საქაღალდეებისა და ფაილების დალაგება, ორგანიზება და ა.შ. ფაილების მმართველების გავრცელებული მაგალითები: Norton Commander(DOS), Total Commander(WIN), Free Commander(WIN), Unreal Commander(WIN), GNOME Commander(Linux), Double Commander(Linux) და ა.შ. ბოლო სამი მიბაძავს Total Commander-ს (ყოფილი Windows Commander). სამივე, მათი “კუმირისაგან” განსხვავებით, არის სრულიად უფასო(ის ღირს $38… სტუდენტებისათვის ფასდაკლებაა – $28) და ზოგი კიდე თავისუფალი. აქვთ TotalCMD-ს ჩანართების მხარდაჭერა ძალიან ჰგვანან მას… 🙂

…დავუბრუნდეთ ჩვენს დღევანდელ სტუმარს: Unreal Commander

ჩემი აზრები მის შესახებ:

რა შემიძლია ვთქვა? კარგია. მუშაობს საკმაოდ წრაფად, აქვს უამრავი ფუნქცია, მარტივია გამოყენებაში… სისტემის რესურსს არ ჭამს ბევრს: ჩემთან იხარჯება რამის ~17 მბ. განსაკუთრებით მსიამოვნებს, როცა მჭირდება ბევრი ფაილ/კატალოგის სადმე გადატანა/კოპირება. აქ შესაძლებელია როგორ რამდენიმე ასეთი ოპერაციის პარალელურად გაშვება(რაც, როგორც წესია, მოითხოვს უფრო მეტ დროს) ან ოპერაციების რიგში ჩამატება. ეს პატარა ფუნქცია გაძლევთ საშუალებას გქონდეთ რამდენიმე დაგეგმილი ოპერაციის რიგ-რიგობით შესრულება. ასევე, შეიძლება მიმდინარე მოქმედების მინი-ფანჯრის არა უბრალოდ გაქრობა, არამედ ბრძანებების ველს ზემოთ ჩაკეცვა. ძალიან მოსახერხებელი რამეა!

საწყისი და მოყოლილი თემები მისაღებია, მაგრამ მე მაინც თავისას ვარ მიჩვეული. ხატულები მეტისმეტად დიდია, მაგრამ მათი ზომის შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს. ასევე, შეგიძლიათ შეცვალოთ ფაილების ჩამონათვალში გამოყენებული ხატულების ზომა. მასთან ერთად იცვლება სტრიქონის სიდიდეც(32×32 საინტერესოდ მომეჩვენა, მაგრამ მე 16×16-ს ვარ მიჩვეული). აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამაში შეტანილია “ზებრას ფუნქცია” – სტრიქონებს ეცვლება ფერი, ერთის გამოტოვებით… “ზებრასაც” ჰგავს, თვალსაც ხელს უწყობს მუშაობაში… 🙂

რაც მთავარია, მმართველი ნათარგმნია ქართულ ენაზე(დახმარების ფაილიც). ქართული ინტერფეისზე გადაყვანის მერე საჭიროა შრიფტების ზომისა და სტილის შეცვლა, რადგან ნაგულისხმევი შრიფტი მეტისმეტად პატარა ან უაზროდ მსხვილი ან დახრილია… 😦

Total Commander-ის კლონი?!

მერე რა? Total Commander მუშავდებოდა წლების განმავლობაში, კარგად დაიმკვიდრა თავი “power” მომხმარებლების წრეებში… მაგრამ ძვირია. მითხარით გულახდილად, ვის აქვს ზედმეტი $38 ან 28 ევრო? მე ნამდვილად არა… 😦

მირჩევნია გამოვიყენო ცოტა ნელი, მაგრამ გაქართულებული, მისი თითქმის ზუსტი ასლი. მითუმეტეს, რომ Totalcmd-ს დანამატების მხარდაჭერა აქვს… ჩემი არჩევანი ნამდვლიად Unreal Commander ! 🙂

მთავარი არ მითქვამს! … ?

ჩვეულებრივი ფუნქციების უმეტესობა თავისუფლად მუშაობს <მუშაობის უბრალო რეჟიმში>. როგორც კი საჭირო გახდება ფაილების დაყოფისა ან ჰეშ-ჯამის შემოწმება, მაშინ მოგიწევთ ლიცენზიის აღება. ეს უფასოა და სრულიად უმტკივნეულო. სულ რაღაც 4.5 წუთის საქმე. შედიხართ დახმარება->ლიცენზიის მმართველი და მიყვებით ინსტრუქციას 😉 ლიცენზირების შესაძლებლობა ალბათ იმიტომ არის დამატებული, რომ ავტორმა იცოდეს რამდენი ადამიანი იყენებს პროგრამას. არის იმის შესაძლებლობაც, რომ მერე გარკვეული ფუნქციები (ახალი, “ბაბასილი” შესაძლებლობები) ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლისთვის… შეიძლება მომავალში რეგისტრაციაც ფასიანი გახდეს… არამგონია, მაგრამ შესაძლებელია.

თვისებების ჩამონათვალი:

  • ორპანელიანი ინტერფეისი
  • UNICODE’ის სრული მხარდაჭერა
  • ფაილების გაფართოებული ძიება
  • მასიური გადარქმევის ხელსაწყო
  • საქაღალდეების სინქრონიზაცია
  • არქივების მხარდაჭერა: ZIP, RAR, ACE, CAB, JAR, TAR, LHA, GZ, TGZ, ARJ
  • ჩადგმული FTP კლიენტი(უსაფრთხო კავშირის SSL/TLS მხარდაჭერით)
  • საქაღალდეების დაფები (tabs)
  • WLX და WCX ჩანართების მხარდაჭერა
  • ჩადგმული მნახველი და ჩქარი ნახვის ფუნქცია
  • ქსელის მხარდაჭერა
  • გადაზიდვის და ჩაგდების მხარდაჭერა (Drag and Drop)
  • ისტორია და ცხელი ფუნქციები
  • ფაილების კოპირების/გადატანის/წაშლის ფონური შესრულების რეჟიმი
  • ფაილების წაშლა WIPE ტექნოლოგიით
  • ფონური სურათების მხარდაჭერა
  • ვიზუალური სტილები: ფერები ფაილთა კატეგორიებისთვის, შრიფტები ინტერფეისის ყველა ელემენტისთვის
ეკრანის ანაბეჭდი, Window$ 7

გადმოტვირთეთ ოფიციალური საიტიდან და გასინჯეთ!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s