პირველად რომ ჩართავენ უბუნტუს, ბევრს უჩნდება ეს კითხვა. 🙂
რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს რამდენიმე გზა. აქ შევეცდები აღვწერო რამდენიმე.
#1 – თუ გვჭირდება ერთი-ორი შრიფტის დაყენება
1. ორჯერ დავაწკაპოთ შრიფტის ფაილზე და გაიხსნება მისი დათვალიერების ფანჯარა.
2. ფანჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში იქნება ღილაკი “Install Font”.

#2 – თუ საჭიროა რამდენიმე შრიფტის დაყენება
1. მოვნიშნოთ ყველა ის შრიფტი, რომლების ჩაყენება გვსურს.
2.ა. [მიმდინარე მომხმარებლისთვის] თუ უკვე არ არსებობს, საშინაო საქაღალდეში [home/{თქვენი_სახელი}/] ვქმნით საქაღალდეს სახელით .fonts
2.ბ. [ყველა მომხმარებლისთვის] ვხსნით ტერმინალს [Ctrl+Alt+T] და ვწერთ gksu nautilus . გაიხსნება ფაილების ფანჯარა. მივაგნოთ საქაღალდეს მისამართით /usr/local/share/fonts/
3. იქ ჩავაკოპიროთ მონიშნული შრიფტები.
#3 – თუ საჭიროა ბევრი შრიფტის დაყენება
1. შევდივართ ტერმინალში;
2. გადავდივართ იმ საქაღალდეში, სადაც გვიყრია შრიფტები [მაგ. Desktop/fontebi] :
cd ~/Desktop/fontebi
3.ა. და ვაყენებთ .ttf შრიფტებს მხოლოდ ამ მომხმარებლისთვის:
cp *.ttf ~/.fonts
3.ბ. ან ყველა მომხმარებლისთვის [მოგეთხოვებათ პაროლის შეყვანა] :
sudo cp *.ttf /usr/local/share/fonts/
საჭიროებისდაგვარად ჩაწერეთ ტერმინალში ბრძანება sudo fc-cache -f -v . ის განაახლებს შრიფტების ქეშს.
არ მინდა გიო პრიძერჩივი ვიყო, მაგრამ ბევრი .ttf-ის ჩაკოპირებას ტერმინალი რად უნდა?
LikeLike
რად და რა იცი იმ საქაღალდეში რაები ყრია? ნახატები, არქივები, nfo ფაილები და რამდენი რამ შეიძლება იყოს 😀
ეგ კი ფილტრავს 😉
LikeLike
#1 – თუ გვჭირდება ერთი-ორი შრიფტის დაყენება
1. ორჯერ დავაწკაპოთ შრიფტის ფაილზე და გაიხსნება მისი დათვალიერების ფანჯარა.
da Sriftis faili sad vnaxo, ver gavige?
LikeLike
ვაშააა! კიბორდის ქართულზე გადართვა დავაყენე.
მარა ფონტები მაინც სად ვნახო ვერ გავიგე
LikeLike
ლია, ქართული შრიფტები იხილე საიტზე fonts.ge
შეგიძლია გამოიყენო იგივე შრიფტები, რასაც იყენებდი ვინდოუსზე… ttf მშვენივრად მუშაობს. 🙂
ქართული კლავიატურით დაბეჭდილი ტექსტისთვის გამოიყენე უნიკოდის ფონტები… გრაფაში “კოდირება” უნდა ეწეროს “უნიკოდი” 😉
მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარი!
LikeLike