როგორც ჩანს, ის ამოღებული იქნა სინაპტიკიდან ახალ გამოსულ უბუნტუ 10.10-ში 😦 ეს ფუნქცია ძალიან მოსახერხებელია როცა ყენდება ბევრი პაკეტი ერთი გარკვეული ფუნქციისთვის. მაგალითად, ძალიან მოსახერხებელია გამოიყენოთ ის რათა დააყენოთ LAMP (Linux, Apache, MySQL და PHP) სერვერი. მის შესაძლებლობებში ასევე შედის ნაირ-ნაირი “ღრუბლური” სერვისების, OpenSSH, DNS სერვერის და სხვა პაკეტების დაყენება(LAMP სერვერის გარდა არც ერთი არ გამომიცდია).
მე პირადად მეწყინა რომ ეს ფუნქცია ამოიღეს, რადგან ის სულ რაღაც 300კბ-ს იწონის… დისკი გამოვიდა 693.2მბ, ასე რომ მასზე კიდე ძალიან ბევრი რამ დაეტეოდა, კანონიკალს რომ ძალიან ნდობოდა… 😦
მაშასადამე, ვაბრუნებთ აქედან გამქრალ ფუნქციას:

ტერმინალში:
sudo apt-get install tasksel
ეგაა რა 😉