დეივ თომასი… ა.ც.რ. დეივი მუსიკაა


ეს ადამიანი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი. არა, ოჯახის წევრი არ არის. არც მეგობარია ის ჩემი. არც კი ნაცნობი. ჩემთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ერთხელაც თვალით არ მინახავს. არ ვიცი როგორ ჟღერს მისი ხმა. როგორ გამოიყურება დილით. როგორ იცინის. როგორ ღელავს. არ ვიცი როგორ ფიქრობს, გრძნობს ან უყვარს… ამ ყველაფრის მიუხედავად, დეივი ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანია…

რატომ?

მისი გენიალური მუსიკა და შესრულება მიჩქარებს გულს; ცრემლი იღვიძებს და გარედ მიიჩქარის, იმდენად აღელვებულია დეივის მუსიკით; ხელი გაიყინება ერთ ადგილას – უსმენს. განძრევის ეშინია, იხუჭება, იმალება ბნელ ოთახში… ნოტი არ გამოეპაროს! ცრემლი ვერ გაძლებს და გადადგამს სასიკვდილო ნაბიჯს: ჩამოირბენს მხურვალე ლოყებზე და გაქრება უფსკრულში…

* * *

დეივ თომასი [Dave Thomas] არის 27 წლის ბრიტანელი მუსიკოსი/კომპოზიტორი/შემსრულებელი პორტსმუთიდან. ის უკრავს პიანინოსა და აკორდეონზე. დიდი გრძნობითა და ტალანტით იპყრობს მსმენლის ყურსა და გულს. ყველაფერი დაიწყო 2007 წელს, როდესაც დეივმა გადაწყვიტა დაედო ყურით შესწავლილი და დაკვრული იან ტირსენის კომპოზიციების ვიდეო YouTube-ზე:

და

ეს ორი ვიდეო იყო ყველაზე პოპულარული, ჰყავდა მილიონობით მაყურებელი. ამისთვის დეივის ვიდეოები განათავსეს იუთუბის პირველ გვერდზე… გადიოდა თვეები, წლები. იან ტირსენის ულამაზესმა სიმღერებმა გავლენა იქონიეს ახალგაზრდა ემოციურ მამაკაცზე და მან დაიწყო თავისი მუსიკის წერა. ახლა ის დადის ტურნეებზე, გადის კონცერტებზე, ამზადებს ალბომს. სამწუხაროდ, უკვე ერთი წელია რაც არ მინახავს მისი რაიმე ახალი ვიდეო. იმედი მაქვს, რომ ეს სურპრიზი იქნება! აქამდე კი, რამდენიმე კარგი კომპოზიცია:

დეივი ხშირად შედის MySpace-სა და Facebook-ზე. აი, მისი Twitter და Facebook გვერდი ფანებისთვის; ბლოგი და YouTube არხი. გთხოვთ, მხარე დაუჭიროთ დეივს და შეიძინოთ მისი კომპოზიციები iTubes მაღაზიაში.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s