არ უნდა Valve-ს ლინუქსისთვის Steam-ის გამოშვება? ნუ უნდა!
ჩვენ, “უბუნტუშნიკებს”, გვაქვს ჩვენი პროგრამული ცენტრი და მასში მყოფი მაღაზია. სულ ახლახანს გაიხსნა და ერთადერთი პროდუქტი ჰქონდა – Fluendo DVD Player – სამარჯვე, რომლის მთავარი დანიშნულებაა დაშიფრული, “ორიგინალი” DVD-ების დაკვრა.
მაღაზიის გახსნის დღიდან ყველა სულმოუთქმელად ელოდა რაიმე ახალს. მთელი საზოგადოება გაშეშებული იყო თამაშების მოლოდინში. ნაირ-ნაირი ჭორები დადიოდა… მაგრამ უთუოდ, უბუნტუ 10.10 გამოვიდა და ახალი პროდუქცია არ შეჰმატებია ყველასათვის საყვარელ Software Center-ს… 😦
დღეს კი, წარმოგიდგენთ: Brukkon, თამაში არის ერთი რობოტის შესახებ. ჩვენი ამოცანაა ვაპოვნინოთ მას დაკარგული ნაწილები. ფასი – სულ რაღაც $7. 🙂
კარგი თამაში ჩანს 🙂 ამჟამად ვიწერ დემოს, 38მბ. იმედია კარგი იქნება. როგორც მოვიცლი თამაშისთვის, აუცილებლად დავწერ მის შესახებ.
ოფიციალური საიტი: http://brukkon-puzzle-game.com/
დემო ვერსია: http://brukkon-puzzle-game.com/demo.html
საიდან გავიგე? – OMG!Ubuntu! – ძალიან გამოსადეგი და საინტერესო რესურსი “უბუნტუისტებისათვის” 😉
Gio Plants vs. Zombies ra uyavi? xo targmnidi magas da rato agaraferi ismis? agar apireb targmnis gagrzelebas? tu ra, an momeci, gadmomeci da davasruleb tu dro ar gakvs da saitze davdeb. codoa amdeni nashromi da tan axlidan ro ar davicko me magis targmna. hoda tu unda targmno an ara gamagebine rame mainc.
sxva vxedav ubuntuze gadartulxar, carmatebebi.
ise saintereso ikneboda momesmina sheni azri tu artom gadaerte ubuntuze
droebit
LikeLike
სალამი!
ზომბებში საინსტალაციო მზადაა, ბოლო რამდენიმე შტრიხია დარჩენილი. ვერ მოვიცალე ვერაფრით რომ დამესრულებინა. უნივერსიტეტში ძალიან დაკავებული ვარ.
შენსკენ რა ხდება? რა პროექტებია?
უბუნტუზე გადავედი რადგან ის არის free as in freedom of speech and free as in free beer. 🙂
პლუს, მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებმა დამაფიქრეს. 🙂 თან ყოველთვის მაინტერესებდა.
ამის გარდა, არც ანტივირუსები არც ფაიერვოლის თავისტკივილი არც დრაივერების ჩალიჩი… არაფერი აღარ მაწუხებს.
თან, ლინუქსი ერთ-ერთი უსტაბილესი სისტემაა იმათ შორის, რაც მინახავს.
ძალიან შემიყვარდა ეს ოხერი 🙂
LikeLike
gasagebia,
Cemskenac mSvidobaa, proeqtebi racaa saitzeve segidzlia naxo
zombebs imedia aqve dadeb ro ikneba mzad
warmatebebi
LikeLike