ნაგულისხმევად, ასატვირთი ფაილების ზომა არ უნდა აღიმატებოდეს 2მბ-ს, ხოლო ფაილების რაოდენობა, თუ არ ვცდები 20-ს.
ხანდახან საჭიროა ცოტა დიდი ფაილების ატვირთვა, ასე რომ ეს უნდა შეიცვალოს!
ჩემს მანქანაზე აყენია Ubuntu 10.10 x32 და LAMP სერვერი. სხვა მანქანებზე შეიძლება ინსტრუქცია განსხვავებოდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველგან მსგავსი იქნება. ამ საქმის პროფესიონალი არ ვარ, თუ გექნებათ რაიმე შენიშვნა, გამიხარდება თუ გამოთქვამთ მას.
ყოველთვის შეინახეთ ყველა ჩასასწორებელი ფაილის სამარქაფო ასლი სანამ დაიწყებთ რამენაირ ჩალიჩს! 😉
- დავიწყოთ? — მიაგენით თქვენს php.ini ფაილს და გახსენით საყვარელ ტექსტ რედაქტორში:
gksudo gedit /etc/php5/apache2/php.ini
- მოძებნეთ ხაზი, რომელიც შეიცავს წარწერას “upload_max_filesize”. მაგის გასწვრივ რიცხვი 2M შეცვალეთ სასურველი რიცხვით. ვთქვათ 1024M:
upload_max_filesize = 1024M
სანამ ათვარიელებთ php.ini ფაილს, შეგიძლიათ ასევე შეცვალოთ ასატვირთი ფაილების რაოდენობა “max_file_uploads” და საერთოდ გათიშოთ ფაილების ატვირთვა http პროტოლის მეშვეობით – “file_uploads” 🙂
- გადავტვირთოთ აპაჩე სერვერი. ტერმინალში შეიყვანეთ:
sudo /etc/init.d/apache2 restart
ამგვარად გავზარდეთ სერვერისათვის დასაშვები ზომა 1გბ-დე. მაგრამ რატომ მიჩვენებს ჩემი WordPress პანელი, რომ ზღვარი არის მხოლოდ 8მგ? – იმიტომ, რომ WordPress ცალკე ფაილში უნდა მიუთითოთ ზომის მაქსიმუმი 🙂
- შედით იმ საქაღალდეში, სადაც გიყენიათ WordPress ძრავი. ჩემთან ეს არის /var/www/wordpress/
- გახსენით ან შექმენით ფაილი .htaccess
- შიგნით, WordPress სექციაში ჩაამატეთ შემდეგი სტრიქონი:
php_value post_max_size 1024M
- ჩემი /var/www/wordpress/.htaccess ფაილი გამოიყურება შემდეგნაირად:
# BEGIN WordPress
php_value post_max_size 1024M
# END WordPress
ამის მერე, ჭორდპრესიც მიხვდება იმას, რომ ზღვარი გაიზარდა და მოგცემთ საშუალებას ატვირთოთ, არვირთოთ, ატვირთოთ! 🙂