რასელ აკოფი – განათლების შესახებ


კარგა ხანია არ დამიპოსტია… იმიტომ, რომ დაკავებული ვარ… საკმაოდ.

ფიზიკის ინსტიტუტში ახალ ცდებს ვატარებთ, ვემზადებით კოსმოსური სხივების გამოსაკვლევად, ვამზადებთ TSU ელექტრონიკის საიტს… ამავდროულად დღე არ გავა რომ რომელიმე საგანში საკონტროლო თუ შუალედური გამოცდა არ დავწეროთ… მოკლედ – მხიარულად გადის სტუდენტის ცხოვრება 🙂

* * *

პირველ კურსზე რომ ვიყავი, ჩემმა პროფესორმა მირჩია რასელ აკოფის( Russell L. Ackoff ) წიგნის – “აკოფი მართვის შესახებ” წაკითხვა. კერძოდ კი, მისი ერთ-ერთი თავის – “განათლება”… მართალი გითხრათ, ვერ მოვიცალე ბოლომდე წაკითხვისთვის. წავიკითხე მხოლოდ რაღაც ნაწილი. ნახევარი არც კი იქნება. მაგრამ იმ მცირე ნაწილმა გაოგნებული დამტოვა. აი რას წერს მეოცე საუკუნის დიდი თეორეთიკოსი[ჩემი ნათარგმნია, ასე რომ ბევრ სტილისტურ და გრამატიკურ შეცდომას დაინახავთ 😉 ] :

შესაძლოა არ გესმოდეს ის, რაც იცი. მაგრამ არ არსებობს გაგება ცოდნის გარეშე.

 

მოსწავლეებს ექცევიან როგორც მაგნიტოფონის, ფოტოაპარატის და კომპიუტერული მექანიზმის თვისებების მქონე ობიექტებს, რომელთ შეფასების კრიტერიუმი არის დანახული ან მოსმენილი ინფორმაციის გამეორება.
გამოცდების უმეტესობა – წინასწარ მიწოდებული მასალის გამეორების უნარის შემოწმებაა.
ზრდასრულ ადამიანს ყველაზე კარგად ახსოვს ის, რაც ისწავლა მუშაობის ან თამაშის დროს და არა ის, რაც ასწავლეს სკოლაში.

განათლება შეიძლება მიიღებოდეს სწავლების გარეშე, ხოლო სკოლას საფუძველში უდევს არა განათლების მიცემა, არამედ ფორმალური სწავლება.

თანამედროვე სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ ითვლება რომ სწავლების ‘შემავალი’ ერთეული შედეგად იძლევა განათლების ‘გამომავალ’ ერთეულს. ამაზე მცდარი მოსაზრება არ არსებობს.
ჩვენ დროს, მოსწავლე მოტივირებული უნდა იყოს ისწავლოს მისთვის საჭირო საგნები, ხოლო მისთვის უინტერესო საგნის სავლების დაძალება დაუშვებელია.

მოსწავლის მეცადინეობის დაძალება გააქრობს სწავლისაგან მიღებულ სიამოვნებას, რაც მიაყენებს გაცილებით მეტ ზიანს ვიდრე ერთი რომელიმე საგნის შესწავლის უუნარობა.
როცა მოსწავლეს ცდილობს ისწავლოს რამე ან გებულობს სწავლის საჭიროებას, ის აუცილებლად მიაღწევს თავის მიზანს.

‘უწყვეტი სწავლება’ – განათლების მიღება სასწავლებლების დამთავრების შემდეგ გახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი [რადგან ინფორმაციის რაოდენობა იზრდება ყოველწლიურად]
განათლების სისტემა უნდა ასრულებდეს შემდეგ ფუნქციებს: 1. გაუწიოს მოსწავლეს დახმარება ისწავლოს ის რას სურს და აუცილებელია მისთვის; 2. ასწავლოს მას სწავლებისა უნარების მიღების ეფექტური გზები; 3. გაუჩინოს მას სურვილი ისწავლოს ის, რაც გამოადგება მოსწავლეს მისი გეგმების განხორციელებისათვისა და რაც გახდის მას საზოგადოდ უკეთესსა და სასარგებლო ადამიანად.

ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ რამე რათა დავაქმაყოფილოთ თავისი თავი. ვეუფლების რამეს ან მხოლოდ ინტერესის გამო, ან რადგან გვაინტერესებს თუ რას მივაწევთ მისი შესწავლის შედეგად. თუ განათლება არ წარმოადგენს ადამიანისთვის შინაგან ფასეულობას, ანუ მას არ სიამოვნებს სწავლების პროცესი, სწავლება გადაიქცევა ტვირთად.
გარკვეული დონის მოსწავლეს შეუძლია უმცროსებს ასწავლოს გავლილი საგნები ან დაეხმაროს მათ დამოუკიდებელ დაუფლებაში. დღეს უკვე არსებობენ კოლეჯების სტუდენტები, რომლებიც ეხმარებიან დაბალ-კურსელებს, ხოლო სკოლაში ეს პოტენციალი სრულიად დაკარგულია. რაც ძალზე სამწუხაროა. უმცროსებისთვის სწავლება დაეხმარებოდა სტუდენტს უკეთესად აითვისოს და გააფართოვოს მიღებული ცოდნა.

1. ზოგიერთი უნარი მიიღება გაცილებით სწრაფად და იოლად, თუ ვარჯიშებს და დემონსტრაციებს ატარება ადამიანი, რომელმაც სრულად დაეუფლა მათ.
2. კითხვების, რომლებიც ან არ იქნა დასმული ან პასუხგაცემული, ყველაზე სრული აღქმა და ათვისება ხდება სერინარული დისკუსიების დროს, რომლებსაც ხელმძღვანელობს ამ სფეროს დაუფლებული ადამიანი.
აქ უნდა მიექცეს ყურადღება როგორც პასუხებს, ასევე კითხვების დასმის უნარს.

ბევრი სტუდენტისთვის სწავლის საუკეთესო და ეფეკტური სტიმულები არის რეალურ სამყაროში ნამდვილი პრობლემების გადაწყვეტა ისეთი ადამიანის ხელმძღვანელობით, რომელსაც უკვე გააჩნია ასეთი სტიმული და შეუძლია ისწავლოს.

საჭიროა მოსწავლეების ჩართვა სამეცნიერო-კვლევითი პროექტებში პედაგოგებითა და სათანადო ცოდნისა და გამოცდილების პირებთან ერთად. სწავლება და პრაქტიკა არის ორი საუკეთესო გზა იმისთვის, რომ (1) ისწავლო თუ როგორ გამოიყენო ის რაც იცი, (2) ისწავლო ის, რაც არ იცი, (3) ისწავლო თუ როგორ ისწავლო და მიიღო მოტივაცია სწავლებისკენ.

ეს შესაძლებელია ჩატარდეს უნივერსიტეტის კედლებს გარეთაც. ‘კლასგარეშე’ პრაქტიკის მონაწილეები უნდა იყვნენ განათლებით სხვადასხვა დონის რათა უკეთესად ისწავლონ და ასწავლონ ერთმანეთს.

* * *

წაიკითხეთ? ახლა კი დაფიქრდით — ეს წიგნი დაიწერა 1998 წელს, ხოლო თვითონ წარმოადგენს აკოფის საუკეთესო ნაშრომთა კრებულს, რომლებიც დაიწერა მეოცე საუკუნის მანძილზე. ორიგინალური სახელია “Ackof’s Best”, რუსულად – “Акофф о менеджменте”…

რომ მოვიცლი, კიდევ გადავთარგმნი და უფრო მეტ საინტერესო მასალას წაგაკითხავთ 🙂

– გ.

Advertisements

4 thoughts on “რასელ აკოფი – განათლების შესახებ”

  1. ნუ იტყვი რა, ყოველ დღე გამოცდას და საკონტროლოს რა ჯობია, კაი ჭკუაზე ხარ შენ 😀

    Like

    1. შემდეგ წაიკითხე რა წერია…
      თორე გამოცდას და საკონტროლოს რა ჯობია 😀
      თუ წესივრად ჩატარდა… ეგეც… 😛

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s