“თუ მეზობელსაც არ ესმის რა დაწერე, ესეიგი არასწორად დაგიწერია!” – წესი #0
რაღაც ხნის წინ ჩავფიქრდი და მომაგონდა, რომ მე ჯერ არ მინახავს ერთი მაინც მითითება, თუ როგორ უნდა ითარგმნოს პროგრამა. კერძოდ კი – პროგრამის სტრიქონები. გადავწყვიტე თვითონ დაწერა – აზრთა დაულაგებელი კაში გამოდგა. ამასთან ერთად მაგალითებიც უნდა მომეფიქრებინა. არადა დროის დეფიციტია…
მოგახსენებთ, უბუნტუს საოპერაციო სისტემის თარგმნა მიმდინარეობს შესანიშნავ საიტზე Launchpad.net. ამ საიტზე მიმდინარეობს არა მხოლოდ თავისუფალი პროგრამების თარგმნა, არამედ შემუშავება და განბზიკვაც კი! თქვენი მომდევნო პროექტის სანდო ჰოსტინგი 😉 (ლონჩპედი ცალკე განსახილველი თემაა და აღარ გადავუხვევ)
მოკლედ, მათი გზამკვლევი ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე მეთარგმნა და ვუა-ლა: თარგმნის პროცესის ზოგადი გზამკვლევი
[ასევე, ხელმისაწევდომია გზამკვლევი PDF ვერსია]
ვისაც გამოგადგებათ, თუ არ შეწუხდებით – შემიფასეთ 😉
შენიშვნები, იდეები და ა.შ. დიდი სიამოვნებით მიიღება!
თუ აირჩევთ “უკეთესს ველოდი”, ძალიან გთხოვთ დამიწეროთ რატომ – შევეცდები გავაუმჯობესო! 😉
– მჟავა