დღეს გადავწყვიტე დამეპოსტა ჩემს მიერ ნათარგმნი მასალა რეზისტორულ ელემენტზე – იგივე “წინაღობაზე”… იმედია გამოგადგებათ! 😉
[ PDF ფაილი: რეზისტორული ელემენტი ]
* * *
რეზისტორი
резистор – რუს.
resistor – ინგ.
რადიოტექნიკურ მოწყობილობებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის რეზისტორი(სხვა სახელი – წინაღობა). რეზისტორის ძირითადი მახასიათებელია წინაღობა. იზომება ომებში (ომ, Ohm). წარმოებაშია რეზისტორების ორი სახეობა: სტაბილური და ზოგადი დანიშნულების. სტაბილური რეზისტორების წარმოება ძვირია, ამიტომაც მათ იყენებენ ზუსტ მოწყობილობებში. ჩვენ კი გამოვიყენებთ ზოგადი დანიშნულების რეზისტორებს.
ყველა ნივთიერებას გარკვეულ წილად ახასიათებს წინაღობა. ზოგს – უფრო მეტად (ხე, პლატსმასა), ზოგს – ნაკლებად (მეტალები, სითხეები). ეს დამიკიდებულია: ნივთიერების გვარობაზე (ოქროს უფრო ნაკლები წინაღობა აქვს ვიდრე ალუმინს), გამტარის სიგრძესა (პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება რაც მეტია სიგრძე მით მეტია წინაღობა) და მისი განიკვეთის ფართობზე (უკუპროპორციული დამოკიდებულება – რაც უფრო დიდია განივკვეთის ფართობი, მით ნაკლებია წინაღობა). ფორმულა:
სადაც ρ – ნივთიერების მახასიათებელი(ასევე ცნობილია როგორც კუთრი წინაღობა), l – სიგრძე და S – განიკვეთის ფართობია.
ელემენტს ახასიათებს წტკ (წინაღობის ტემპერატურული კოეფიციენტი). ამის მიხედვით, რეზისტორების წინაღობა შეიძლება შეიცვალოს 10%-ს ფარგლებში. ჩვეულებრივ რეზისტორებში წტკ დადებითია, რაც ნიშნავს რომ ტემპერატურის გაზრდისას იზრდება წინაღობა. კოეფიციენტი უარყოფითია მხოლოდ ერთი ნივთიერებისათვის – ნახშირბადისთვის.
კიდევ ერთი ძირითადი მახასიათებელი არის მოხმარებული(გაბნეული) სიმძლავრე. ეს არის ის სიმძლავრე, რომელსაც რეზისტორი “გააბნევს” დაზიანების გარეშე. იზომება ვატებში (ვტ, W, Вт). გამოითვლება ფორმულით:
სიმძლავრე = დენი2 · წინაღობა
რეზისტორის სქემაზე სტანდარტული აღნიშვნა:
თითქმის ყველა სქემაში საჭიროა რამდენიმე რეზისტორის გამოყენება. ისინი შეიძლება იყვნენ შეერთებული მიმდევრობით, პარალელურად ან შერეულად.
მიმდევრობითი შეერთების დროს ექვივალენტური (ჯამური) წინაღობა ითვლება ასე:
პარალელური შეერთების დროს:
1/R სიდიდეს ხშირად უწოდებენ გამტარობას და აღნიშნავენ g ასოთი.
პარალელური შეერთებისას, ექვივალენტური გამტარობა უდრის გამტარობების ჯამს.
ორი პარალელურად შეერთებული რეზისტორის შეკრება კიდევ ერთი გამოსახვა:
აქ ნიშანი “||”, როგორც გეომეტრიაში, აღნიშნავს პარალელურობას.
შერეული შეერთების დროს:
ეს სქემა უნდა დავშალოთ რამდენიმე მარტივ ნაწილებად პარალელურ და მიმდევრობით შეერტებულ წინაღობებად და შემდგომში შევკრიბოთ შესაბამისი წესებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში:
შერეულად შეერთებული სქემა მარტივ შემადგენლებად დაყოფა მოსახერხებელია, მაგრამ ხშირად ამის გაკეთება არარეალურია. ამიტომ გამოყენებული იყოს სხვა მიდგომები, როგორიცაა ვარკლავიდან სამკუთხედზე (და პირიქით) გადასვლა
(Y-Δ transform – ინგ.) ან მატრიცული მეთოდი. ამ წუთში ჩვენ მათ არ განვიხილავთ.
* * *
ასევე, არსებობს რეზისტორები ცვლადი წინაღობით. ზოგადი აღნიშნვა:
ცვლადი წინაღობის რეზისტორები არსებობს:
- ერთმაგი და ორმაგი
- ერთ ან მრავალბრუნიანი
- ჩამრთველით და მის გარეშე
წინაღობის ცვლის ხასიათის მიხედვით:
- წრფივი, ანუ დატრიალების კუთხის პროპორციული (ჯგუფი A)
- შებრუნებული ლოგარითმული – ჯერ იცვლება ნელა, შემდგომ კი სწრაფად(Б)
- ლოგარითმული (ჯგუფი B)
- და სხვა (ჯგუფები Е, И)
არსებობს მავთულიანი და არამავთულიანი (ფირიანი, пленочные) ცვლადი წინაღობის რეზისტორი. მავთულიანს ახასიათებს მაღალი სტაბილურობა, ხმაურის შედარებით დაბალი დონე და წტკ.
ეს “წტკ”–მომეწონა!! :))
LikeLike
გოგა! 😀
ზდაროვა. მრავალს დაესწარი!
შენიშვნები არ გაქვს რამე? წტკ მეც მომეწონა 😉
LikeLike
ელექტრობა მევასება. ასე განაგრძე 😉
wtk rockz 😀
პ.ს. ohm
LikeLike
გაიხარე! 🙂
შესწორება მიღებულია!
LikeLike
“რეზისტორული” არაკორექტული ტერმინია
LikeLike
მაშ კორექტული რომელია თუ შეგიძლიათ გამაცნოთ? 🙂
LikeLike
რეზისტორი, უბრალოდ 🙂 ელემენტ შეიძლება იყოს ბიპოლარული, ნახევარგამტარი, ცვლადი… რეზისტორული ცუდად ჟღერს
LikeLike
კიდევ ერთი შენიშვნა:
“ხმაურის შედარებით დაბალი დონე და წტკ”
ТКС_ი ნებისმიერ რეზისტორს ახასიათებს. ალბათ წინაღობის დაბალ ტემპერეტურულ კოეფიციენტს გულისხმობდი
LikeLike
აქ ნაგულისხმევია “ხმარურის შედარებით დაბალი დონე და დაბალი წტკ” კი. 🙂
LikeLike
წავიკითხე დამეხმარა , და ერთი ამოცანა მაქვს ამოსახსენელი და საკონტოროლო მაქვს ორ საათში და იქნებ დამეხმარო ???
LikeLike
რაღაცა ამოცანა მინდა შეიძლებაა?
LikeLike
შეადარეთ ერთი და იმავე სიგრძის და განიკვეთის ფართობები ფოლადისა და ალუმინის მავთულების წინაღობები 😦 😦
LikeLike
აბა დაწერე ორი ფორმულა, იმის მსაგსად, რაც ჩანაწერშია: R=rho*L/S. ერთი ალუმინისთვის, ერთი ფოლადისთვის.
სიგრძე და ფართი იგივეა ორივესთვის, ერთადერთი განსხვავება – კუთრი წინაღობა, რომელიც ნივთიერების დამახასიათებელია.
ახლა შეაფარდე ერთი მეორესთან, ან გამოაკელი და მიიღებ რა განსხვავებაა ამ მავთულებს შორის (ერთს უფრო მეტი წინაღობა ექნება, მეორეს ნაკლები – დამოკიდებულია კუთრ წინაღობაზე).
LikeLike