…გავრცელებულია ფორმულა: swap = RAM*2
ეს ფორმულა საკმაოდ დიდ დისკუსიებს იწვევს. ზოგი სვაპს იყენებს, ზოგს საერთოდ არ სჭირდება.
თანამედროვე კომპიუტერებზე, სადაც RAM => 4 GB, swap დანაყოფი ხშირად არ გამოიყენება. ნუ, თითქმის არ გამოიყენება. 🙂 შესაძლებელია გაქვავებისთვის (hibernation). მაგრამ თანამედროვე სისტემებში გათიშვა და ახლიდან ჩართვა ბევრად უფრო სწრაფი და სანდოა ვიდრე გაქვავება(ან ზამთრის ძილი, როგორც ზოგიერთი ეძახის 🙂 )
ჩემი აზრით სვაპის გამოყენებას აზრი არ აქვს. თანამედროვე სამომხმარებლო კომპიუტერზე. ძალიან ანელებს სისტემას, ზედმეტად ტვირთავს ხისტ დისკს და ა.შ. ხანდახან ზოგიერთი განსაკუთრებით მძიმე პროგრამა გამოიყენებს სვაპის ~100 მბაიტს… არადა ოპერატიული მეხსიერების საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია!
მე არ ვიცი ეს უბუნტუს პრობლემაა თუ ზოგადად გნუ/ლინუქს სისტემების.
სვაპის მართვის ჩემთვის ცნობილია 2 ბრძანება:
sudo swapoff -a sudo swapon -a
პირველი ბრძანებით ვთიშავ სვაპს. მეორეთი, თუ საჭიროა – ვრთავ 🙂
“sudo swapoff -a” ავტომატურად აიღებს სვაპში მყოფ მონაცემებს და გადაიტანს მათ RAM-ში (თუ ხელმისაწვდომია საჭირო სივრცე)
ეგ იმიტომ გადადის სვაპში რომ სავარაუდოდ swappiness არის მაღალზე დაყენებული უბუნთუში მგონი 60 ი აყენია დაუწიე 10 მდე.
cat /proc/sys/vm/swappiness ასე ნახავ რამდენზე აყენია
vm.swappiness=10 ეს ჩაამატე /etc/sysctl.conf ში და დაარესტარტე.
LikeLike
გაიხარე! მართლაც 60-ზე ყოფილა…
დიდი მადლობა! 😉
LikeLike