სალამი ყველას! ხომ შეგპირდით, რომ რაიმე საინტერესოს დავდებდი ამ დღეებში? 🙂
* * *
იმ დროს, როცა მე ჯერ კიდევ “გაქართულების სამყაროს” თავში ვიყავი(არა, ის არ მომკვდარა! 🙂 ) ხშირად მესმომდა კითხვა: როგორ დავაყენო ქართული კლავიატურა ფორუმზე phpBB3. მინდა შევნიშნო, რომ ეს არის შესანიშნავი უფასო ფორუმი. სტაბილური, ძალზედ მორგებადი, ქართულ ენაზე(თითქმის) მას აქვს ერთი მინუსი – მისი ადმინისტრირება, როგორც იტყვიან, “ჩახლართულია”…
დროა გადავიდეთ საქმეზე, არა? 🙂
გვაქვს ქართული კლავიატურის 2 სცენარი (“სკრიპტი”). პირველია სახელგანთქმული GeoKBD, ხოლო მეორე დაწერილია მიხეილ სუხიაშვილის მიერ. მე პირადად ამ ეტაპზე მირჩევნია(ჯერ კიდევ ვსინჯავ) მიხეილის სცენარი.
როგორ დავაყენოთ GeoKBD ფორუმზე phpBB3?

- ვიღებთ სკრიპტს შექმნელის საიტიდან და ავტვირთავთ სერვერზე. დაგვჭირდება ფაილის ზუსტი მისამართი: მაგ. magaliti.ge/geokbd.js მოხერხებულობისთვის ჩავთვალოთ, რომ ეს იქნება ჩვენი ფაილი. 🙂
- შევდივართ ფორუმის საქაღალდეში: /styles/{თემა}/template/
- ჩავასწოროთ ფაილი overall_header.html
- ჭდეში <head> გვერდის სათაურის შემდეგ უნდა ჩასვათ შემდეგი კოდი:
-
<script type="text/javascript" src="http://magaliti.ge/geokbd.js"></script>
-
- იქვე იქნება ფაილი overall_footer.html, მასში:
- გვერდის ტანის დამხურავ ჭდემდე </body> ჩასვით შემდეგი კოდი:
-
<script type="text/javascript">GeoKBD.map();</script>
-
- ახლა საჭიროა განაახლოთ ქეშირებული შაბლონები:
- შედით ფორუმის ადმინპანელში, მერე Styles-> Templates
- ჩაყენებული სტილის გასწვრივ, Actions სვეტში მოძებნეთ და დაწკაპეთ წარწერაზე “Refresh” (სურათზე -ღილაკი 4)
- შედეგად მიიღება მუშა ქართული კლავიატურა ინდიკატორისა და გადამრთველის გარეშე. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ საიტზე.
* * *
როგორ დავაყენოთ მიხეილ სუხიაშვილის სცენარი? [უფრო მარტივი]
თუ წაიკითხეთ ზემოთმოცემული მითითებები:
- გადმოწერეთ სცენარის ფაილი. 😉
- განათავსებთ ფაილს სერვერზე, მაგ magaliti.ge/ka.js
- ჩავასწოროთ ფაილი overall_header.html
- ჭდეში <head> გვერდის სათაურის შემდეგ უნდა ჩასვათ შემდეგი კოდი:
-
<script type="text/javascript" src="http://magaliti.ge/ka.js"></script>
-
- ჩაასწორეთ ფაილი overall_footer.html
- გვერდის ტანის დამხურავ ჭდემდე </body> ჩასვით შემდეგი კოდი:
-
<script type="text/javascript"> geo.init({ x : "10px", // language boxis coordinatebi y : "10px", cookieName: "multilang", // cookies saxeli, daimaxsovrebs languages switchChar: "`", // romeli charit unda gadarto klaviatura languages: { KA: geo.GEORGIAN_QWERTY, // mapping listi, chaixedet geo.js shi EN: null } }); </script>
-
- შეინახეთ და განაახლეთ ქეში. 🙂
- შედეგად მიიღება მუშა ქართული კლავიატურა მშვენიერი ინდიკატორით მარცხენა ქვედა კუთხეში. გამართვა არ გაგიჭირდებათ! 😉
- სკრიპტის მაგალითი ნახეთ საიტზე: forum.ieeetsu.ge
* * *
როგორც ყოველთვის, მივესალმები შენიშვნებსა და შეკიხვებს! 😉
* * *
განახლება 06.აგვ.2011: გამოვასწორე გვერდზე მყოფი html კოდები. ვორდპრესი არასწორად გამოსახავდა “ ბრჭყალებს, რის გამოც კოდი არ მუშაობდა.
განახლება 14.დეკ.2012: დავამატე გამოტოვებული აუცილებელი ნაბიჯი მიხეილ სუხიაშვილის სცენარის ჩაყენების დროს. მადლობა MuFaS!
და IPB3 -ისთვის ვერ გვასწავლით როგორ გავაკეთოთ ქართული კლავიატურა GeoKBD.js -ის გამოყენებით?
LikeLike
უფრო სწორად კი გავაკეთე მაგრამ ტილდათი გადართვა გადმორთვა ვერ ჩავრთე, ანუ ველებს ვერ მივამაგრე ჩეკბოქსი
LikeLike
თუ რა თქმა უნდა აქაც იგივე copy/paste ტუტორიალი არაა როგორ ყველა ქართულ საიტზე.
LikeLike
დიდ ბოდიშს გიხდი, ერეკლე, რომ გამომრჩა შენი კომენტები… ალბათ მაგ პერიოდში დაკავებული ვიყავი და ვერ შევნიშნე 😦
IPB ძრავის შესახებ მე არაფერი ვიცი, თუმცა პრინციპი ყველგან ერთია. პოულობ შაბლონებს, ჩაწერ გვერდების ფუტერში ან ჰედერში (ჯობია ძირში ჩაწერო) და განაახლებ ქეშს თუ საჭიროა…
თუ არ გამოგდის, შეგიძლია იკითხო ფორუმი.ჯი-ს WWW განყოფილებაში, იქ კარგი ბიჭები არიან და აუცილებლად დაგეხმარებიან 😉
LikeLike
ვცადე GeoKBD დამეყენებინა ფორუმზე. სამწუხაროდ შემქმნელის საიტზე დაყენების სახელმძღვანელო ლინკი არ მუშაობს, ამიტომ ვიხელმძღვანელე აქ მოტანილი მაგალითით. ყველაფერი გავაკეთე აბსოლუტურად ისე როგორც მითითებულია გარდა ფაილის მისამართისა რომელიც შემდეგი მაქვს –
”http://magaliti.ge/forum/styles/style_name/geokbd.js”
ფაილი ამ მისამართზე მართლაც დევს. მაგრამ ფორუმი არ გაქართულდა. რას არ ვაკეთებ სწორედ?
LikeLike
გამარჯობა სალვადორ! 🙂
ფორუმის დიზაინის ქეში განაახლეთ?
წესით ფაილის სხვაგან ყოფნის ფაკტმა არანაირად არ უნდა შეუშალოს ხელი მუშობას…
შეგიძლიათ მიმითითოთ ფორუმის მისამართი? რომ გავხსნა და კოდ დავათვალიერო, კოდში ხომ არაა პრობლემა…
LikeLike
მადლობა გამოხმაურებისთვის. ძალიან რომ არ “დავანაგვიანო” სჯობს ჩემი ელ-ფოსტა მოგცე : ****************** . დამიკავშირდი თუ არ დაგეზარება, ჩემს მობილურს მოგცემ და იქნებ რამოდენიმე წუთი დამითმო.
ფორუმი არის : tfilisi.ge/forum
მაგრამ კოდები ძველი დავაბრუნე, წავშალე ანუ. ისე რომ ვერაფერს ვერ ნახავ. ამიტომ გთხოვ დამიკავშირდე.
წინასწარ გიხდი მადლობას.
LikeLike
მივყევი ყველაფერს მაგრამ ვერა 😦 http://mestia.netai.net
LikeLike
Da es phpBB – Wap v8 -s web versiazec dayendeba? :((
LikeLike