BBCode-ის შექმნისთვის საჭიროა:
1. გადასვლა საადმინისტრაციო პანელში -> ჩანართი Postings.
2. მარჯვენა კუთხეში მყოფი ღილაკი Add a new BBCode.
გადახვალთ ეკრანზე: (იხ. დართული სურათი)
მაგალითი:
ჩვენ შევქმნით BB-კოდს, რომელიც შექმნის ტექსტის არეს თეთრი ფონითა და შავი ჩარჩოთი.
ველში BBCode usage ჩავწერთ:
[textarea]{TEXT}[/textarea]
აქ განისაზღვრება კოდის ჭდე (ტეგი) და ცვლადი {TEXT}
არეში HTML replacement ვწერთ:
<div style=”border: 1px solid black; padding: 10px; background-color: rgb(255, 255, 255); color: rgb(0, 0, 0);”>{TEXT}</div>
ჩვენი BBკოდის მაგივრად დაჯდება ეს HTML კოდი, სადაც ასევე ჩაჯდება ცვლადი {TEXT}-ის მნიშვნელობა. აქ ჩვეულებრივ გამოიყენება HTML ,CSS და Javascript.
ველში Helpline ვწერთ:
ტექსტის არე: [textarea]ჩაწერეთ ტექსტი[/textarea]
ეს უბრალოდ დამხმარეა – გამოყენების მაგალითი…