ვსწავლობ – ვმუშაობ – საქმით ვარ გართული უმეტეს წილად…
ვსწავლობ მიკროკონტროლერების დაპროგრამებას, რიცხვით ანალიზს, ფორტრანზე დაპროგრამებას… ძალიან მაინტერესებს ეს საგნები და თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს მათ ვუძღვნი.
ასევე ვმუშაობ, სტუდენტ-სტაჟორად, კომპანია EMCoS-ში: http://emcos.com/
ძალიან მწყდება გული რომ საქართველომ არ იცის ამ კომპანიის შესახებ… ეს არის თანამედროვე საქართველოს გმირები – მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა ელექტრომაგნიტური მოვლენების კომპიტერულ სიმულაციაში, ელექტრომაგნიტური თავსებადობის პრობლემების გადაწყვეტაში და ა.შ. უნიჭიერესი ხალხი!
ჩემი დროის უდიდესი ნაწილს ვუძღვნი მუშაობას. ამიტომაც იშვიათად ვჩნდები ინტერნეტში: პირწიგნაკზე, ტვითერზსა და ბლოგზე… თუმცა “უშემოქმედებითად” არ ვზივარ – შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ნამუშევრები ფორტრანზე(ვთარგმნი ერთ შესანიშნავ გაკვეთილთა ნაკრებს), წიგნს მიკროკონტროლერების დაპროგრამებაზე Algorithm Builder-ში და კოდს MATLAB-ში რიცხვითი მეთოდებისთვის… ასევე ვწერ ზოგიერთ რიცხვით მეთოდს ფორტრანზე… სავარჯიშოდ… ნელნელა ვასწორებ phpBB3-ის თარგმანს… საზიზღარი ხარისხის ყოფილა… როგორ ხმარობდა ხალხი? მადლობას გვეუბნეოდნენ… 😦
ყოველი ეს იხილეთ ‘ელექტრიკების’ ფორუმზე forum.ieeetsu.ge
ასევე, ვეძებ რაიმე საინტერესო პროექტს მიკროკონტროლერებზე – ბინარული საათი უკვე გავაკეთე… თუმცა სიმულაციაში, მაგრამ მაინც… ახლა მინდა კალკულატორი გავკეთო 🙂 თუ მოვიცლი… საათის ფაილებსაც დავდებ… ისევ თუ მოვიცლი. თუმცა დიდი არაფერი დამიწერია…
მოკლედ, თუ გსურთ დამიკავშირდეთ ან რამე საინტერესო იდეა გაქვთ – ელფოსტაზე მომწერეთ: აციდლაბზ@გმაილ.ცომ 😉
vaimeee, emcos-is garda veraperi gavige
p.s. roma momikitxe 😉
LikeLike