დიდი მადლობა გასულ წელს… ძალიან ნაყოფიერი წელიწადი იყო!
რა გავაკეთე წელს?? სია ისე, ჩემთვის… სიბერეში გასახსენებლად… :p
- მიმიღეს სამუშაოდ EMCoS-ში!
- ბევრი ვისწავლე ელექტრომაგნიტურ მოვლენათა შესახებ 🙂
- ვისწავლე დაპროგრამება ენაზე Fortran და ბევრი საინტერესო რიცხვითი მეთოდი!
- დავწერე (ვთარგმნე) წიგნი: AVR მიკროკონტროლერებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება გარემოში Algorithm Builder
- დავიწყე და დავგეგმე კიდევ ორი:
- ელ. წრედების სიმულატორი LTSpiceIV
- შესავალი ენაში Fortran
- ვთარგმნე პროგრამები და თამაშები:
- გავხდი Ubuntu ლოკალიზაციის ჯგუფის ადმინისტრატორი… თუმცა ჯერ ისეთი ვერაფერი გამიკეთებია, რომ ამეღორძინებინა ქართულენოვანი უბუნტუ… იმედია წელს უკეთესად მოვუვლი ამ საქმეს!
- გავარჩიე და მოვახდინე NSIS ჩაყენების პაკეტების ძრავის მორგება ქართულ ენაზე… ფაილები ამჟამად დაკარგულია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს მათი აღდგენისა… ვაპირებ წყაროს გახსნას! 😉
უუუღრმესი მადლობა გასულ წელს… დაე დამდგარმა 2012-მა უფრო მეტი წარმატება მოიტანოს! დიდი გეგმები მაქვს! 😉
AIMP3, Notepad++,7-zip,RedNoteBook,Gwibber-ამ პროგრამების თარგმანი სად ვნახო?
LikeLike
AIMP3, Gwibber, Notepad++ – ოფიციალურ საიტზე
RedNotebook, 7-zip ჯერ არ გამოსულა, უახლეს ვერსიასთან ერთად გამოვა 😉
LikeLike