ხშირად გავიწყდებათ თქვენი ახლობლების, ნათესავების, ან უარესი – სიდედრის, დაბადების დღეები?! არაუშავს! მხიარული რობოტი თქვენს მხარეზეა!
უბრალოდ ჩაუწერეთ მეხსიერებაში, ვინ როდის დაიბადა და ის დიდი სიამოვნებით შეგახსენებთ ამ სასიამოვნო დღის შესახებ! 🙂
ამისთვის არის რამდენიმე ძალიან მარტივი ნაბიჯი:
- შევდივართ Facebook-ში, განყოფილებაში “ღონისძიებები“;
- შევდივართ დაბადების დღეების გვედზე:
- გვერდის ძირში ვეძებთ წარწერას “Export Birthdays” ან “დაბადების დღეების გატანა”;
- ვაკოპირებთ ამომხტარ ფანჯარაში მყოფ ბმულს:
- შევდივართ ჩვენი Google ანგარიშის კალენდარში [ calendar.google.com ] ;
- გახსნილ ფანჯარაში ჩავსვათ პირწიგნაკიდან აღებულ ბმულს, ვაწვებით ღილაკს Add Calendar და ველოდებით; ცოტა ხანში გუგლის კალენდარი შემოიტანს თქვენი ყველა მეგო ბრის დაბადების დღეს.
- შემდეგი ნაბიჯები უნდა შესრულდეს თქვენს მოწყობილობაზე:
- დაამატეთ და დაასინქრონიზეთ თქვენი Google ანგარიში ანდროიდის Gmail პროგრამაში;
- შედით ანდროიდის კალენდარში -> მენიუ -> მეტი -> კალენდარები
- ჩამონათვალში იპოვეთ თქვენი Google ანგარიში. მიუთითეთ კალენდარს “Friends’ Birthdays” სინქრონიზების და გამოჩენის პარამეტრი.
ვუალა 🙂 ძალიან მარტივი (შემოვლითი) გზა გამოსადეგი ინფორმაციის ტელეფონ/ტაბლეტში ჩამოქაჩვისთვის! აღარასოდეს გამოტოვოთ თქვენი სიდედრის დაბადების დღე! 😉
Not bad not bad http://www.zerg.com.br/foruns/public/style_emoticons/default/NotBad.png
LikeLike