პროგრამის სტრუქტურა:ზოგადად, პროგრამას უნდა ჰქონდეს შემდეგი სტრუქტურა:
PROGRAM programis-saxeli IMPLICIT NONE [გამოცხადების ნაწილი] [შესრულების ნაწილი] [ქვეპროგრამების ნაწილი] END PROGRAM programis-saxeli
დამატებითი ცნობები: ფრჩხილებში მყოფი [ ] ჩანაწერები არააუცილებელია, ისინი უბრალოდ განიშნებენ პროგრამის ნაწილებზე. ჩანაწერი IMPLICIT NONE აუცილებელია. პროგრამა იწყება საკვანძო სიტყვით PROGRAM,
- რომლის შემდეგ იწერება პროგრამის სახელი,
- შემდეგ – ჩანაწერი IMPLICIT NONE,
- შემდეგ – ცვლადების და პარამეტრების გამოცხადების ჩანაწერები,
- შემდეგ – შესასრულებელი ნაწილი,
- შემდეგ – შიდა ქვეპროგრამების განყოფილება,
- ბოლოში – საკვანძო სიტყვა END PROGRAM და პროგრამის სახელი.
კოდის წაკითხვადობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება კომენტარები.
კომენტარები ფორტრანში
კომენტარები გამოიყენება სურვილისამებრ – წაკითხვადობის გასაუმჯობესებლად. კომენტართა სტრიქნები იქმნება შემდეგნაირად: ყველა სიმბოლო, რომელიც მოთავსებულია ძახილის ნიშნის ! შემდეგ (ტექსტური სტრიქონის გარდა) ითვლება კომენტარად და გამოიტოვება აწყობის(კომპილაციის) დროს.
PROGRAM TestComment1 .......... READ(*,*) Year ! Year cvladis amokitxva .......... Year = Year + 1 ! Year cvladi izrdeba 1-t .......... END PROGRAM TestComment1
შეიძლება მთელი სტრიქონი იყოს კომენტარი;
! es striqoni komentaria ! PROGRAM TestComment2 ......... ! es komentari motavsebulia shua programashi ......... END PROGRAM TestComment2
ცარიელი სტრიქნი ასევე ჩაითვლება კომენტარად.
PROGRAM TestComment3 .......... READ(*,*) Count ! zemota striqoni aseve komentaria WRITE(*,*) Count + 2 END PROGRAM TestComment3
ხაზების გაგრძელებადობა(გადატანა)
ფორტანში, თითოეული ჩანაწერი უნდა იყო გაკეთებული ახალ სტრიქონზე. თუ ის მეტისმეტად გრძელია და საჭიროებს გადატანას, მისი გაგრძელება შეიძლება შემდეგ სტრიქონზე ასეთნაირად:
- თუ ჩანაწერი დასრულდა ამპერსანდით &, მისი ამოკითხვა გაგრძელდება შემდეგი სტრიქონიდან.
- როგორც წესი, ამოკითხვა გრძელდება პირველი არა-კომენტარის სახის სტრიქონით. მაგ.:
A = 174.5 * Year & + Count / 100
არის იგივე რაც
A = 174.5 * Year + Count / 100
დაკკვირდით – ამპერსანდი & არ არის ჩანაწერის ნაწილი.
A = 174.5 * Year & ! this is a comment line + Count / 100
იქნება იგივე რაც ქვემოთმოცემული რადგან ამწყობი არ ითვალისწინებს კომენტარს:
A = 174.5 * Year + Count / 100
- თუ გამგრძელებელი სტრიქონის პირველი არაცარიელი სიმბოლო არის &, მაშინ ის ემატება პირველ სტრიქონს. დააკვიდით მაგალითს::
A = 174.5 + ThisIsALong& &VariableName * 123.45
ქვემოთმოცემულის ექვივალენტია:
A = 174.5 + ThisIsALongVariableName * 123.45
შენიშვნა: ThisIsALongVariableName – არის ცვლადის ძალიან გრძელი სახელი. აქ მოყვანილია მისი გადატანის წესი. ამ შემთხვევაში პირველი სტრიქონის ბოლო სიმბოლოსა და &-ს შორის არ უნდა იყოს სიცარილე. მაგალითად:
A = 174.5 + ThisIsALong & &VariableName * 123.45
ქვემოთმოცემულის ტოლია:
A = 174.5 + ThisIsALong VariableName * 123.45
გაითვალიწინეთ, რომ ბოლო ჩანაწერის გამოყენება არასასურველია.