მე მივდივარ არჩევნებზე!


2012 წლის პირველი ოქტომბერი… ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშნვნელოვანი თარიღი: ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ამ დღეს ხალხი ირჩევს სახელმწიფოს მომავალის კურსს, აჩვენებს რა სტკივა და რა სჭირდება.

რა არის არჩევნები??
არჩევნები ეს არის შესაძლებლობა, მოქალაქემ დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური მოსაზრება და წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს განვითარებაში.  ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს კი ნიშნავს ხალხის ძალაუფლებას.  მოქალაქეები სახელწიფოს მიმართ არ არიან ვალდებულნი მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, თუმცა არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამ – ზნეობრივი მოვალეობა თანამოქალაქეების, ოჯახის და საკუთარი თავის მიმართ. ჩვენ არ ვართ ბავშვები რათა ტკბილეულის გამო მივიდეთ ან არ მივიდეთ არჩევნებზე. ჩვენი ვალდებულებაა შევიგრძნოთ მოვალეობა ერის წინაშე და ყოველგვარი მატერიალური გამორჩენის გარეშე მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი მომავლის არჩევაში.

არსებობს რამდენიმე მაგრამ…
ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ქვეყანაში არის გარკვეული პრობლემები არჩევნებთან დაკავშირებით:

ხშირად მოქალაქეების ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი არჩევნების გამჭვირვალობის და სამართლიანობის მიმართ. შეიძლება ეს უფრო მოვალეობისაგან თავის აცილება იყოს, ვიდრე უნდობლობა. თუმცა ძველი შემორჩენილი შეხედულებით ზოგიერთი ამომრჩეველი ფირქრობს რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება და მათ მისვლას აზრი არ აქვთ. სიტუაცია წარსულისგან განსხვავებით საგრძნობლად შეიცვალა, თუმცა სრული ინფორმაცია მაინც არ მიდის მოსახლეობამდე. სიტყვები “არჩევნები ამჯერად ჩატარდება სამართლიანად” ბევრისთვის გაცვეთილი და არაფრის მთქმელი სიტყვებია. აუცილებელია საარჩევნო კომისიის მიერ მოხდეს მოქალაქეთა ინფორმირება ხმის დაცვის მექანიზმებზე, არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე, და კომისიის სანდოობაზე, რათა მოქალაქეებმა კვლავ ირწმუნონ სამართლიანი არჩევნების. თუნდაც სატელევიზიო გადაცემებში უნდა იყოს ნაჩვენები რომ ადამიანის ხმის ანონიმურობა ნამდვილად დაცულია და გაყალბება თეორიულადაც შეუძლებელია.

მოპოვებული ნდობა საფუძვლად დაედება წარმატებულ არჩევნებს.

მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი აპოლიტიკურია და არ გააჩნია მოსაზრება პოლიტიკური ფიგურების შესახებ. ის ფაკტი, რომ ადამიანი პოლიტიკაში გარკვეული არ არის საკითხში არ ათავისუფლებს მას საზოგადოებრივი მოვალეობისაგან. თუ კი მოქალაქე არ ემხრობა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, მას თავისუფლად შეუძლია გააბათილოს თავისი ხმა.

ზოგადად კი, ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს უნდა შეეძლოს ჩამოაყალიბოს თავისი აზრი ნებისმიერ პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებით. ამასთან, უნდა არსებობდეს ტელე-გადაცემები სადაც მოხდება ყველა პარტიისა და კანდიდატების საარჩევნო გეგმის მიუკერძოებულად განხილვა.

ეს საჭიროა, რადგან ხშირად ხალხისთვის გაუგებარია კანდიდატების სრული პროგრამა.

ბევრი ადამიანი პასიურობს იმის გამო, რომ თვლის თავის ხმას მეორეხარისხოვან ფაკტორად. ეს არ არის მართალი. მნიშვნელოვანია თითოეული ხმა და მოსაზრება. მხოლოდ ასე შეიძლება სახელმწიფომ იაროს სწორი კურსით. იმისთვის, რომ მოქალაქეებში გაიღვიძოს ამ გრძნობამ, საჭიროა ხორციელდებოდეს სოციალური რეკლამა ამის შესახებ.

მივდივართ არჩევნებზე?
რაღა თქმა უნდა – კი!

შეიძლება საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ადამიანმა განიცადოს სხვადასხვაგვარი ზეწოლა: მეგობრებისგან, თანამშრომლებისგან, ოჯახისგან. ეს არის სტრესის გამომწვევი და ზოგჯერ ცხარე კამათისაც კი. ზეწოლას მნიშვნელობა არ აქვს.

საბოლოო ჯამში ადამიანი კენჭისყრის კაბინაში არის მარტო თავის არჩევანის წინაშე. არჩევნები არის ფარული და სამართლიანი. თითოეულ მოქალაქეს უნდა სჯეროდეს საკუთარი ხმის ძალის და გადაწყვეტილების.

* * *

მინდა დავასრულო ერთი ციტატით, რომელსაც ერთხელ წავაწყდი ინტერნეტში. ის მე ძალიან მომწონს და ჩემი აზრით კარგად ახასიათებს ჩვენი ცხოვრების იმ მოვლენას, რასაც ჰქვია არჩევნები:

არჩევნები არის სარკე, რომელშიც კარგად ჩანს ხალხის აზრი, მისი გასაჭირი, რომელ გზას და როგორ მომავალს ირჩევს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s