Firefox Sync. უბრალოდ არ ვარგა.


არა, მე არ ვამბობ რომ ის უსარგებლოა. პირიქით – ინფორმაციის სინქრონიზება ყველა ჩემი მოწყობილობის შორის ძალზედ ხელსაყრელია! სანიშნეები, პაროლები, ისტორია, დანამატები და დაფებიც კი ყველგან ერთია! 🙂

ამ მომსახურების უდიდეს უპირატესობაში მდებარეობს მისი ყველა დიდი სისუსტე: ინფორმაცია იმდენად დაცულია, რომ ხშირად თვითონ მომხმარებელსაც კი უჭირს თავის სანიშნეებთან წვდომა!

გეტყვით მარტივად [არც ისე]:

ვთქვათ, მე შევქმენი Sync-ის ანგარიში და ჩემი სახლის ბრაუზერი ავტომატურად იმახსოვრებს ჩემს ინფორმაციას. იმისათვის, რომ მე დავამატო სამსახურის კომპიუტერი მე უნდა:

  1. მივიდე სამსახურში და ჩავიწერო 12-ნიშნა სპეციალური Sync კოდი
  2. ეს კოდი წავიღო სახლში და შევიყვანო “სანდო კომპიუტერზე”

ეს კი არაფერი, იტყვით, მაგრამ თუ ბევრი მოწყობილობა გაქვთ? თავის ტკივილია!

კიდევ პრობლემა:

სამსახურის კომპზე წვდომა არ მაქვს. სახლში ცეცხლაკუდა დაიკიდა და დამიზიანა პროფილი. ჩემი სახლის კომპი უკვე აღარაა სანდო.

როგორ დავამატო, რა ვქნა? – თურმე უნდა მოვითხოვო დამატებითი კოდი (32-ნიშნა??), რომელსაც გამოვიყენებ ჩემი სახლის მანქანის სანდო სტატუსში აღსადგენად უნდა გამოვიყენო ის და მერე ხელახლა ჩავამატო ორივე დანარჩენი მოწყობილობა: სამსახურის მანქანა და ტელეფონი.

რისთვის, მაინტერესებს, რის-თვის?!

რა ვქნა რომ ჩემს ყველა მოწყობილობას რამე დაემართოს? წტფ, მერამდენე დღეა ვიტანჯები.

რატომაა, რომ ქრომში ყველაფერი უბრალოდ მუშაობს?!?!

კიდევ ერთი გაღიზიანებული მომხმარებლის ციტატას მოვიყვან და დავიწყნარებ ნერვებს:

ჩემი სანიშნეები უფრო დაცულია ვიდრე ჩემი საბანკო მონაცემები

აუცილებლად გადავალ ოპერაზე და ვცდი მის მომსახურებას.

ვინმეს გიცდიათ Firefox Sync? მოგეწონათ? რა მოგეწონათ, რატომ?

ჩასწორება 26.სექ.2012: სანდო მანქანიდან უნდა ავიღოთ Recovery Key  და მინი მეშვეობით დავამატოთ ყველა დანარჩენი. რთული კი არ არის, მაგრამ: თუ კი სანდო მანქანა აღარ დაგრჩათ, ყველა მონაცემი იშლება… აღდგენის შანსი რაგინდ მცირე რიცხვია.

Advertisements

One thought on “Firefox Sync. უბრალოდ არ ვარგა.”

  1. კი,მიცდია ეგ საშინელება:P ერთ დროს მარტო მოზილას მომხმარებელი ვიყავი და ზუსტად მასეთი ზედმეტად დაცულობების გამო გადავედი ქრომზე. სინხრონიზაცია ძალიან მოხერხებული და საჭირო რამეა, მგონი ამაზე ორი აზრი არაა. ქრომში ის უპრობლემოდ მუშაობს. ოპერაში საქმე კიდე უფრო მარტივადაა, ვიდრე ქრომში, მაგრამ რამდენად დაცულად არ ვიცი. თუმცა ოპერას ვერ ვხმარობ ძირითად ბრაუზერად, რადგან ქრომს ძალიან მივეჩვიე:)))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s