პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი 1-ლი


სტივ რამბამის (Steve Rambam) გამოსვლა კონფერენციაზე HOPE (Hackers of Planet Earth). მოხსენება ძალიან გრძელია, თუმცა უზომოდ საინტერესო. გირჩევთ დაისხათ ყავა და მოიმარაგოთ სიგარეტი. წინ ბევრი საინტერესო გელით! 😉 გაითვალისწინეთ, რომ თარგმანი საკმაოდ თავისუფალია

მას მიუღია მონაწილეობა ყველა HOPE-ში 1994 წლიდან. ის არის კერძო გამომძიებელი და ყველა მისი მოხსენება საინტერესოა. მას დიდი გამოცდილება აქვს, ნაცისტი კანონდამრღვევების დაკავება აშშ და კანადაში მათ შორის ერთ-ერთია. მაშასადამე, მოვისმინოთ რაც აქვს სათქმელი:

“ანონიმურობა არ არსებობს, შეიგნეთ!” ნებისმიერი საწყისი წერტილიდან წამოსული, შესაძლოა ადამიანზე სრული დოსიეს შედგენა. არ აქვს მნიშვნელობა საწყისი წერტილი რა იქნება: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, დაზღვევის ნომერი, MAC-მისამართი, ელფოსტა თუ ავტომობილის ნომერი. ამ მონაცემების მეშვეობით შესაძლოა ისწავლოთ ყველაფერი ადამიანის შესახებ.

ხანდახან გიწევთ მწირი ცნობების მოძიება და დაგროვება, ხოლო ხანდახან კი ყველაფერს ერთიანად მიიღებთ. სანამ გავაგრძელებთ, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩემს მოხსენებაში ინფორმაციის ყველა წყარო არის ან ღია ან ნახევრად-ღია. ნახევრად-ღიაში იგულისხმება კერძო გამომძიებლებისთვის ან უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი წყაროები (და არა მალული სახელმწიფო წყაროები).

ჩვენ არ განვიხილავთ FINSEN, NCIC და სხვა სახელმწიფო ბაზებს, ან სხვა წყაროებს, რომლებიც განისაზღვრება როგორც დაცული  და მალული ინფორმაცია. ჩვენ განვიხილავთ იმას, რაც ძალზედ მარტივად მოიპოვება ამ ოთახში მყოფ ნებისმიერ ადამიანზე.

უმეტეს წილად, განვიხილავთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ თვითონ გასცემთ. დღესდღეისობით ხელმისაწვდომი მონაცემთა უმეტესობა გაცემულის თქვენს მიერ, განზრახ თუ ქვეცნობიერად. თქვენ გაეცით ეს ცნობები – სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, სურათი, პირადი ნომერი. ადრე ეს მონაცემები იყო გამოძიების საძირკველი.

როცა ჯერ კიდევ ვიწყები, ახალგაზრდა გამომძიებლად, მე მიხდიდნენ $500-დან $1000-დე ეჭვმიტანილის სურათის მოპოვებისათვის. ეს კი გამოიყენებოდა პირადობის დასადგენად. დღეს კი, ამისთვის მხოლოდ გუგლია საჭირო. ცნობები იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკური მოსაზრების თუ სქესობრივი ორიენტაციის ხართ, ფინანსური ცნობები, საქმიანობა, საკმიანი კავშირები, მეგობრები, ოჯახი… ყოველივე ეს ღიად არის ხელმისაწვდომი.

როცა ვიწყებდი, 25 წლის წინ, ეს იყო კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის მოსაპოვებლად იყვანდნენ გამომძიებლებს. ეს ასე იყო. დღევანდელი მოხსენების უდიდესი ნაწილი ეძღვნება იმას, თუ რა შეიცვალა. არა მხოლოდ იმისი მერე, რაც პირველად გამოვედი ამ კონფერენციაზე, არამაედ ბოლო ორი წლის განმავლობაში.

მაგალითად, ვიღაცა მაძლევს ტელეფონის ნომერს, მე კი, როგორც გამომძიებელი, მის მეშვეობით მოვიპოვებ სახელსა და გვარს, მისამართს. ყველამ ვიცით ეს როგორ ხდება. შემდეგ, სახელი, გვარისა და მისამართის მეშვეობით ვგებულობ ადამიანის დაბადების თარიღს და სოციალური დაზღვევის ნომერს. მერე კი, მოპოვებული მონაცემების მეშვეობით, მივიღებ სანათესაო კავშირებს, მუშაობის ადგილს, საქმიანობას, უძრავ ქონებას, ოჯახური მდოგმარეობის ისტორიას, ყველაფერ სახალხოს, კრიმინალურს და სხვა ღია თუ ნახევრად-ღია ჩანაწერებს ადამიანის შესახებ. საავტომობილო ნომრები, გადაადგილების საშუალებები და ასე შემდგომ.

ყოველივე ეს – მონაცემების ერთადერთი საწყისი წერტილიდან გამომდინარეობს. არ არის აუცილებელი ეს ტელეფონი იყოს, შესაძლოა ელფოსტა, თუ ცხოვრების მისამართი, სახელი და დაბადების თარიღი.

ეს ასე იყო. ძაფს ერთ ბოლოში მოკიდებდით ხელს და მიყვებოდით. შედეგად მიიღებოდა ადამიანზე სრული დოსიე. სხვათაშორის, გაცილებით მეტი მონაცემის მოპოვება შეიძლება, უბრალოდ სლაიდზე ადგილი გამითავდა.

დღესდღეისობით, გამოძიების ასე წაყვანა არ არის აუცილებელი. დღეს თქვენ, თუ გაქვთ სატელეფონო ნომერი, შეიყვანთ მას მონაცემთა ბაზაში და წამიერად მიიღებთ სრულ ანგარიშს ადამიანის შესახებ. საკმარისია შევიყანო თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩემ თვალწინ დავინახავ თქვენ სახელსა და გვარს, მისამართს, სოციალური დაზღვევის ნომერს, დაბადების თარიღს, სააბტომობილო ნომერს, გადაადგილების საშუალებებს, ნათესაობრივ კავშირებს, სად ხართ/იყავით ჩაწერილი, სამსახურების ისტორიას და ა.შ.

აღარ არის საჭირო სალათის ხელით მომზადება. ყველაფერი უკვე დაკავშირებული და თავმოყრილია ერთად. ყველაფერი მზადაა.

განვიხილოთ რა შეიცვალა ბოლო რამდენიმე წელიწადს. სლაიდზე დაინახავთ თუ რა შეიცვალა ბოლო 10 წელიწადში. განვიხილოთ რა შეიცვალა ბოლო HOPE-დან.

პირველი – გამოთვლის სიჩქარე და პროგრამული უზრუნველყოფის სირთულე. როდესაც ვიწყებდი, მე მქონდა მაკი 25k ფლოპი დისკით.  უნდა ჩამედო პროგრამიანი დისკეტა, ჩამეტვირთა ის, ამომეღო. მერე ჩამედო მონაცემებიანი დისკეტა, შემენახა ისინი. ახლა კი ყველა აქვს ოთხ- და რვა-ბირთვიანი კომპიუტერები. სიჩქარე, (დისკების) ტევადობები უბრალოდ დაუჯერებელია. ახლა ვიყენებ მეტ ოპერატიულ მეხსიერებას ვიდრე ახლო წარსულში მქონდა ადგილი ხისტ დისკზე.

ჩემთვის სასიამოვნოა დავინახო ჩემი ტოლო ადამიანები წინა რიგებში. ხანდახან, როდესაც ამას ვამბობ სემინარებზე ახალბედა გამომძიებლები და ფედერალური აგენტებისათვის, ჩვეულებრივ 20 წლის ახალგაზრდები არიან, ბევრს ეჩვენება რომ მე ვყვები ქვის ხანის შესახებ. დისკების ტევადიბები და დამუშავებული ინფორმაციის ზომები იზრდება ექსპონენციალურად. ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო ინახავს აშშ-ს საზღვრების გადაკვეთის ისტორიას 75 წლის განმავლობაში. ისინი არაფერს წაშლიან, არასოდეს.

ყველანაირი ინფორმაცია არის ციფრულ ფორმაში მისი გაჩენისთანავე, სისტემაში ჩამატებისთანავე. თქვენი სამედიცინო ჩანაწერები შეიყვანება მედდას მიერ მის კომპიუტერში. როდესაც სადმე მიდიხართ, უკვე აღარ იყენებთ ქაღალდის ბილეთებს. საბანკო მოქმედებების ისტორია მყისიერად ხელმისაწვდომია. შემიძლია წარმოგიდგინოთ ანგარიში ტელეფონით, შევიდე ბანკის მართვაში და 30 წამში ფული ჩემთან იქნება. ყველაფერი გახდა მომენტალური და ციფრული, ყველაფერი ინახება მონაცემთა ბაზაში მონაცემის გაჩენისთანავე.

აღარ იხარჯება დრო კლავიატურით აკრეფაზე, დალაგებაზე, ან ამაში ფულის ჩადებაზე – როგორ ნახავთ, ყოველივე ეს ფულის საკითხია. ინფორმაცია თქვენს შესახებ, თავიდან ბოლომდე, ჩაიწერება მონაცემთა ბაზაში.

ძველი ქაღალდები კომპიუტერში შეიყვანება და მუშავდება ოპტიკური ამომცნობი პროგრამებით გიჟური სიჩქარით. Google წიგნები, გაზეთები, 20-30-40-50-70-100 წლის წინანდელი დოკუმენტები მუშავდება ზესწრაფი ფურცლიანი სკანერებით. ერთი წიგნის საკმაოდ ზუსტად დასკანირებისთვის საჭიროა სულ რაღაც ერთი საათი.

წაიკითხე ნაწილი 2 >>>

Advertisements

2 thoughts on “პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი 1-ლი”

    1. რათქმაუნდა 🙂 არც მწერალი ვარ და არც ლიტერატურულად თარგმნა ვიცი. შევეცადე გადმომეცა არსი, ხომ ხვდები 😉

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s