პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი მე-2: ტელეფონები


ბევრს ვისაუბრებ ტელეფონების შესახებ. მობილური ტელეფონი არის ერთ-ერთი იმ სამი ფაკტორისაგან, რომლებმაც შეცვალეს თამაშის წესები. დღეს ყველას აქვს მობილური ტელეფონი, უმეტესობას კი – “სმარტფონები”. ზუსტად იმის გამო, რომ თქვენ იყენებთ მათ, ყველგან თან დაგაქვთ და არ (ან ვერ) თიშავთ მათ, მე ვიცი  თქვენს შესახებ ყველაფერი რაც კი შეიძლება. ამაზე დაწვრილებით მოგიყვებით.

დიახ, მობილურმა ტელეფონებმა შეცვალეს თამაშის წესები. ინფორმაციის ერთმანეთში დაკავშირება, სახელების თარგმნა, მსგავსებების პოვნა, ხელოვნური ინტელექტი. ეს აღარ არის უბრალოდ “მისამართების მონაცემთა ბაზა” ან “დარეკილი ზარების ისტორია”, “საყიდლების ისტორია” – ახლა ყველა ეს მონაცემი ერთმანეთს უკავშირდება ყველანაირი გზით. მე რომ შევიყვანო თქვენი ტელეფონის ნომერი, მყისვე მივიღებ თქვენი საბანკო მოქმედებების ჩამონათვალს ბოლო თვის განმავლობაში.

რომ შევიყვანო თქვენი ტელეფონის ნომერი, მის მეშვეობით მივიღებ მონაცემებს თქვენი ყველა ელფოსტის შესახებ. ეს წარმოუდგენელია. ერთი წლის წინ ამაზე არც კი ოცნებობდნენ! თქვენი ელფოსტის შეყვანით მივიღებ თქვენს სახელსა და გვარს, სახლის მისამართს, ტელეფონის ნომერს და საერთოდ – ყველაფერს.

ცოტათი გადავუხვევ. წინა წელს, წარდგენის შემდეგ ჩვენ ცოტა ვიმსჯელეთ, რითაც საქმე გავუფუჭეთ შემდეგ მომხსენებელს – მას ერთი საათისაგან მხოლოდ 5 წუთი დარჩა. დღეს, იმედი მაქვს, დროულად მოვრჩებით. უფრო მეტიც – ჩვენ მომზადებული გვაქვს მაგიდა, რომელთანაც ჩვენ არა მარტო ვუპასუხებთ ყველა თქვენს შეკითხვას, არამედ მოგცემთ საშუალებას ითამაშოთ ჩვენი მონაცემთა ბაზით.

დიახ! მისმინეთ, არაერთხელ ვიტყვი ამას – მე ვარ გახსნილობის დიდი მომხრე, მე ვემხრობი PI FOIA-ს (აქტი პირადული ინფორმაციის გავრცელების შესახებ). არც ვმალავ იმას, რითაც ვარ დაკავებული, არ მრცხვენია. ვფიქრობ, რომ ვხდი სამყაროს უკეთესს და უფრო სამართლიანს. მე ვიცი, ეს ბიჭებიც ასე ფირობენ; ისინი საკეტებში არ იჭვრიტებიან, როგორც კინოში მოგვაჩვენებენ. მე მინდა იცოდეთ და გესმოდეთ თუ როგორ ვმუშაობთ.

დავუბრუნდეთ კავშირის და ქსელების ერთმანეთში დაკავშრება და მონაცემების დამუშავებას. მოვიყვან ცოტათ სასაცილო მაგალითს.

სახელით “COMPSTAT ლოთებისთვის” (COMPuter STATistics) ვაშინგტონში არის საიტი http://www.outsideindc.com/stumblesafely (“ილოთავე უსაფრთხოდ”, დღეს ეს საიტი აღარ მოქმედებს). მასტმა აიღო ბოლო რამდენიმე წლის კრიმინალური სტატისტიკა ქალაქის ცენტრში მყოფი ბარების შესახებ და ერთმანეთს დაუკავშირა ეს მონაცემები. ამ გვერდის დამზადებას მოუნდა ერთი საღამო. აირჩიეთ ბარი და დაინახავთ, რამდენი გაძარცვა და ქურდობა, სროლის შემთხვევა განვითარდა მის გარშემო ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში. ამასთან, მიხვდებით არის თუ არა მაგ ბარში ლოთაობა უსაფრთხო. *სიცილი*

ჩემთვის, ეს უბრალოდ გასართობი საიტია stumblesafely.com, თუმცა ერთი რამ საინტერესოა: 10, 5, 3 წლის წინ ასეთი პროექტი მოითხოვდა კარგად მომზადებულ პროგრამისტს, ძვირადღირებულ დამუშვებას და მონაცემების შენახვას. ახლა კი ამის გაკეთბა შეუძლია გაწვრთნილ მაიმუნს. მე ზუსტად ვიცი, ესენი ხომ ჩემთან მუშობენ. კარგი ხო, ვხუმრობ.

კიდევ რა შეიცვალა: GPS და თქვენზე თვალყურის დევნის საშუალებები. თქვენი ტელეფონი თქვენზედ მიკრულია 24/7, რადგან კი ის თქვენთან ერთადაა, მე ვიცი თქვენ სად იმყოფებით. ამას შემდეგში დავუბრუნდები.

GPS, Skyhook. ხალხი GPS-ანი ტელეფონებით, Google-ის თანამშრომლები გადაადგილდებიან ქვეყანაში და იწერენ ჩრდილოეთ ამერიკის ყველა WI-FI ქსელის კოორდინატებს. ყველა რაუტერი!

თამაშის წესები შეცვალეს ახალმა შესაძლებლობემა: ძიება, ინდექსირება, თარგმნა, საუბრის ამოცნობა, ვიდეოზე ტექსტის ამოცნობა(გაჩვენებთ) მეც კი მაშინებს… ინტელექტუალური კამერები ციფრების, სიმბოლოებისა და სახეების ამომცნობი ბლოკებით, რომლებიც დაკავშირებულია მაღალსიჩქარიან მონაცემთა ბაზებზე.

დღეს გავიგე საუბრები მიახლოებით შემდეგი ხასიათის: “რა სისულელეა, თავისუფლად მოვატყუებ სახეების ამომცნობ პროგრამას! ასე შეიძლება, ისე შეიძლება…”. არა, ეს შეუძლებელია. შეუძლებელია-მეთქი! შეუძლებელია და მორჩა. შემიძლია დაგიმტკიცოთ ეგ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მომხსენებელს, რომელიც საუბრობდა სახეების ამომცნობი პროგრამების შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება თავი აიცილოთ მონაცემთა ბაზაში მოხდენისაგან, მაგრამ ეს შეუძლებელია. არანაირად. მე მიმყავს გამოძიებები, ეს ჩემი პურია 25 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრს ვმუშაობ პოლიცია და “ორგანოებთან”, და ჩემთან ერთად  წამოვიყვანე რამოდენიმე პოლიციელი და სპეციალური აგენტი. შეგიძლიათ ჩვენგან წვრილმანების გარკვევა სცადოთ: არაფერი გამოგივათ.

კიდევ ერთ რამ: რეკლამა, აბსურდამდე გამიზნული. აი, რისთვის კეთდება ყოველივე ეს: დიდი ძმა კი არ გითვალთვალებთ, ხალხო, უბრალოდ ვიღაცას უნდა თქვენ რაღაცა მოგყიდოს. ყველაფერი ფულის გამო ხდება. თქვენი ღირსების შელახვის თუ გაუბეფურობის მცდელობა კი არ არის. ეს კაპიტალიზმის მამოძრავებელი ძალაა, მეტი კი არაფერი. მათ უნდათ თქვენ რაღაც მოგყიდონ! მათ სურთ თქვენს შესახებ ყველაფერი იცოდნენ, რათა უკეთესად მოგყიდონ ეს რაღაც.

საბოლოო ჯამში, თითოეული თქვენთაგანი ციფრულად გადის პროქტოლოგის შემოწმებას *სიცილი*. ეს გარდაუვალია. ეს ბოროტების გამო არ ხდება. უბრალოდ რაღაცის გაყიდვა სურთ. ამიტომაც უნდათ იცოდნენ თუ სად იყურებით, რას აქცევთ ყურადღებას. მათ სურთ დაეუფლონ თქვენს თვალებს.

ვისაუბროთ შევსებული სინამდვილის შესახებ. ცოტა ნამდვილი შევსებულ სინამდვილეზე, ცოტა ისეთი რაღაცაების შესახებ, როგორიცაა Google Goggles. არ ვიცი, რამდენმა იცით ეს პროგრამა. ყველას სურს დაინახოს ის, რასაც ხედავს თქვენი ტელეფონი. ამიტომაც ისინი ხელს უწყობენ ხალხს გამოიყენოს პროგრამა შტრიხ-კოდების სკანირებისთვის, სხვადასხვა გამოსახულებების ამოსაცნობად და შევსებული რეალობისთვის.

მათ სურთ იცოდნენ, რომ თქვენ იმყოფებით ნიუ-იორკში, Empire State Building-ში, არა მხოლოდ ტექსტის ამოცნობის მეშვეობით, ნაყიდი ნივთებით, ან ბილეთის ტელეფონიდან ყიდვით, არამედ იმისგანაც, თუ რა შენობას გადაუღეთ სურათი და გამოიყენეთ შევსებული სინამდვილე მის ამოსაცნობად. კიდევ ერთხელ – ყოველივე ეს კეთდება ფულის გამო.

– – –

<<< წაიკითხე ნაწილი 1

>>> წაიკითხე ნაწილი 3

წყარო: http://finalnews.ru/kiberbezopasnost/chastnoy-zhizni-bolshe-net.html

Advertisements

2 thoughts on “პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი მე-2: ტელეფონები”

  1. ჰეჰე, მჟავააა 😀
    ვკითხულობ ამ პოსტებს და ეს მახსენდება

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s