პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი მე-3: მონაცემთა შენახვა


ვიღაცამ გამომიგზავნა ეს რეკლამა რამოდენიმე თვის წინ. *სიცილი* ეს ნამდვილი რეკლამაა. არ ვიცი, ყველა ხედავს თუ არა – ეს არის $3400-ნი ხისტი დისკი ტევადობით 10Mb. დიახ, მე მაგ დროსაც ვცხოვრებდი, ბიჭებო. ახლა კი რა ხდება? სიცოცხლის უმცირეს ფორმასთან მივდივარ – ტექნიკის გამყიდველთან Staples-ში (Go! Electronics-ის ანალოგი აშშ-ში), და ვამბობ – “მომეცით მოცულობით ყველაზე დიდი ხისტი დისკი”. ცოტა ხანში გამოვდივარ, $160-იანი 2TB ხისტი დისკით ხელში.

მინდა გითხრათ, როცა მე ვიწყებდი გამომძიებლად მუშაობას, მთელს ქვეყანაში არ არსებობდა 2TB მოცულობის მონაცემები. ეს ფაკტია. ასეთი იყო სინამდვილე, როცა ვიწყებდი და ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილის განმავლობაში.

მთავარი რამ შეიცვალა: აღარაფერი იშლება, არაფერი ბარდება წარსულს. ყველაფერი, რაც გიკეთებიათ ცხოვრების განმავლობაში, ყოველა სულელური ფოტოსურათი, ყოველა ბრაზიანი მტროლავი ბლოგის ჩანაწერი, ყოველა დაუფიქრებლად დაწერილი SMS შეტყობინება, ყველაფერი სამუდამოდ შენახულია. სამუდამოდ!

ყველაფერი ინახება და არა უბრალოდ ინახება. ის მუშავდება, ინდექსდება და სამუდამოდ უკავშირდება თქვენს სახელს. არ გჯერათ? მოგვიანებით მოდით ჩემს მაგიდასთან და გაჩვენებთ.

რომ იცოდეთ, არა მხოლოდ ხელისუფლება გადევნებთ თვალყურს. ყველამ იცის რომ archive.org, waybackmachine, Google Cache, და საერთო ყველას მისწრაფება ყველანაირი მონაცემების შენახვისადმი. უპირველეს ყოვლისა, მათ ამას აკეთებენ იმის გამო, რომ არ იციან თუ რა დასჭირდებათ ერთი წლის შემდეგ. თან ეს დიდ ადგილს კი არ იკავებს – ყველაფერი ხისტ დისკებზე რჩება, ყოველ თვეს, ან კვირას, ან საათს ავტომატური საძიებო სისტემა განიხილავს და ამუშავებს თითოულ დასაწვავ ჩანაწერს.

ეს archive.org არის ანალოგიური სისტემა, სადაც უნდა შეხვიდეთ სადღაც და რაღაცას დააჭიროთ. დამიჯერეთ, ამ ქვეყანაზე ყველაფერი კარგად ინახება. თქვენ რომ მომცეთ თქვენი სოციალური დაზღვევის ნომერი, მე დაგიბრუნებთ მისამართთა სიას, სადაც თქვენ ცხოვრობდით უკანასკნელი 42 წლის განმავლობაში. მომეცით ნებისმიერი ტელეფონის ნომერი და არქივში გიპოვით ამ ნომრის ბოლო 45 წლის ყველა მფლობელს.

ეს გამოდგება როცა ვიძიებ რაიმე ძველ საქმეს და მჭირდება ვიცოდე თუ ვისი იყო რაიმე ნომერი 20 წლის წინ. მე მინდა ვიცოდემ თუ ვინ ცხოვრობდა რაიმე შენობაში 30 წლის წინად. ეს გამოსადეგია და, როგორც ყოველთვის, ფული ღირს. მე მჭირდება ეს მონაცემები, რადგან მოვიხმარო ის სამსახურისთვის. ან შემიძლია მივყიდო მონაცემები სხვა გამომძიებლებს, ან სამართალდამცველებს: მონაცემები ფულის ღირს. თუ გამითავდა თავისუფალი სივრცე, უბრალოდ წავალ მაღაზიაში და ვიყიდი კიდევ ერთ 2TB დისკს. რატომ გადავყარო რამე?

ხომ, აშშ-ს ხელისუფლება დაგვიანებით მოვიდა მონაცემთა შენახვის ბაზარზე და ამიტომაც აყრის ყველას სახელისუფლებო მოთხოვნებს. მაგალითისთვის, ხელისუფლებას შეუძლია მიმართოს archive.org-ს: “ჩვენ გვჭირდება ყველანაირი მონაცემები ამ ადამიანის შესახებ”. ყველას ეს ესმის. დიახ, პრეზიდენტსაც.

“თქვენი ყველა ქცევა ამოტივტივდება და განიხილება ცხოვრების რომელიმე მომენტში” (Facebook-ის შესახებ). ეს ფაკტია. ვერაფერს დამალავთ.

და კიდევ, ყველაზე დიდი ცვლილება.

ამ მოხსენების უმთავრესი მიზანია გითხრათ რომ კონფიდენციალობა აღარ არსებობს! აღარ არის სირცხვილი, აღარ არის ანონიმურობის საჭიროება – ამ ოთახში მყოფი და ყველა დანარჩენი ადამიანი დედამიწაზე აქვეყნებს ინტერნეტში ყველაფერს. აქვეყნებთ თქვენს სახელსა და გვარს, მისამართს, ტელეფონს, რა სკოლა დაამთავრეთ, სად მუშაობთ, ვინ არიან თქვენი მეგობრები, რა სქესობრივი ორიენტაციის ხართ, გუშინ ღამე სად იყავი, წინა კვირას რას აკეთებდით და ა.შ. ეს მონაცემები იმაზე გაცილებით მეტია ინტერნეტში ვიდრე საჭიროა. ამ ყველაფერს თქვენი ხელით ქსელში აქვეყნებთ.

იცით, თავს შიზოფრენიკად ვგრძნობ ყოველთვის, როცა წარმოვიდგენ სრულ სურათს იმისა, რის შესახებაც ვყვები. ბევრი თქვენგანი ჩემი მეგობარია, დანარჩენის უმეტესობა – კოლეგა. ზოგიერთი კი… არც კი მინდა ვიკითხო… *სიცილი* რაც არ უნდა იყოს, თქვენს შორის უმეტესობა ჩემი მეგობარი და კოლეგაა, რომლებსაც ვიცნობ არა ერთი წელია. ამ დარბაზში მყოფი ადამიანების 20% საკმაოდ კარგად ვიცნობ. ამიტომ, როგორც მეგობარი, მინდა გკითხოთ: “საერთოდ, რას ფიქრობთ?!”

სხვა მხრივ, როგორც გამომძიებელი, უნდა გითხრათ: “მადლობა, მაგარია!”. არა, მართლა, მე დიდი მადლობელი ვარ. თქვენ იმდენად ამარტივებთ ჩემს სამსახურს, რომ შემიძლია სახლიდან გაუსვლელად, ღამის 2 საათზე ტრუსებით ვიჯდე და შევისწავლო: სად ცხოვრობდით, სად მუშაობდით, დავათვალერო თქვენი სურათები, გავეცნო ვინ არის თქვენი შეყვარებული, ვინ არის ცოლი, *სიცილი* და ა.შ. მართლა, დიდი მადლობა! მაგრამ ყველანი ბრიყვები ხართ. შეჩერდით.

ცხოვრებისეული მაგალითი. მომყვას ყოველთვის, როცა ვსაუბრობ ამ თემაზე. არის ასთი ბიჭი, სახელი jsav. ხო, თუ უყურებთ წინა კონფერენციების ვიდეო ჩანაწერებს, დაინახავთ რომ ჩვენ ხშირად ვხედავთ პრობლემებს მანამ, სანამ საზოგადოება მას განისაზრავს. ჩვენ ვსაუბრობდით Twitter-ის შესახებ ჯერ კიდევ 4 წლის წინ. ახლა კი Twitter აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება. თითოეული ტვიტი გადაეცემა კონგრესის ბიბლიოთეკაში. თქვენ გეგონათ, რომ თქვენი ნატვიტარი გაქრა?? ა-რა!

შემიძლია გითხრათ, რომ როცა ვიძიებ საქმეს, კონგრესის ბიბლიოთეკაშ ვაგზავნი მოთხოვნას ეჭვმიტანილის ყველა ტვიტზე. ნებისმიერ დროს გაგზავნილი ნებისმიერი ტვიტი. ხალხო, ყური მიგდეთ, არაფერი იმის შესახებ, რასაც ათავსებთ ინტერნეტში, არც ტვიტი, არც ბლოგი, არც SMS, არც ვებ-გვერდი რომელიც შექმნის 15 წამის შემდეგ წაშალეთ… ვეღარაფერს შეცვლით. ვერაფერს! როგორც კი რამეს გამოაქვეყნებთ, ის იმ წამსვე შეიწოვება სისტემის მიერ, ინდექსირდება, მუშავდება, უკავშირდება თქვენს სახელს… და ყველაფერზე მაქვს წვდომა. ხელიდან გაშვებულ ჩიტს ვეღარ დაიბრუნებთ.

თუ არ გინდათ, რომ ვინმემ ოდესმე თქვენი ნაწერი წაიკითხოს – არ გამოაქვეყნოთ ის. არასოდეს.

ნახეთ, რა ბრიყვია. ვჭამ პიცას. მივდივარ სამსახურში. ვუყურებ ტელევიზორს. ვალაგებ ოთახს. ყველა მისი მოძრაობა, მთელი დღის განმავლობაში. დედაჩემსაც კი არ უნდა ამდენის ცოდნა ჩემს შესახებ! ერთად-ერთი ხალხია, ვისაც უნდა ამდენის ცოდნა თქვენს შესახებ, ზის FBI-ს ნიუ-იორკის ფილიალში. *სიცილი*

მართლა, ეს ყველაფერი ჩვენს გარშემო ხდება. ყველაფერი, რასაც აკეთებთ: პიცაზე გადიხართ, ფილმს უყურებთ, ფილმის ყურებას მორჩით, არაუშავდა კინოს, ბობმა გრილი ინათხოვრა, ფრედი შეხვდა. მისმინეთ, თუ მე თქვენს შესახებ მონაცემებს ვიძიებ და მაინტერესებს კონკრეტულ დღეს რას აკეთებდით, დიდი მადლობას მოგიხდით.

ხო, ბიჭებო, იცოდეთ რომ თქვენ არ ხართ წინასწარმეტყველები. საიდან იცით, რომ ჩანაწერები არ “გიკბენენ” ტრაკზე ხვალ იმის გამო, რომ რაღაცა რამოდენიმე საათში მოხდება? Twitter-ში თუ რამეს აგზავნით, ეს იქ სამუამოდ რჩება. ამას რაც შეეხება, არსებობს ხალხი ვისი სამსახურია ტვიტერის მუდმივი თვალყურისდევნა. ისინი თვენი მიმდევრები არიან, თუმცა მათ ნახევარსაც კი არ იცნობთ.

გინდათ გითხრათ, ვინ არიან ისინი? – მარკეტოლოგები, დეტექტივები, კანონაღმასრულებელი პირები. მეც მათ შორის ვარ. ჩემი საიტია peoplefinder.net. მე ვიწოვ Facebook-ის ყველა გვერდს, Twitter-ის ყველა ლენტს. ის ყოველი შემთხვევისთვის, რა რომ თქვენ ჭკუა ისწავლოთ და წაშლას გადაწყვეტთ? ჩემს ფეხებს, არ გამოგივათ!

სხვათაშორის, აი Twitter ჩანაწერის შიგთავსი. გეგონათ მანდ 140 სიმბოლოა? არა, არა – არა! მანდ არის თქვენის IP მისამართი, ადგილმდებარეობა, რამდენი ხანი ხართ Twitter-ზე. ჯამში კი, Twitter ჩანაწერში ინახება ინფორმაციის 34-37 ერთეული.

ცოტასაც ვისაუბრებ ტვიტერის შესახებ. ყველა ჩანაწერი, როგორც მოგახსენეთ, ინახება კონგრესის ბიბლიოთეკაში. ისინი სახალხოდ ხელსმისაწვდომია. თან ტვიტერი  Facebook-თან თანამშრომლობს. წამოიდგინეთ, რომ კერძო ცხოვრების დიდი მეთვალყურე შეუერთდა საშუალო მეთვალყურეს, და ერთად ისინი უკვე ზე-მეთვალყურეს წარმოადგენენ.

თითოეული წყეული ჩანაწერი, თუ ღილაკს შემთხვევითაც კი დააჭირეთ, აღმოჩნდება Facebook-ის გვერდზე. ახალი ამბავი კი არ არის, მაგრამ დაფიქრდით, აბა.

– – –

<<< წაიკითხე ნაწილი 2

წაიკითხე ნაწილი 4 >>> 

წყარო: http://finalnews.ru/kiberbezopasnost/chastnoy-zhizni-bolshe-net.html

Advertisements

One thought on “პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი მე-3: მონაცემთა შენახვა”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s