როგორც წინა ჩანაწერში ვაჩვენე, ხანდახან საჭიროა ავტომატურად იყოს დამაგრებული ეს თუ ის დანაყოფი ხისტი დისკიდან.ამჯერად უნდა გაჩვენოთ, როგორ ხდება ეს ნორმალური გზით: FSTab-ის მეშვეობით (FSTab ნიშნავს File System Table – ფაილურ სისტემთა ცხრილი).
უმეტეს წილად გამოვიყენებთ ტერმინალს: CTRL + ALT + T
თავიდან, გავარკვიოთ თუ რა დანაყოფები გვაქვს ხისტ დისკზე:
sudo fdisk -l
ახლა შევქმნათ ის საქაღალდე, რომელზეც გვსურს მივამაგროთ ერთ-ერთი NTFS დანაყოფი, მაგ. /dev/sda3 (ეს ჩემი D: დისკია 🙂 ).
ხო, ჩანაწერი sda3 ნიშნავს SATA Drive A, Partition 3. დანარჩენი ჩანაწერები მსგავსი მნიშვნელობისაა ხოლმე.
შევქმნათ საქაღალდე:
sudo mkdir /media/drive_d
ახლა კი, დროა დავამუშაოთ ფაილი სახელით fstab, რომელიც მდებარეობს საქაღალდეში /etc/:
sudo gedit /etc/fstab
ჩავსვათ შემდეგი კოდი:
#Raghac komentari, magalitad: es chemi D:\ diskia!!! /dev/sda3 /media/drive_d ntfs-3g defaults,uid=1000,umask=0 0 0
აქ:
- /dev/sda3 არის დასამაგრებელი დანაყოფი
- /media/drive_d არის ის ადგილი, სადაც გვსურს დავამაგროთ დანაყოფი (პრინციპში შესაძლებელია ნებისმიერის ნებისმიერ ადგილას დამაგრება!!)
- ntfs-3g არის ფაილური სისტემა NTFS
- uid = 1000 არის მომხმარებლის ნომერი, ეგრეთწოდებული UserID, ან მოკლედ – uid
- დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ დამხმარე მასალას! 😉
ამის შემდგომ, სისტემაში შესვლისას, კომპოუტერი ავტომატურად დაამაგრებს ჩემს D:\ დისკს როგორც /media/drive_d
თუ გვსურს მყისვე ავამოქმედოთ ცვლილებები fstab-ში, გამოვიყენოთ:
sudo mount -a
მე კი ასე მაქვს საქმე: