sმუდმივები, ან ზუსტი/სიტყვასიტყვითი მუდმივები არის ჩანაწერები, რომლებიც განსაზღვრავენ გარკვეული ტიპის სიდიდეს. ფორტანში არის მათი ხუთი სახეობა: მთელრიცხვითი, ნამდვილი, კომპლექსური, ლოგიკური და სიმბოლოთა სტრიქონი.
მთელრიცხვითი მუდმივები: ციფრების მიმდევრობა ნიშნით ან ნიშნის გარეშე:
მართებული მაგალითები: 0, -345, 768, +12345 უმართებულო მაგალითები: 1,234 : მძიმე დაუშვებელია 12.0: ათწილადის ნიშანი დაუშვებელია --4 and ++3: ნიშნების რაოდენობა მეტისმეტად დიდია 5- and 7+: ნიშანი უნდა იყოს ჩაწერილი რიცხვით მნიშნელობამდე
ნამდვილი რიცხვები: შესაძლოა ორნაირი წარმოდგენა – ათწილადის სახით და ექსპონენციალურად:
ჩაწერა ათწილადის სახით: საჭიროა რიცხვში იყოს ათწილადის ნიშანი, მაგრამ მძიმეები არ მიიღება. ნამდვილ რიცხვს შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს ნიშანი.
მართებული მაგალითები: 23.45, .123, 123., -0.12, -.12 უმართებულო მაგალითები: 12,345.95: მძიმე დაუშვებელია 75: ნამდვილ რიცხვში უნდა მოიძებნებოდეს ათწილადის ნიშანი 123.5-: ნიშანი უნდა იყოს ჩაწერილი რიცხვით მნიშნელობამდე $12.34: არ შეიძლება დოლარის სიმბოლოს $ გამოყენება
ჩაწერა ექსპონენციალური სახით: შედგება მთელი ან ნამდვილი რიცხვისგან ათწილადური სახით წარდგენილი, რომლის შემდეგ წერია სიმბოლო E ან e და მთელი რიცხვი(ექსპონენტა).
მართებული მაგალითები: 12.3456E2 ან 12.3456e2: ეს ტოლია 1234.56 -3.14E1 ან -3.14e1: ეს ტოლია -31.4 -1.2E-3 ან -1.2e-3: ეს ტოლია -0.0012 12E3 ან 12e3: ეს ტოლია 12000.0 0E0 ან 0e0: ეს ტოლია 0.0 უმართებულო მაგალითები: 12.34E1.2: ექსპონენტა უნდა იყოს მთელი რიცხვი 12.34-5: დაკარგულია ექსპონენტას ნიშანი E ან e
კომპლექსური: ამჯერად არ განიხილება 😦
ლოგიკური: ცვლადები, რომლებიც იღებენ ორიდან ერთ მნიშვნელობას: ჭეშმარიტი ან მცდარი (True ან False შესაბამისად)
სიმბოლოთა სტრიქონი: ასეთი სტრიქონები უნდა მოთავსებული ორ ორმაგ ბრჭყალ ან აპოსტროფს შუა(ცალი ბრჭყალები) – “striqoni” ან ‘striqoni’ შესაბამისად
სტრიქონის შიგთავსი შედგება ყველა მასში მყოფ სიმბოლოსგან ჰარების ჩათვლით. სტრიქონის სიგრძედ ითვლება მასში ჩაწერილი სიმბოლოების რაოდენობა. თუ სტრიქონის სიგრძე ნულის ტოლია, ეს სტრიქონი ცარიელია.
მართებული მაგალითები: 'John' და "John": ტექსტი = John, ხოლო სიგრძე = 4 ' ' და " ": ტექსტი = ცალი ჰარი, ხოლო სიგრძე = 1 'John Dow #2' და "John Dow #2": ტექსტი = John Dow #2, ხოლო სიგრძე = 11 '' და "": ტექსტი = არანაირი, ხოლო სიგრძე = 0 (ცარიელი სტრიქონი) უმართებულო მაგალითები: 'you and me: მეორე(ჩამკეტი) ერთმაგი ბრჭყალი დაკარგულია Hello, world': პირველი(გამღები) ერთმაგი ბრჭყალი დაკარგულია 'Hi" და "Hi': პირველი და მეორე ბრჭყალები სხვადასხვა სახის არის.
თუ საჭიროა სტრიქონში ჩაწერილი იყოს ერთმაგი ბრჭყალი, სტრიქონის სასაზღვრო ბრჭყალებად უნდა იყოს გამოყენებული [i]ორმაგი ბრჭყალები[/i]:
"Tamo's apple" ! ამ სტრიქონის ტექსტია Tamo's apple, ხოლო სიგრძე 12.
ასევე, ერთმაგი ბრჭყალის ჩასმა შემდეგნაირად არის შესაძლებელი:
'Tamo''s apple'
ამწყობი განიხილავს სტრიქონში მყოფ ორ ერთმაგ ბრჭყალს როგორც ტექსტის ნაწილს – ერთმაგ ბრჭყალს. ამიტომ ზემოთხსენებული სტრიქონის ტექსტი მაინც არის Lori’s apple.
მართებული მაგალითებიs: 'What''s this?': ტექსტი = What's this?, ხოლო სიგრძე = 11 '''''': ტექსტი = '', ხოლო სიგრძე = 2 უმართებულო მაგალითები: 'Vakho's seminar': ერთმაგი ბრჭყალი სიმბოლო o და s-ს შორის ორჯერ უნდა ეწეროს.