კარგი არამშიერი დიეტა


diet

დიდი ხანია მაწუხებს ჩემი წონის ამბავი. 168სმ სიმაღლის 22 წლის ახალგაზრდა ვიწონი(დი) 85 კილოგრამს. რათქმაუნდა, ჭარბი წონა 10-15 კილოგრამია მეტი თუ არა. 😦

ვცადე საღამოობით სირბილი, მაგრამ გარეთ საკმაოდ ცივა და არ მინდა რამე ავიკიდო. ამიტომაც, სანამ ზამთარია, გადავწყვიტე მეცადა ჩემი თანამშრომლის მიერ რჩეული დიეტა.

აღწერა თავიდან რუსულად მქონდა და თარგმნას ვაპირებდი, მაგრამ არ დამჭირვებია – აღმოჩნდა, რომ ის ჩვენთან ცნობილია როგორც უგულავას დიეტა. ის არის მეტ-ნაკლებად ძვირი, მაგრამ ძალიან ეფექტური. ერთ-ერთი დადებითი მომენტი არის ის, რომ დაკლებისას კანი არ რჩება “ჩამოკიდებული” და გაწელილი, ის იკუმშება. კიდევ ერთი: ეს დიეტა ეფექტურია ე.წ. “მჯდომარე” მუშაკებისათვისაც!

არ იზღუდება წყლის (განსაკუთრებულად ცხელის) მიღება. ორგანიზმიდან მას გააქვს სხვადასხვა მავნებელი ნივთიერება. ანუ: ცხელი ჩაი და ყავა შეიძლება ჩვეულებრივად დაილიოს. ეს კარგი შეღავათია :)დიეტის განმავლობაში, აკრძალულია შაქრის ან ტკბილიანის მიღება. ის შეაქცევს დაკლების პროცესს! თუ კი მაინცდამაინც უტკბო ჩაი/ყავას დალევა არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ დიაბეტიკების შაქარის შემცვლელის მიღება.  მე ვიყენებ Diamant-ს, 650 ტაბლეტი ~4 ლარი ღირს. საშუალო სიტკბოს ჩაის დიდ ჭიქაში მიღებისთვის, ვყრი 3-4 ტაბლეტს.

დიეტა მიმდინარეობს ერთი თვე. შეიძლება ცოტა რთული იყოს პირველ დღეებში, მაგრამ პირველი კვირის მერე შეჩვევა წარმოუდგენელია.

მაშასადამე, დიეტა ვ სტუდიუ!

პირველი სამი კვირა:
I დღე – მშიერი

საუზმე და სადილი – 1 ლ. რძე (პატარა ჭიქებით) მთელი დღე.
ვახშამი – 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100 გ. შავი პური.

II დღე – ცილოვანი

საუზმე – 100გ. შავი პური, 20გ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი – 100გ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი), ან საქონლის ხორცი (მჭლე),
ბულიონი (მწვანილისა და ბოსტნეულის გარეშე), 100გ. ჰოლანდიური
ყველი (არა გამდნარი და თეთრი), 100გ. შავი პური.
ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი

III დღე – ბოსტნეული

საუზმე – 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი, ან 2 ატამი
სადილი – ბოსტნეულის წვნიანი (მოხარშული, გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული 1 ს/კ ზეთით ), 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გ.
მოხარშული ბარდა
ვახშამი – 3 პომიდვრისა და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ), 1ჭ. ჩაი 1 ჩ/კ თაფლით

IV დღე – განსაკუთრებული

საუზმე – ყავა რძით (უშაქრო) + 100 გ. ჰოლანდიური ყველი
სადილი – 100 გ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი – 1 ჭიქა კეფირი

V დღე – ცილოვანი

VI დღე – ბოსტნეული

VII დღე – განსაკუთრებული

IV კვირა

ორშაბათი – 1.5კგ. ვაშლი
სამშაბათი – 1.5კგ. მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი – 1.5კგ. კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი – 1კგ. მოხარშული ხორცი
პარასკევი – 0.5კგ. ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი – 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი, მოხარშული თევზი
კვირა – 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ. ჰოლანდიური ყველი

* * *

ბოლო კვირა, ძალიან ექსცენტრიული ჩანს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მუშაობს. რომ მოვრჩები, დავწერ 😉

ჩემი შთაბეჭდილება

დიეტა საკმაოდ უცხო რამეა ჩემთვის. მე მიყვარს გემრიელად ჭამა. :)თუმცა, გადავწყვიტე გადამედგა ეს ნაბიჯი. დიეტა ამოვბეჭდე, და სულ დამაქვს, რადგან არ შემეშალოს რას როდის მივირთმევ… მითითებებისგან გადახრებმა შეიძლება გახდომა კი არა, პირიქით – მომატება გამოიწვიოს. ასევე, კარგია დიეტის დაწყება ორშაბათიდან – მე პირადად თვლა გამიადვილდა.

ერთი კვირის პროდუქტი ვიყიდე წინასწარ და კარგად შევიკარი ქამარი…

პირველ დღეს საკმაოდ გამიჭირდა რძის ყლუპ-ყლუპით დალევა, ხოლო ვახშმის ტომატის წვენი და შავი პური, რასაც ქვია “გამისწორდა”!

მეორე დღის დილით ამოვისუნთქე – წესივრად ვჭამე. სადილი კი ძლივს გავათავე… ნამდვილად ბევრი აღმოჩნდა. სამსახურში მიცინოდნენ – გაგეკაიფეს და გასუქების დიეტა გირჩიესო! 😛

განსაკუთრებულ დღეს ცოტა ვიხალტურე. ერთი ჭიკა კეფირის გარდა, კიდევ ერთი კეფირი და კიტრი-პომიდვრის სალათა მივაყოლე. მეორე დღეს საკურსოს დაცვა მქონდა და ღამე გვიანობამდე მომიწია გაზომვების ჩატარება/დამუშავება/პრეზენტაციის მოწყობა.

ამასობაში გავიდა ერთი კვირა. დიეტას შევეჩვიე, მუცელი და კუჭი აშკარად დამიპატარავდა – ბევრს ვეღარ ვჭამ 🙂 რაც მთავარია – შიმშილით არ ვიტანჯები!

გუშინ ჩავედი ჩემთან ქუთაისში, ჩემი ძმის დაბადების დღეზე და ავიწონე. სადაც ადრე ეწერა რიცხვი 85, ახლა დავინახე 81

megusta

[ დიეტის ქართული ვარიანტი აღებულია საიტიდან med.ge ]

Advertisements

7 thoughts on “კარგი არამშიერი დიეტა”

  1. გუშინ მოვრჩი მაგ დიეტას.
    პარამეტრები
    სიმაღლე 176 სმ
    მოწევას თავი რაც დავანებე საგრძნობლად მოვიმატე, მანამდეც არ ვიყავი ძალიან გამხდარი.
    დიეტის დაწყების მომენტში ვიყავი 84 კგ, ახლა 76. მეტის დაკლების იმედი მქონდა პრინციპში.
    პირველ კვირას დავიკელი 3 კგ. მერე კვირაში 1-2 კგ, ბოლო კვირასაც 2 კგ, არა და მეტს ველოდი. ახლა ვაპირებ ზომიერად ვიკვებო… კიდევ 3-5 კგ რომ მოვიკლო.

    Like

  2. რუსუდან, გმადლობთ გაზიარებული ინფორმაციისთვის!
    მე სწორედ რომ მაინტერესებდა სხვა ადამიანების გამოცდილება და დამოკიდებულება ამ დიეტისადმი 🙂

    როგორც რუსულ აღწერაში წავიკითხე, დაკლებული წონა დამოკიდებულია საწყის წონაზე. ჩემმა თანამშრომელმა, მაგალითად, ~20კგ დაიკლო.
    მე არ ვიცი რამდენს დავიკლებ საბოლოო ჯამში, ვინაიდან რამოდენიმეჯერ მომიწია დარღვევა. 😦
    დამრჩა ორი კვირა, მაგრამ ალბათ კიდევ ერთს დავამატებ…

    Like

  3. რძე,ჩვეულებრივი იქება თუ უცხიმო,მნიშველობა აქვს?
    ვახშამის დრო,რომელი უნდა იყოს,დაახლოებით?აუ 6ზე,თუ უფრო გვიააც,არაუშავს?
    100გრამი პური,დაახლოებით,რამდენი ნაჭერია?

    Like

  4. ჩვენ ჩვეულებრივს ვსვამდით. ცხიმიანობა არ მახსოვს, მაგრამ დაბალცხიმიანი მგონი არ იყო. 100გრ პური ორი შედარებით თხელი ნაჭერია. აი დაჭრილი შავი პური რომ იყიდება, იმის ორი ნაჭერია თუ არ ვცდები. საათები არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მე რვისთვის მქონდა ვახშამი (თუმცა მე 12-1-ზე ვიძინებ, ასე რომ ბევრი დრო მაქვს მონელებისთვის). თუ ადრე იძინებთ, 6-სკენ სჯობია.
    წარმატებას გისურვებთ!

    Like

    1. მე მაგ შაქრით ვსვამდი ჩაი-ყავას და არანაირი დარღვევა დიეტის მსვლელობისას არ შემიმჩნევია 🙂

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s