სალამი ყველას. ალბათ, როგორც იცით, მე Minecraft-ის პირველი მთარგმნელი ვარ 🙂
თავის დროზე, მქონდა დახატული ლამაზი შრიფტი და მას ვიყენებდით Minecraft-ის არაოფიციალურ ქართულ ვერსიაში:
თუმცა, შარშან, 2012 წლის 13 იანვარს (ჩემს დაბადების დღეს!) გამოუშვეს მაინკრაფტის ოფიციალური ქართული ვერსია. 🙂 მას ერთი პრობლემა გააჩნდა: საშინელი ქართული შრიფტი:
ხომ საშინელებაა? დიდ ეკრანზე კი სრულიად კატასტროფაა 😦 რამდენჯერმე მივწერე მაინკრაფტის მთავარ პროგრამისტს, ჟენ ბერგენსტენს, მაგრამ ამაოდ. 😦
* * *
საქმე ცუდად იყო სანამ არ აღმოვაჩინე მოდიფიკაცია BetterFonts.ის აძლევს თამაშს საშუალებას გამოსახოს ტექსტი სისტემაში ჩაყენებული Open თუ True Type შრიფტებით. იცით ამას რა მნიშვნელობა აქვს?! 🙂
სამწუხაროდ, ავტორი არ ჩანს ბოლო თვეებია, მაგრამ საზოგადოება აგრძელებს მის განვითარებას მის GitHub საცავში (იმიტომ რომ ღია-წყაროა!).
ამგვარად, დაყენება და სხვადასხვა შრიფტის გასინჯვის შემდეგ, ჩემი არჩევანი შევაჩერე შრიფტებზე სახელით Dejavu Sans და Dejavu Sans Mono, აი სურათები:
დავაყენოთ ეს მოდიფიკაცია
- ვიწერთ არქივს მოცემული მოდიფიკაციისა 1.4.7 ვერსიისთვის
- აყენებთ როგორც ჩვეულებრივ მოდს: არქივში მყოფ ფაილებს ჩავდებთ .minecraft/bin/minecraft.jar ფაილში და წავშლით იქვე მყოფ META-INF საქაღალდეს
- ვიწერთ ინტერნეტიდან Dejavu შრიფტის (ის უფასოა) ბოლო ვერსიას მათი გვერდიდან: http://dejavu-fonts.org/
- ვაყენებთ შრიფტს როგორც სჩვევია თქვენი საოპერაციო სისტემისთვის. თუ გაგიჭირდათ, ეწვიეთ საიტს: fonts.ge
- ვიწერთ ფაილს BetterFonts.cfg და ვაკოპირებთ მას .minecraft/config/ საქაღალდეში
- ვრთავთ თამაშს და ვტკბებით 🙂
- შემოწმებული მაქვს, ეს გზა მუშაობს ორივე Windows (7) და (Ubuntu) Linux საოპერაციო სისტემებში.
* * *
- შესაძლოა ნებისმიერ ქართული შრიფტის (ჭეშმარიტად ქართულებს ვგულისხმობ, ხალხში ცნობილს როგორც unicode-შრიფტები… ცრუ-ქართულები acad nusx და lit nusx არ ითვლება!). ამისთვის მხოლოდ საჭიროა შეცვალოთ font.name ველის მნიშვნელობა ფაილში Betterfonts.cfg. თუ მითითებული არ აყენია, გამოიყენება რაიმე Sans Serif შრიფტი;
- ასევე, შესაძლოა შეიცვალოს შრიფტის ზომა. გადაღებულ სურათებში გამოიყენება 15. ზომა იცვლება font.size ველის მნიშვნელობით;
- შრიფტის დაგლუვებამ შეიძლება ითამაშოს წამყვან როლს გამოსახულების ხარისხში. ეს იცვლება პარამეტრით font.antialias და მას ენიჭება ან true ან false;
- თამაში ავტომატურად უხატავს ნებისმიერ ტექსტს ჩრდილს. ზოგიერთი შრიფტის გამოსახვას ეს უშლის ხელს. ეს შეიძლება ჩაირთოს/გამოირთოს პარამეტრით font.dropshadow და მას ენიჭება ან true ან false;
თუ რამე აზრი ან შენიშვნა ან პრობლემა გაქვთ – დამიკავშირდით 😉