სამწუხაროდ, ქართულის დამატება არ უშველა Minecraft-ში ქართულად წერის ამბავს 😦
თუმცა ამასაც ეშველება. Minecraft მუშაობისთვის იყენებს LWJGL-ის (LightWeight Java Game Library) საკმაოდ ძველ ვერსიას, რომელსაც არ აქვს Unicode სიმბოლოების შეყვანის საშუალება.
სამაგიეროდ, შესაძლებელია ხელით განვაახლოთ ის და ვიხილოთ შედეგი:
LWJGL შესაძლებელია გადმოწეროთ ან ჩემი ბმულიდან, ან ოფიციალური საიტიდან: lwjgl.org
გავაახლოთ LWJGL
არქივში lwjgl-X.X.X.X.zip იქნება რამოდენიმე საქაღალდე, მათ შორის bin და natives. მათი შიგთავსით უნდა ჩაანაცვლოთ .minecraft საქაღალდეში მყოფი ფაილები.
გაფრთხილება: სანამ ჩალიჩს დაიწყებთ, შეინახეთ .minecraft საქაღალდის სათადარიგო ასლი! მე პასუხს არ ვაგებ გაფუჭებული სამყაროებისთვის, გატეხილი სისტემებისთვის და გახეთქილი გულებისთვის 🙂
უნდა ჩანაცვლდეს შემდეგი ფაილები(საოპერაციო სისტემის მიხედვით):
საქაღალდეში .minecraft/bin/: [ყველა სისტემა]
- jinput.jar
- lwjgl.jar
- lwjgl_util.jar
საქაღალდეში .minecraft/bin/natives/: [Linux]
- libjinput-linux.so
- libjinput-linux64.so
- liblwjgl.so
- liblwjgl64.so
- libopenal.so
- libopenal64.so
საქაღალდეში .minecraft/bin/natives/: [Windows]
- jinput-dx8.dll
- jinput-dx8_64.dll
- jinput-raw.dll
- jinput-raw_64.dll
- lwjgl.dll
- lwjgl64.dll
- OpenAL32.dll
- OpenAL64.dll
საქაღალდეში .minecraft/bin/natives/: [MacOSX]
- libjinput-osx.jnilib
- liblwjgl.jnilib
- openal.dylib
- libopenal.dylib უნდა ჩანაცვლდეს გადარქმული openal.dylib-ის ასლით
ბიბლიოთეკა კი არის ახალი ვერსიის, მაგრამ გამორიცხული არ არის რომ მასში სხვა რაიმე ბაგები არის გაპარული. გამოიყენეთ თქვენს ნებაზე, თქვენივე რისკით 😉
მე შევამოწმე ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჩემს x64 Win7-ზე და მუშაობს…
მადლობა რესურსს minecraftwiki.net