ამის წინ, ძალიან მოკლედ მოგახსენეთ თუ როგორ ხდება მომხმარებლის vboxusers ჯგუფში ჩამატება, იმისათვის რომ აგვემუშავებინა USB მოწყობილობები VirtualBox-ში.
გამიჩნდა კითხვა:
უბუნტუ ლინუქს საოპერაციო სისტემაში როგორ ჩავამატოთ მომხმარებელი რაიმე ჯგუფში?
ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ ორი ბრძანება:
-
useradd
– ახალი მომხმარებლის შექმნა, ან მომხმარებლის შექმნის ნაგულისხმები პარამეტრების მომართვა, ან მომხმარებლის ჩამატება მეორად ჯგუფში;
-
usermod
– მომართავს სისტემურ ანგარიშებს და შეაქვს ცვლილება არსებულ ანგარიშებში;
ახალი მომხმარებლის დამატება მეორად ჯგუფში:
$ sudo useradd -G Group-name Username $ sudo passwd Username
ახალი ჯგუფის სახელად foo შექმნა და მასში მომხმარებლის tom დამატება:
$ sudo groupadd foo $ sudo useradd -G foo tom
ან ადმინისტრატორის უფლებებით:
# groupadd foo # useradd -G foo tom
ახლად მითითებული პარამეტრების შემოწმება:
$ id tom $ groups tom
tom მომხმარებლისთივს პაროლის მინიჭება:
$ sudo passwd tom
ან ადმინისტრატორის უფლებებით:
# passwd tom
tom მომხმარებლის რამოდენიმე ჯგუფში ჩასმა:
$ sudo useradd -G foo,bar,ftp tom
ან ადმინისტრატორის უფლებებით:
# useradd -G foo,bar,ftp tom
ახალი მომხმარებლის დამატება პირველად ჯგუფში:
მომხმარებლის ჯგუფში ჩასმა და შემოწმება:
# useradd -g www tom # id tom # groups tom
არსებული მომხმარებლის დამატება არსებულ ჯგუფში:
მეორად ჯგუფში:
usermod -a -G ftp tom
პირველად ჯგუფში:
usermod -a -g www tom
დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ:
man 8 useradd man 8 usermod
მასალა აღებულია საიტიდან: http://www.cyberciti.biz/