დროს რა ვუყო?


ამ ბოლო დროს, ასეთი პირი უჩანს, რომ მომიჭერს. როგორც უნივერსიტეტის მხრივ, ისე სამსახურის მხრივ. განსაკუთრებით, როცა ვიწყებ ჩემი საბაკალავრო ნაშრომის დაწერას.

გრაფიკი სამსახურში გასაკეთებელი საქმის გაწერილია ივნისის შუა რიცხვებამდე, თითოეულ დღეს უნდა ახასიათებდეს მკვეთრი პროგრესი. თუ რამე არ გამოვა, მთელი დიდი პროექტი კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. არადა მდგრადი განვითარება ისე მახასიათებს, როგორც საქართველოს ეკონომიკას 😦

საბაკალავრო თემა მაქვს საინტერესო, თუ არა გენიალური. რათქმაუნდა, აზრი მე არ მეკუთვნის, მე უბრალოდ განვავითარებ ჩემი ხელმძღვანელის ერთ საინტერესო იდეას. იმედია, ოდესმე დადგება დრო როცა შემეძლება აქ ვისაუბრო მის შესახებ. ძალიან ძალიან მარტივი და გენიალური იდეაა. ერთი სული მაქვს ავამუშაო 🙂

ეგ ხომ კარგი. თუ გამიმართლა, ყველაფერს წარმატებით დავწერ და დავამთავრებ თსუ-ს ბაკალავრიატს.

სხვა მხრივ, ახლა მეწყება სწავლა და სულ მცირე 5 საგანი უნდა ავირჩიო. როგორც წესი, ვცდილობ კარგად ვისწავლო, ვინაიდან GPA მაქვს გამოსასწორებელი. პირველი სემესტრის “ცოდვების” გამო, 3.5 მაქვს და საერთოდ არ მაკმაყოფილებს. თან საზღავრგარეთ უნდა ვცადო მაგისტრატურაში ჩაბარება. მანდ კი GPA მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთი არჩევნის წინ ვდგები, ჯერ სად ვარ? ან კარგად უნდა ვისწავლო, ან კარგად ვიმუშაო. ერთდროულად ორივე არ გამოვა. დიდი დატვირთვა არის იქაც და იქაც. იმედია რამეს მოვახერხებ…

* * *

სხვა? ჩემს ცხვორებაში ხომ უნდა ვიყო რამეთი დაკავებული სამსახურისა და უნივერსიტეტის გარდა?

კი. ჩემი უდიდესი ჰობი არის თამაშების და პროგრამების თარგმნა, ე.წ. ლოკალიზაცია. მეხუთე წელია ამ საქმით დაკავებული ვარ. ვერ ვიტყვი, რომ გავხდი ამ საქმის პროფესიონალი, მაგრამ ჩემში განვავითარე გარკვეული სტილი და გემოვნება. ძალიან მიყვარს ეგ საქმე და გარკვეული დროის წინ გარკვეული საქმის წამოწყებას ვაპირებდი. მაგრამ ამაოდ. კარიერას უნდა მივხედო. გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრება მეცნიერებას მივუძღვნო. იმედია ოდესმე მეცნიერის წოდებასთან ოდნავ მაინც მიახლოებული ვიქნები… ჯერ-ჯერობით ერთი უბრალო ზარმაცი სტუდენტი ვარ.

კიდევ, იმედი მაქვს რომ ოდესმე დრო მექნება იმისთვის, რომ ჩემს საყვარელ საქმეს მივხედო – თარგმნას/ლოკალიზაციას. ახლა ვთანამშრომლობ ჯგუფთან UGLT.org. შესანიშნავი ბიჭები არიან, მაგრამ მათი ზოგიერთი ტერმინის არჩევანს არ ვეთანხმები. რაც სრულიად ბუნებრივია 🙂 რაც არ უნდა იყოს, ტერმინოლოგაზე მუშაობას იმედია არ შევწყვიტავ. ალაგ-ალაგ მივუძღვნი საღამოს…

გარდა ამისა, ჩემი ჰობი არის GNU/Linux საოპერაციო სისტემა და ყველაფერი მასთან დაკავშირებული. განა ქსელისტი ვარ, არა – მე ლინუქსი მაინტერესებს უმეტეს წილად სამომხმარებლო მხრიდან. და ძალიან გული შემტკივა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქაოსი და გაუგებრობა ხდება მის სამყაროში. მესამე წელია ვიყენებ ლინუქსს, მაგრამ ძალიან ცოტა ვიცი ამ სისტემის შესახებ. მინდა შევისწავლო სიღმისაულად და  სხვებსაც გადავცე ჩემი ცოდნა, რაგინდ მცირე იყო ამ საკითხში.

* * *

ამ ყველაფერთან ერთად, გავდივარ Coursera.org და edX.org-ის კურსებს: “ელექტრონიკის საფუძვლები” და “ელექტრომაგნეტიზმი”, რადგან ვგრძნობ რომ ჩვენი უნივერსიტეტი მოიკოჭლეს სწავლების ტექნიკაში. რაშიც არ უნდა იყოს საქმე, მე ძალიან მოვიკოჭლებ ამ საგნების ცოდნაში. ვფიქრობ გავაკეთო პატარა ჩანაწერი ამ კურსების და ონლაინ-სასწავლო პლატფორმების შესახებ.

დატვირთვა ამ კურსებზე წარმოუდგენელია. ლექციები საინტერესო და გასაგები. ცდების მეშვეობით ხორცშესხმული ფორმულები ადამიანს გაგებინებებ თუ რა ჯანდაბას გასწავლიდნენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში…

კიდევ ერთი კურსის გავლა მინდა, ვინაიდან ძალიან გაოცებული ვარ ამ პრინციპით: “Machine Learning”, ანუ “მანქანური სწავლება”. ხელოვნურ ინტელექტთან ძალიან  მჭიდროდ დაკავშირებული საგანია. დიდი სურვილი გამაჩნია გავიარო ეს კურსი და გამოვიყენო ის ცოდნა ცხოვრებაში – ეს კი ნამდვილად შესაძლებელია! უკვე რამოდენიმე პრობლემა ვიცი, რომლის გადაჭრა შესაძლებელია ნასწავლი, გამოცდილი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით!

* * *

“ჰაი მე!” – პეტო რომ იტყვის ხოლმე. ჰაი მე! ნამდვილად. რა ვქნა, რომ ამდენი რამის სწავლა მინდა. ჰაი მე, რომ წესიერად ვერ ვიცლი ვერც ერთისთვის. ჰაი მე, რომ ჩამოთვლილთა გარდა მინდა ვისწავლო git, Qt, arduino.
აღარ გავრცელდები იმაზე, თუ რატომ მაინტერესებს და რა არის თითოეული ტექნოლოგია. დაგუგლეთ თუ დაგაინტერესათ. თითოეული მათგანი არის უსაზღვროდ სასარგებლო და საოცრად საინტერესო და მძლავრი.

გარდა ამისა, რამოდენიმე წიგნის თარგმნა მინდა ქართულად. არიქა.

სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, ვერ ვასწრებ ჩემს ქინდლში წიგნები წაკითხვა. ძალიან უწიგნური ადამიანი ვარ. ჩემი საშინელი მახსოვრობის გამო, რაც კი ოდესმე წამიკითხავს, ყველაფრის მოგონებები ჩაბარდა წარსულს.

* * *

მოკლედ, დროა თავი ხელში ავიღო და ვისწავლო time management. სხვა გამოსავალი არ მაქვს. წინ ცოტა დრო მაქვს, გასაკეთებელი კი ბევრია 🙂

[ჩასწორება 1] ბოდიშს მოვიხდი მიყრილ-მოყრილი წინადადებებისთვისა და მრავალი შეცდომებისთვის. ამ აზრებისა და ემოციებისაგან დავიცალე 15 წუთში და აღარ გადამიხედავს დაწერილისთვის…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s