პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი მე-5: Facebook და Amazon


ვაგრძელებ პარანოიდური სტატიის თარგმანთა ციკლს… ეს კაცი უფრო და უფრო ხშირად მეორდება 😛

* * *

აი აქ იწყება მისტიკა. საშინელებები. მაგალითად, განქორწინების ადვოკატების ბიუროდან: პირველი, რასაც ამოწმებენ (გამომძიელბლის დაქირავებამდეც კი!) არის კლიენტის Facebook გვერდზე მყოფი ინფორმაციის გაანალიზება და არასასურველის ამოშლა. შემდეგ კი ათვალიერებენ მოწინააღმეგეების გვერდს…

ჟურნალში Wired, რომელიც უმეტეს წილად ხალხზეა გათვლილი, მაინც ხანდახან ბრძნულ აზრებს გამოთქვამს: “Facebook ამჟამად დაკავებულია მსოფლიო ქსელის კოლონიზაციით“.

თქვენ უნდა გაიაზროთ Facebook და Google-ს შორის პრინციპული განსხვავება. Google ახდენს სრულიად მსოფლიო ქსელის ინდექსაციას, შენახვას და აღწერას. Facebook კი აკვირდება მომხმარებლებს. ისინი ჩვენზე ლაზერივით არიან ფოკუსირებული. მათ უნდა იცოდნენ რას კითხულობთ, რას აკეთებთ, სად აკეთებთ ამას, ვინ არის თქვენი მეგობარი, რა არის თქვენი ასაკი, სქესი, სარწმუნოება, სქესობრივი გემოვნება – ყველაფერი. ისინი იწერენ ყველაფერს.

სხვათაშორის, ეს კარგი ბიზნეს-მოდელი, შესანიშნავი ბიზნეს-მოდელია! Facebook Connect, Open Stream, ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას გაიგონ თქვენზე უფრო და უფრო მეტი რამ. მოიცალეთ და წაიკითხეთ თქვენი სალიცენზიო შეთანხმება Facebook-თან. ჩავატაროთ ცდა: აწიეთ ხელი მათ, ვისაც გაქვთ FB პროფილი. ყველას აქვს. ახლა კი მათ, ვისაც წაკითხული გაქვთ სალიცენზიო შეთანხმება. ყველამ დაწია ხელი. პრეზენტაციის მაყურებელმაც (მკითხველმაც) დაწია.

გაეცანით. თმა ყალყზე დაგიდგებათ. FB ყლაპავს ყველაფერს, რაც მცირეთი მაინც აზუსტებს ცნობებს თქვენს შესახებ. მათ შეიძინეს Friend Feed, თანამშრომლობენ Twitter-თან, ახლა იძენენ ტურისტულ საიტს. როგორც კი გაიგებენ სად ისვენებთ და რას საქმიანობთ, იმ წამსვე შემოგთავაზებენ თავის ტურისტულ რესურსს. ასევე, ისინი უერთდებიან Yelp-ს.  რატომ? იმისთვის რომ იცოდნენ თუ რა სახის საჭმელი გიყვართ.

yelp_logo

Microsoft. რომელიმე თქვენგანმა იცით, თუ რა არის Cassandra? შთამბეჭდავია, რომ 10 ადამიანმა აწია ხელი. ეს ათით მეტია იმასთან შედარებით, თუ რამდენს წევენ ხოლმე. Cassandra – არის პროგრმა, რომელიც იწოვს თქვენს ყველა ინფორმაციას, მის ყოველივე წვეთს Facebook-ზე. მათ სურთ თქვენ გაგაანალიზოთ რაც შეიძლება კარგად, ამიტომაც შექმნეს თავისი პროგრამა თქვენი ცხოვრების პირადობის დასარღვევად. თურმე, ის იმდენად კარგია, რომ აშშ-ს მთავრობაც კი ფიქრობს მის გამოყენებაზე.

Open graph, API, სოციალური დანამატები, “Like”… თუ თქვენ აჭერთ ღილაკს “მომწონს” გვერდზე, რომელიც ეძღვნება გეითა ცხოვრების წესს, FB-მა ეგრევე იცის ამის შესახებ და არასოდეს დაივიწყებს. ერთი კვირის შემდეგ ისევ გეი იქნებით, იმისდა მიუხედავად თუ რას ირწმუნებიან ალაბამელი მამაოები. [ისინი ცდილობენ ‘უმკურნალონ’ ჰომოსექსუალობა, შენიშვნა თარჯ.]

Open Graph, დააკვირდით ერთი წამით, ის აკავშირებს თქვენს FB ანგარიშს და FB-ს გარე საქმიანობას. ისინი არ კარგავენ დროს ქსელის ავტომატურად ამოკითხვაზე, როგორც ამას აკეთებს Google, ისინი თქვენ გაკეთებინებენ ამ საქმეს: “მე ვანო მქვია და ეს საიტი მომწონს.” წკაპი. რატომ გააკეთეს ეს? – “რა ვიცი აბა.”

Facebook გეუბნებათ, რომ ეს ქმედება რაღაცას ასწავლის მეგობრებს თქვენს შესახებ, რაღაცა მნიშვნელოვანს. სისულელეა. თქვენი მეგობრები თქვენი მეგობრები არიან, მათ ისედაც იციან ყველაფერი თქვენს შესახებ. სინამდვილეში, FB-ს სჭირდება იცოდეს თუ რა საიტები მოგწონს. თქვენს შორის კი არავინ შეწყვიტავს ამის გაკეთებას, მაგრამ დაფიქრდით მაინც.

ახლა კი, უბრალო მაგალითი. აი, ეს არის დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელია. უკაცრავად, ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელია. მან და მისმა ცოლმა იმდენად ბევრი რამე დადეს FB-ზე, სრულიად დაუფიქრებლად, რომ ამჟამად ეს კაცი არის “ბონდ, უმუშევარი ბონდ”. მაგარი ფრაზაა. დააკვირდით ამ სურათს და კითხეთ თქვენს თავს: გსურთ თუ არა ის, რომ ამ კაცმა ყველაფეი იცოდეს თქვენს შესახებ? თქვენ გსურთ რომ ამ უნებისყოფო კაცს თქვენს გულში ჩახედვა შეეძლოს? დააკვირდით მის სახეს და დაფიქრდით. გავაგრძელოთ. *სიცილი*

ხო, პაკისტანში ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, სადაც განიხილავენ მარკ ცუკებერგის საქმე: მიესაჯოს თუ არა მას სასიკვდილო განაჩენი. *სიცილი* მე შერეული გრძნობები მაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. 🙂

amazon

Amazon, ყველა იყენებს ამაზონს. რას უამბობს თქვენი ნაყიდი ნივთების ისტორია ჩემნაირ გონიერ და ცბიერ დეტექტივს? მე გავიგებ თუ რა მოგწონთ, რა გაწუხებთ, რა გაინტერესებთ, რა დღეში გაქვთ ჯანმრთელობა, რა პოლიტიკური შეხედულებები გაქვთ, რა სექსუალური გემოვნება. თუ ყიდულობთ ბერმუდების გზამკვლევს გეებისთვის, მაშინვე ყველაფერი გასაგებია. თუ ყიდულობთ წიგნს თირკმელის კიბოს შესახებ, ესეიგი ან თქევნ გაქვთ, ან თქვენს ახლობელს. სად მოგზაურობთ, რა არ მოგწონთ, რა გიტაცებთ, რა სარწმუნოების ხართ და ზოგადად – ყველაფერი თქვენს შესახებ.

ქსელის პრობლემა ის არის, რომ არავინ ფიქრობს მონაცემების ერთ ადგილას თავმოყრაზე. ისინი მუდმივად გროვდება, წყლის წვეთებივით, – თან მიაქვთ თქვენი პირადი ცხოვრების ნარჩენები. საქმე არ არის ერთ საძიებო კითხვაზე, მაგალითად თქვენი მეგობარი გოგონა მისამართი დაძებნეთ – მე ვიცი მის შესახებ. არა იმაშია საქმე, რომ თირკმელის კიბოს შესახებ წიგნი იყიდეთ, არა იმაში, რომ ეძებდით რეისს ბერმუდებზე – ახლა ვიცი, რომ ბერმუდებზე იყავით. მთავარი იმაშია, რომ ეს ყველაფერი რომ გავაერთიანო – ვიცნობ თქვენს გოგოს, ვიცი სად დადიხართ და რას აკეთებთ.

იცოდეთ, რომ თქვენი ყველა მოქმედება იწერება მონაცემთა ბაზაში და იქიდან არასოდეს ქრება! და ერთი წლის შემდეგ სრულად ჩემ ხელში ხართ. აბსოლუტურად. და ამაზე არვავინ ფიქრობს.

ახლა კი ვისაუბროთ სკაინეტის შესახებ, მე მას ვეძახი “პირველი კაცი ხელისუფლების მოთხოვნისთვის”. GOOGLE. კიდევ ერთხელ დააკვირდით სურათებს – ესენია სერგეი და ლარრი. ამ ხალხმა იცის თქვენი ყველაზე მალული და დაცული საიდუმლოები. დააკვირდით მათ. მოგწონთ?

ქსელი, ბლოგები, ჯგუფები, სურათები, ელფოსტა, სასაუბრო, წყეული წიგნები, Google ახალი ამბები… თუ ვიცი რას ათვალიერებთ news.google.com-ზე, მე ვიცი რით ხართ დაინტერესებული. რუქები – თუ შეგყავთ რაიმე მისამართი, ისე უბრალოდ კი არ გაინტერესებთ “ჰმ, აბა რა ქუჩაა ყაზბეგის 17?”. ეს მისამართი თქვენთვის რაღაც მიზეზების გამო მნიშვნელოვანია. თუ მაგ მისამართზე მდებარეობს ჩინური რესტორანი, მე ვიცი რომ მანდ ვიღასთან შეხვედრა გაქვთ. თუ კი აბორტების კლინიკა – მაშინ თქვენს შესახებ საკმაოდ პიკანტურ ინფორმაცის ვფლობ.

გუგლ მუსიკა, ფინანსები, საგადასახადო სისტემა Checkout (PayPal-ის კონკურენტი) და Youtube-ის შესახებ დაწვრილებითაც ვისაუბრებთ.
გუგლ ტელეკომნიკაციები, ვინც გარკვეული ხართ სატელეფონო სისტემაში, ალბათ ბევრნი (და ზოგიერთი არამც თუ წმინდა მიზნებით), Google ახლა უკვე სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. სავსებით კანონიერად. მათ გააჩნიათ სატელეფონო ნომრების და მომხმარებლების ბაზა, რომელსაც უკავშირებენ ყველაფერ დანარჩენს. Froogle კი ჩაიშალა, მაგრამ სამომხმარებლო ბაზა დარჩათ.
ქრომი სიახლე აღარ არის, Android, ანგარიშები Google, IP მისამართების ჩაწერა.

google-voice-features1

ცოტაც ვისაუბროთ ანდროიდის შესახებ. ეს აღმაშფოთებელია. თუ მინდა ჩემს Android ხელსაწყოზე გადავიტანო ჩემი საადრესო წიგნი ან კალენდარი, პირველ რიგში მიწევს მათი გუგლთან გაგზავნა! ეს არავის გაწუხებთ? არ შემიძლია ჩემს Mac-ს მივუერთო USB სადენი და უბრალოდ სინქრონიზება გავუკეთო. მიწევს ყველა ჩემი მეგობრის, ნათესავის და საქმიანი პარტიორის შესახებ ყველაფერის გავაგზავნო მონაცემთა ბაზაში. ამიტომაც ვიყენებ Palm-ს. დაუფიქრდით ამას, დარწმუნებული ვარ, ცოტა თქვენთაგანი აქცევს ამას ყურადღებას.

კალენდარი იმისა, თუ სად ვიქნები უახლოესი სამი თვის განმავლობაში, ჯერ უნდა გავაგზავნო Google-ში, რის შემდეგაც გუგლი დამიბრუნებს მას. ყველაფერი რჩება გუგლს.

კალენდრებს რომ შლით, ისინი იშლება მხოლოდ ტელეფონიდან. მონაცემები უნდა დაუტოვოთ შესასწავლად, თორე ტელფონის სინქრონიზების საშუალებას არ მოგცემენ.

ყველა ყველაფერს გუგლავს. მონაცემების დეანონიმიზაციის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ. მანამდე კი მნიშვნელოვანია მივხვდეთ ერთ რამეს: თუ ფიქრობთ “აჰა, მე ვეძებ საიტებს BDSM-ის შესახებ, მაგრამ არავინ ისიც რომ მე ვეძებ მათ”, მათ იციან! ნამდვილად იციან! შეიძლება იმიტომ, რომ ოდესმე თქვენი სახელი დადგიგულიათ, ან თქვენი მისამართი, ან ტელეფონის ნომერი.

anonimity-is-dead

რამდენ თქვენგანს, პასუხი კი ვიცი უკვე, დაუგუგლია თავისი სოციალური დაზღვევის ნომერი? რატომ იტყვილებით, მხოლოდ 20 ხელი აიწია. ბევრს დაგიგულიათ. რომ დაფიქრდეთ ყველაფერი იმის შესახებ, გუგლთან რა არის ინტეგრირებული და რას ამბობს თქვენზე გუგლი. DoubleClick და AdMob უკვე საკმარისია. მაგრამ არის კიდევ FeedBurner, RSS არხები ბევრს საუბრობენ თქვენ შესახებ, თქვენი ინტერესების, პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, საყვარელი ტექნოს შემსრულებელი, საყვარელი პალტფორმა Mac-ია თუ Linux, ან… არც კი მინდა ვიფიქრო უარესზე.

დოკუმენტები, ელცხრილები, კალენდრები. რამდენი თქვენგანი იყენებს ღრუბლებს? ნახევარი ოთახი. ეს ინფორმაცია უკვე დაკარგულია. Google პროფილი – კი უკვე იციან თქვენს შესახებ ყველაფერი, მაგრამ გთავაზობენ შეიყვანოთ ინფორმაცია და შეინახოთ ყველაფერი ერთ ხელმისაწვდომ და მოსახერხებელ ადგილას.

Google Health – არ გაშინებთ ის ფაკტი, რომ სერგეი ბრინმა იცის პროსტატის გამოკვლევა ბოლოს როდის გაქვთ გაკეთებული?

Google Voice. მაინტერესებს, რამდენი თქვენ გაინი იყენებს მას? აქ მყოფთა 85%. ეს Google-ს აწვდის თქვენს სახლის მისამართს, მობილურის ნომერს, მუშაობის ადგილს და ვის და როდის უკავშირდებით. დაფიქრდით. ამას აღას სჭირდება განმარტება.

– – –

<<< წაიკითხე ნაწილი 4

წყარო: http://finalnews.ru/kiberbezopasnost/chastnoy-zhizni-bolshe-net.html

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s