ახალი დავალება მივიღე უნივერსიტეტში. კლასის მიზანია სიღრმისეულად ვისწავლოთ სხვადასხვა გაზომვების ჩატარების პრინციპი. ამასთან ერთად ხშირად საჭიროა ავაგოთ ამა თუ იმ გაზომვის რიცხვითი მოდელი.
ამჯერად დავალებაა: შევქმნათ 1-პორტიანი ქსელის ვექტორული მაანალიზებლის მოდელი (1-port VNA)
აქ შედის შემდეგი ასპექტები:
- VNA სტრუქტურის მოდელი
- ხმაურის ფაქტორების ჩართვა და ზემოქმედების დადგენა
- SOL დაკალიბრება და მაანალიზებლის სისტემატური ცდომილების აღმოფხვრა
- DUT-ს იმპედანსის გაზომვის მოდელი და დინამიური დიაპაზონი (dynamic range)
- ცდომილება დაკალიბრების შემდგომა და მისი ზემოქმედება გაზომვაზე
ჯერ-ჯერობით აზრზე არ ვარ როგორ უნდა მოხდეს ამის მოდელირება. MATLAB + Spice სავარაუდოდ. თუმცა ხალხი ამბობს მარტივიაო 🙂
ამის შესახებ ვწერ იმის გამო, რომ მგონია რომ ეს კარგი გამოცდილება იქნება და მინდა სხვებსაც გავუზიარო.
რამეს რომ გავარკვევ, აქ დავწერ 😉
One thought on “დავალება: ქსელის ვექტორული მაანალიზებლის (VNA) მოდელი”