ონლაინ-ჟურნალი I Fucking Love Science! იუწყება, რომ კომპიუტერზე თამაშის დრო პირდაპირ უკავშირდება ტვინის ზოგიერთი უბნის შრის სისქეს.
კვკლევა გამოქვეყნდა ჟურნალში PLOS ONE და ბიოლოგიურ დონეზე ხსნის ვიდეოთამაშების შემჩნეულ დადებით ზემოქმედებას ადამიანზე. აქ გთავაზობთ ჩანაწერის თავისუფალ თარგმანს.
“ყველამ ვიცით, რომ ვიდეოთამაშები ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებს შორის. უფრო მეტი – ყოველწლიურად თამაშების სამყარო უფრო და უფრო რთულდება და ვითარდება. მშობლები, მასწავლებლები და პოლიტიკოსები ეჭვის თვალით უყურებენ თამაშებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც შეიცავენ ძალადობას – მათ უკავშირებენ ზოგიერთი მომხმარებლის ქცევების გაუარესებას. ყველა თამაშს აქვს უარყოფითი ზემოქმედება? მოკლედ რომ ვთქვათ – არა. რადგან უკვე ცნობილია ბევრი დადებითი ეფექტი ადამიანის კოგნიტიურ (შემეცნებით) ფუნქციებზე.
ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ხშირმა თამაშმა შეიძლება გააუმჯობესოს გარკვეული მხედველობითი უნარი, სტრატეგიული თამაშები აუმჯობესებენ მეხსიერებას და ავითარებს მსჯელობის უნარს. ამ ზეგავლენის ახსნის მიზნით, მკვლევართა ჯგუფმა გამოიყენა მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა 14 წლის ასაკის 152 მოზარდის (გოგოებისაც და ბიჭებისაც) ტვინის ქერქის სისქის გამოსაკვლევად.
ასაკობრივი და სქესობრივი ჯგუფების გამოკვლევის შემდეგ ჯგუფმა იპოვა დადებითი კორელაცია (კავშირი) ორ ფაკტორს შორის: თამაშზე დახარჯული დრო და ქერქის სისქე ტვინის ორ უბანში. ეს უბნები არის “left dorsolateral prefrontal cortex” (DLPFC) და “left frontal eye fields” (FEFs). უბანი სახელით DLPFC მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისა და სტრატეგიული დაგეგმარებისათვის, ხოლო FEFs მნიშვნელოვანია თვალების მოძრაობისა და მხედველობით-სივრცული ყურადღებისთვის.
კომპიუტერულ თამაშებთან დაკავშირებული ტვინის უბნების შეთხელება აღმოჩენილი არ იყო.
თამაშების ასეთი ზეგავლენა ადრეც იყო შემჩნეული მკვლევარებს მიერ. მეცნიერები ფიქრობენ ამ კვლევის გაფართოების შესახებ: თამაშების სხვადასხვა ჟანრების ადამიანის ტვინზე ზემოქმედება. ვინ იცის, შეიძლება Call of Duty-ს თამაშს უფრო დიდ სარგებელი მოაქვს ვიდრე PES-ის”
უნდა ითქვას, რომ დაგეგმილია იმის გარკვევა, თამაში იწვევს ტვინის უბნების გასქელებას თუ ეს ფაქტი ა-პრიორი არის და იწვევს თამაშისკენ მიდრეკილებას.
მე ვიდეოთამაშები დამეხმარა შემი შეცდომების გაანალიზებაში და ხელახლა ცდის დროს უკეთესი შედეგის მიღწევაში. სტრატეგიები მართლა ძალიან ანვითარებს ლოგიკას და მსჯელობის უნარს. საინტერესო სტატიაა.
LikeLike