ნეტავ უფრო ადრე რატომ არ ვიყიდე სასწორი? აღმოჩნდა რომ ვიწონი ~95 კილოგრამს, რაც მცირე ზომის ბეჰემოტის წონას უახლოვდება.


სანამ გულმა დამარტყა და მოვკვდი, გადავწყვიტე უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით დავკავდე: არანაირი საჭმელი ექვსის მერე და ყოველდღიური ვარჯიში.
დიეტა საკმაოდ მარტივია: დღის განმავლობაში ვჭამ იმას რასაც მინდა, მაგრამ ზომიერად. ექვსის მერე არანაირი წვენი / ბოსტნეული / ხილი. ცხელი უშაქრო ჩაი ან უბრალო წყალი მისასალმებელია.
ვარჯიში: დილა-საღამოობით ან სირბილი ან გასეირნება ველოსიპედით. გასეირნება რა – სამი-ოთხი კილომეტრის გავლა.
როლა მისური, მცირე ქალაქია, რომელსაც ახასიათებს საკამოდ ბორცვებიანი რელიეფი. ასე რომ ველოსიპედით გადაადგილება არის რთული, მაგრამ სახალისო. აღმართზე ასვლის ტანჯვის შემდეგ ჯილდოვდები დაღმართზე დაგორების ადრენალინით 🙂
ველოსიპედით სეირნობის მარშრუტის რუქაზე დატანა, მანძილის გაზომვა, სიჩქარის შეფასება, დახარჯული დროის ჩაწერა და სხვა მრავალი ფუნქცია აქვს პროგრამას MapMyRide ჩემს ანდროიდიან ტელეფონზე.
ასევე მის მეშვეობით შეიძლება კარგი მარშრუტების შენახვა და გაზიარება, Facebook-სა და Twitter-ზე. თუ დაგაინტერესებთ, იხილეთ ჩემი პროფილი.
რადგან ახალი ცხოვრების სტილი მაქვს და სასწორი, გადავწყვიტე ყოველდღე ჩავიწერო ჩემი წონა და დავაკვირდე მის ცვლილებას დროთა განმავლობაში. ვნახოთ რა გამოვა… გრაფიკი განახლდება დღეში ორჯერ:
ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რომ დღის განმავლობაში ადამიანის წონა შეიძლება მერყეობდეს ~1 კილოგრამით.