ლიხტენბერგის ფიგურა, ასევე ცნობილი როგორც ლიხტენბერგის ხე, არის სურათი, რომელსაც წარმოქმნიან დიელექტრიკის ზედაპირზე ან მის შიგნით მოძრავი მუხტები, ელექტრული გარღვევის დროს (იხ. Electrical Breakdown). მათი მოძრაობა ხასიათდება მრავალი განშტოებით. ელვა არის ასეთი ფიგურის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ამ მოვლენას მიეცა აღმომჩენელისა და მკვლევარის სახელი: გეორ ქრისტოფ ლიხტენბერგმა აღმოაჩინა ის 1777 წელს, იმის შემდეგ რაც დაინახა თუ როგორ განლაგდება ელექტრულად დამუხტული ფისის ზედაპირზე ჰაერში მყოფი მტვერი.

მარჯვნივ: უარყოფითად დამუხტული ლიხტენბერგის ფიგურა
ტექნოლოგიების განვითარება გვაძლევს საშუალებას ვაწარმოოთ ასეთი ფიგურები სუვენირების სახით. რამოდენიმე დღის წინ, ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და სიგალების მთლიანობის კონფერენციაზე EMC2014 ავიღე ასეთი სუვენირი:

მარჯვნივ: პლექსიშუშის ცილინდრი განათებული ლიხტენბერგის ხით;
როგორც მომიყვა მწარმოებელმა, ესენი არის ჩვეულებრივი პლექსიშუშის (plexyglass) ცილინდრები, რომელიც დამუხტული იქნა ნაწილაკების წრფივი ამაჩქარებლის (linear particle accelerator) მეშვეობით, რის შემდეგაც ცილინდრის ერთ-ერთი წახნაგის ცენტრში შეეხეს დამიწებული რკინის ლურსმნით. ამის შედეგად, მოხდა დიელექტრიკის გარღვევა და მუხტებმა დატოვეს ხისებრი კვალი. აქედანაც სახელი – ლიხტენბერგის ხე. 🙂

ლიხტენბერგის ხის შესახებ დაწვრილებით წაიკითხეთ აქ:
- https://en.wikipedia.org/wiki/Lichtenberg_figure
- http://www.capturedlightning.com/frames/lichtenbergs.html
ასეთი სურათის მაგალითებია: