ძმები – ეს არ არის თამაში ყველასათვის. ეს თამაშიც კი არ არის იმდენად, რამდენად გულისამაჩუყებელი სათავგადასავლო ამბავია ორი ძმის შესახებ. მათ მოუწიათ მძიმედ ავად გამხდარი მამისთვის წამლის – ცოცხალი წყლის – მოძიება, მოგზაურობა უცნაურ შორეულ ქვეყნებში.უფროსი – არაუმეტეს ცამეტი წლის მოზარდი, ხოლო უმცროსი – სულაც რვა წლის ბიჭუნა; მათ დაეკისრათ დიდი პასუხისმგებლობა: მამის გადარჩენა ნებისმიერ ფასად! დედა კი, რამოდენიმე თვით ადრე, ზღვაში გაჩაღებული შტორმა წაიღო…
რა ქნან? ისღა დარჩათ ულევი სიმამაცით შეხვდნენ უცნაურ არსებებს უცხო მიწებზე: ეწვიონ დევების მიწისქვეშა ქალაქს, გიგანტების ბრძლოლის სისხლიან ველს, მიტოვებულ სასახლეს, ჩრდილოეთის შორეულ მიწებსა და მუდმივი ყინვის ქვეყანას!
ბიჭები გმირულად იტანენ ამ ყოველივე განსაცდელს და სიცოცხლის ხისკენ შეუჩერებლად მიემგზავრებიან. გზას ვერაფერი უფერხებთ – მათ ხომ მამის იყვარული ამოძრავებთ, შეცდომის დაშვების უფლება კი არ აქვთ!
დაეხმარე უშიშარ ძმებს მამის გადარჩენაში!
ისეთი თამაში, რომ ამატიროს არის იშვიათი. ეს თამაში დიდი იშვიათობაა! დაწყებული გარემოს დიზაინით, მხატვრული გაფორმებითა და მუსიკით, დამთავრებული ოპერატორული სამუშაოთი და გახმოვანებით – Brothers – A Tale of Two Sons ნამდვილად ძვირფასი მარგალიტია.
განსაკუთრებით საინტერესო არის თამაშის მექანიზმი: გმირები იმართება ჯოისტიკის ორივე ჯოხით – უფროსი ძმა მარცხენა ჯოხით, უმცროსი ძმა – მარჯვენა. ანუ, მართავ ორ გმირს ერთდროულად. ამასთან, თამაშის ყველა თავსატეხი და დავალება აწყობილია იმაზე, რომ ორი ძმა ცალ-ცალკე ვერაფერს გახდება – ერთად უნდა მუშაობდნენ, გუნდურად.
აბა ძმები რისთვის ვყავართ ერთმანეთს! ❤
მაგარი თამაშია, , ყველაზე მეტად ის მომეწონა ორივე ძმით რომ უნდა ითამაშო.
LikeLike