დიდი ფირმები ხშირად ამზადებენ საგანმანათლებლო/საინჟინრო მასალას, დოკუმენტისა თუ ვიდეოს ფორმით (webinar – ინტერნეტ სემინარი).
ერთ-ერთი ასეთი არის საზომი მოწყობილობების მწარმოებელი Keysight Technologies (ძვ. Agilent). ისინი მოგვიყვებიან, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ქსელის ვექტორული მაანალიზებელი გამაძლიერებლების გარკვეული მახასიათებლების დასადგენად: გაძლიერება, იზოლაცია, 1დბ შეკუმშვის წერტილი, მესამე რიგის ინტერმოდულაციის პროდუქტი და ა.შ.
რათა იხილოთ ის, ეწვიეთ ამ ვებგვერდს: “Basics of RF Amplifier Test With the Vector Network Analyzer”. აქ მოცემულია როგორც ვიდეო, ისე საკითხავი მასალა; ახსნილია, თუ რა მახასიათებლები იზომება, რისთვის და როგორ.
ძალიან საინტერესოა!