ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში სწავლა ძვირია. გინდა ჩვენი სტანდარტებით – გინდა ამერიკული.
ხალხი ხშირად კითხულობს: რაში მოიხმარს უნივერსიტეტი ამ ფულს?
არ დავიწყებ ბიუჯეტის გარჩევას, პოლიტკაში არ გავეხვიო.
უბრალო თვალსაჩინო მაგალითია – რადგან ბევრი სტუდენტი გადაადგილდება ველოსიპედის საშუალებით, მისურის უნივერსიტეტის Missouri University of Science and Technology (MS&T) ხელმძღვანელობამ ყველა შენობასთან დადგა ვრცელი ველოსადგომები. გარდა ამისა, ბიბლიოთეკის შენობასთან არის ადგილი, სადაც ხელმისაწვდომია ველოსიპედის მოვლისთვის ძირითადი საჭირო ნივთები – ტუმბო, ყველანაირი გასაღებები (“კლუჩები”), სახრახნისები და ა.შ. ამის გამოყენება, სტუდენტის გარდა, ნებისმიერს შეუძლია.
მართალია წვრილმანია, მაგრამ სასიამოვნოა. 🙂

კიდევ ბევრისგავსი და უკეთესი რამ კეთდება, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვიტყვი.
ა, ბიჭო, არ გამოჩნდი ისევლე?! აბა, ლუდზე დაგპატიჟებო?
LikeLike
ეჰ დათო, გამოვჩნდი, კი. ისე გამოვჩნდი, რომ ნათესავების გარდა, ცოტა ადამიანის ნახვა მოვასწარი 😦 არ მეყო ორი კვირა დასვენება.
LikeLike