არდუინო დაფების ოჯახის მიმოხილვა


ახლახანს დავწერე პატარა შესავალი არდუინოს საშემუშავებლო სისტემისთვის. ამჯერად კი მსურს დავწერო არდუინო მიკროკონტროლერებისა და დაფების მრავალფეროვანი ოჯახის შესახებ.

არდუინოს "მამა" - დაფა, რომელმაც მოუტანა არდუინოს დიდი პოპულარობა
არდუინოს “მამა” – Arduino Uno – დაფა, რომელმაც მოუტანა არდუინოს დიდი პოპულარობა

არდუინოს ოჯახში ყველა წევრს სხვადასხვა როლი აქვს. მოდელი Uno არის ზოგადი გამოყენების და იდეალური ნებისმიერ დამწყებისათვის. Ethernet მოდელი ტრაბახობს ადგილობრივი ქსელისა (LAN) და ინტერნეტის შესაძლებლობით (მაგრამ არ გააჩნია USB).

Leonardo უნოს მსგავსია, მაგრამ მკკ-ში ჩაშენებულია USB მიმოწერის შესაძლებლობა, რაც გამორიცხავს ბევრ დამატებით შემადგენელს მოდელის დაფიდან. ასევე, თუ Uno-ს აქვს მოძველებული სტანდარტული USB B-ტიპის შესაერთებელი, ლეონარდოს აქვს ამჟამად უნივერსალური და ფართოდ გავრცელებული Micro USB  შესაერთებელი (ნებისმიერი თანამედროვე სმარტფონის კაბელი).

მოდელები Micro, Mini და Nano უაღრესად დაპატარავებულია და თითის ზომის არიან. მცირე ზომების მიუხედავად, იგივე შესაძლებლობები აქვთ რაც ჩვეულებრივ მოდელებს.

Mega2560 განკუთვნილია დიდი პროექტებისთვის, მას გაცილებით მეტი შემავალ-გამავალი არხები აქვს; Due-საც ბევრი ფეხი აქვს, მაგრამ ყველა დანარჩენზე გაცილებით უფრო სწრაფია.

Arduino Due
Arduino Due

Arduino Esplora არის აღჭურვილი ბევრი ჩაშენებული მოწყობილობით: შუქის სენსორით, მიკროფონით, ღილაკებით, თერმომეტრით, აკსელერატორით,  ანალოგური ჯოისტიკითა და პოტენციომეტრით; მოკლედ – არაჩვეულებრივი სათამაშოა და არ საჭიროებს ზედმეტი ნაწილების ყიდვას თუ ჩაყენებას.

არდუინო esplora-ს განლაგება და ნაწილები
არდუინო esplora-ს განლაგება და ნაწილები

მოდელი Pro გამოიყენება დამთავრებული პროექტებისთვისა და მხატვრული ინსტალაციებისთვის. აქ პროტოტიპის ჩქარი შეცვლა არ არის საჭირო, ამიტომაც ყველა ზედმეტი ნაწილი მოშორებულია.

მოდელი Yun - WiFi ქსელი და SD მეხსიერების ბარათი
მოდელი Yun – WiFi ქსელი და SD მეხსიერების ბარათი

არდუინო Yun-ს გააჩნია USB მოწყობილობების, ადგილობრივი ქსელის (LAN) და უსადენო ქსელის (WiFi) მხარდაჭერა. ასევე, მას გააჩნია SD მეხსიერების ბარათის გამოყენების შესაძლებლობა.

ტანსაცმლისთვის განკუთვნილი მოდელი
ტანსაცმლისთვის განკუთვნილი მოდელი

არდუინო LilyPad ყველასგან განსხვავებულია – ის შექმნილია ტანსაცმელში ჩაშენებული მოწყობილობებისათვის. მისი დაფის და თანამგზავრი მოწყობილობების ქსოვილზე მიკერვა ძალიან მარტივია და ხშირ შემთხვევაში ამისთვის გამოიყენება ელექტრობის გამტარი ძაფი.

თუ ადამიანს ჩაქუჩი აქვს, მისთვის ყველაფერი ლურსმანია

დანიშნულების  სხვადასხვაობისდა მიუხედავად, შემქმნელებმა ისე შეიმუშავეს ეს დაფები, რომ ყველა მათგანისთვის პროგრამის დაწერა მეტ-ნაკლებად ერთნაირია და ერთმანეთთან თავსებადია (უმეტეს წილად). ეს განპირობებულია იმით, რომ ყველა მოდელის  გულში დევს Atmel ATmega მჭიდროდ ინტეგრირებული მიკროკონტროლერების ოჯახი: ATmega168, ATmega328, ATmega32u4, ATmega2560, AT91SAM3X8E.

მათ შორის ძირითადი განსხვავებები არის:

  • სამუშაო სიხშირე (8MHz, 16MHz, 84MHz და სხვა)
  • სამუშაო ძაბვა, მოხმარებული სიმძლავრე (5.0V, 3.3V და სხვა)
  • ანალოგური შემავალ/გასავლების რაოდენობა
  • ციფრული შემავალ/გასავლების რაოდენობა
  • განივ-პულსური მოდულაცის(PWM) შემძლე გასავლების რაოდენობა
  • EEPROM, SRAM, FLASH მეხსიერების ტევადობა
  • ციფრული კომუნიკაციის შესაძლებლობები

ძალიან მნიშვნელოვანია რომ საშემუშავებლო დაფა, როგორც ყველა ხელსაწყო, შეირჩეს ამოცანის შესაბამისად. როდესაც ამოცანის და მისი მოთხოვნილებების შეფასება და ხელსაწყოს არჩევა არასწორად ხდება, ხშირია მეტისმეტად ბევრი, ან პირიქით ნაკლები რესურსის მოხმარება.
უხეში მაგალითებია – გამოიყენო ბენზოხერხი ქაღალდის გასაჭრელად, ან პირიქით – პურის დანით  შეეცადო ხის მოჭრა.

თუ ძირითადი მიზანი – მიკროკონტროლერის დაპროგრამების და ელექტრონიკის სწავლაა – კარგი არჩევანია Uno ან Leonardo. მათი გაფართოების და ახალი ფუნქციების შეძენის შესაძლებლობები თითქმის ულეველია ე.წ. “ფარების” (shield) მეშვეობით. (ზოგადად კი, ნებისმიერი მოდელის გაფართოება ძალიან მარტივია.)

თუ ძირითადი მიზანი  – სენსორებთან მუშაობის გაცნობა ან გასართობის მოწყობილობის შექმნაა – Esplora კარგი პირველი ნაბიჯია, ვინაიდან მას გააჩნია ბევრი სენსორი და ყველაფერი გაერთიანებულია ერთ დაფაში.

თუ ამოცანა მოითხოვს სენსორებიდან მოსული ანათვლების დამუშავებას (signal processing) და გადაცემას, ან რაიმე რთული ალგორითმის შესრულებას, მაშინ უფრო მეტი გამოთვლითი შესაძლებლობა და მონაცემის გადაცემის სიჩქარეა საჭირო, აქ არდუინო Due უფრო გამოსადეგი იქნება.

* * *

მოდელების შედარება შეგიძლიათ ოფიციალურ ვებგვერდზე, ან რაიმე სხვა ონლაინ რესურსზე (გუგლი ჩვენი მეგობარია!).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s