არდუინოს დაპროგრამება – შესავალი


როგორ წინაზე ვახსენე, Arduino პლატფორმა მიზნად ისახავს მიკროკონტროლერის (მკკ)  დაპროგრამების გაადვილებას. მის გამო ეს ტექნოლოგია ყველასათვის არის ხელმისაწვდომი.

მიკროკონტროლერი (ინგ. microcontroller,  MCU) – მცირე ზომის (ანუ მიკრო) მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია გამოთვლითი შესაძლებლობა, მეხსიერება  და მართვადი შემავალი და გამავალი არხები (ფეხები, “პინები”).
ის გამოიყენება რაიმე მოწყობილობების თუ პროცესების მართვისთვის (ანუ კონტროლერი – მმართველი).

programming

 

რა არის დაპროგრამება?

კომპიუტერმა არ იცის რა უნდა გააკეთოს, რა მართოს, რა აჩვენოს – ჩვენ უნდა მივუთითოთ ყველა მისი მოქმედება: ტემპერატურის ამოკითხვა და დამახსოვრება, ეკრანზე წარწერის გამოჩენა, შუქის ანთება და ა.შ. ამ მოქმედებას ქვია დაპროგრამება.

დაპროგრამება ხდება შემდეგნაირად:

  1. ჩვენთვის გასაგებ ენაზე ჩამოვწერთ იმ ბრძანებებს, რისი შესრულებაც გვინდა;
    (ალგორითმის მოფიქრება, კოდის დაწერა: algorithm, source code)
  2. ვთარგმნით ბრძანებებს კომპიუტერის ენაზე;
    (კოდის დაკომპილება, შესრულებადი ფაილის აწყობა: build, compile)
  3. კომპიუტერს ან მკკ-ს ვაწვდით მომზადებულ პროგრამას;
    (ხელსაწყოზე შესრულებადი ფაილის მიწოდება: upload, flash)
  4. ის ასრულებს ჩვენს მიერ ჩაფიქრებულ მოქმედებებს;
    (პროგრამის შესრულება: execute)

როგორ დავაპროგრამოთ Arduino?

არდუინოს მკკს დაპროგრამება ხდება ენაზე C,  avr მიკროკონტროლერებისთვის განკუთვნილი ბიბლიოთეკების  გამოყენებით. (ბიბლიოთეკა – სხვის მიერ დაწერილ ფუნქციათა კრებული. მათ იყენებენ დროის დასაზოგად – ველოსიპედის მეორედ გამოგონების მაგივრად).

არდუინოს დაპროგრამებისთვის არსებობს ბევრი arduino-logoინტეგრირებული შემუშავების გარემო” – Integrated Development Environment (IDE). შემუშავების გარემო რა არის, ალბათ გასაგებია, ინტეგრირებული კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის საჭირო მოვლენები ხდება ერთსა და იგივე ადგილას, დამხმარე პროგრამების გამოძახების გარეშე (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვხედავთ ამას).

სამუშაო გარემოები ბევრია:

  1. Arduino IDE (ოფიციალური გარემო)
  2. Atmel Studio (მიკროკონტროლერის მწარმოებლის გარემო)
  3. Eclipse + Arduino დანამატი (plugin)
  4. Visual Studio + Visual Micro და ა.შ.
  5. Embrio (ვიზუალური დაპროგრამების გარემო!)
  6. Viper (გარემო, რომელიც აძლევს საშუალებას აღიქვას Python3!)

ყველა გარემოს თავისი უპირატესობა/ნაკლი აქვს. სამწუხაროდ, ამ ჩანაწერის მიზანს მათი შედარება არ წარმოადგენს.

სრული სია იხილეთ ამ გვერდზე.

შემდეგ ჩანაწერში აუცილებლად მიმოვიხილავ თვითონ Arduino IDE გარემოს და მის ფუნქციონალობას! მომავალ შეხვედრამდე!

-გ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s