ჩემთვის ახალი მუსიკოსი აღმოვაჩინე – რონალდ ჯენქისი! 🙂
ეს ბიჭი არის ამერიკელი კომპოზიტორი და შემსრულებელი, მის Youtube ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს, ჯამში კი 71 მილიონზე მეტი! რონალმა სახელი გაითქვა იმის მერე, რაც იუთუბის ადრეულ წლებში (2006) დაიწყო მის მიერ შექმნილი მუსიკის და ჯემების გამოქვეყნება. მისი სტილი გამოირჩევა იმით, რომ მოიცავს როგორც ელექტრონულ მუსიკას, ისე ჰიპ-ჰოპსა და როკ-ენდ-როლს!
ყველა ვიდეოში მას ახურავს ქუდი და ესალმება მაყურებელს “Hello, Youtubes!”. ჩემთვის, ეს ტიპი იმით არის მომხიბლველი, რომ ის ყოველთვის განუზომელი სიკეთესა და სითბოს ასხივებს, მას ვნებიანად უყვარს მუსიკა და დაკვრა. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია!
ახალგაზრდა კომპოზიტორს ოთხი დამოუკიდებელი ალბომი აქვს გამოცემული. ეწვიეთ მის Youtube არხს და ბევრ საინტერესო შედევს მოისმენთ 🙂
მისი უახლესი ალბომი, ძირითადად ელექტრონული სტილისაა. მოუსმინეთ ან შეიძინეთ მისი ალბომი Bandcamp-ზე!