სულიკოს ნოტები ტუჩის გარმონისთვის.
ჰარმონიკა დიატონური (diatonic), ტონალობა: C
5 5 4 -4 5 -5 -4 5 სა-ყვარ-ლის საფ-ლავს ვე-ძებ-დი, -6 -6 -6 -6 6 -8 -7 7 ვერ ვნა-ხე!.. და-კარ-გუ-ლი-ყო!.. 7 7 -7 7 -8 7 -7 -6 -7 -6 6 გუ-ლა-მოსკ-ვნი-ლი ვჩი-ო-დი: -6 -6 6 6 -5 6 -5 5 „სა-და ხარ, ჩე-მო სუ-ლი-კო?!“ 7 7 -7 7 -8 7 -7 -6 -7 -6 6 გუ-ლა-მოსკ-ვნი-ლი ვჩი-ო-დი: -6 -6 6 6 -5 6 -5 5 „სა-და ხარ, ჩე-მო სუ-ლი-კო?!“
- ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო,
გულის ფანცქალით ვკითხავდი:
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“
- ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა… თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.
- სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო,
მივეხმატკბილე ჩიტუნას:
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“
- შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!“
- დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო,
მას შევეკითხე შეფრქვევით:
„შენ ხომ არა ხარ სულიყო?!“
- დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მახარა:
- „ეგ არის, რასაც ეძებდი,
მორჩი და მოისვენეო!
დღე დაიღამე აწ ტკბილად
და ღამე გაითენეო!
- „სამად შექმნილა ის ერთი:
ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო,
თქვენ ერთანეთი რადგანაც
ამ ქვეყნად შეგიყვარდათო“.
- მენიშნა!.. აღარ დავეძებ
საყვარლის კუბო-სამარეს,
აღარც შევჩვი ქვეყანას,
აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!
- ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა
და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
ვერ გამომითქვამს ენითა!
- ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდე რომ მწარედ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი, სადაც ხარ:
სამგან გაქვს ბინა, სულიკო!
წყარო: harmonica.ru და ვიკიდედია
georgian soul 🙂
LikeLike
როგორ წავიკითხო მასწავლეთ რა 😉
LikeLike