სვინგ ცეკვა, ჩემი ახალი სიყვარული ❤ კერძოდ კი, Lindy Hop და East Coast.
ახლახანს ვიყავი არაჩვეულებრივ საცეკვაო საღამოზე, West End Stomp, St. Louis-ში. საღამოს 8 საათზე დაიწყო ერთსაათიანი გაკვეთილი დამწყებთათვის – გვასწავლეს ორიოდე მოძრაობა, რომლით შეგვეძლო წყვილებში ცეკვა. მერე კი შუაღამემდე ვცეკვავდით… რა აღმაფრთოვანებელი ყოფილა ცეკვა! ❤ როცა საცეკვაო მოედანზე ხარ და პარტნიორი მოგყვება, თქვენს შორის რაღაც ამოუხსნელი კავშირია, ერთმანეთის უსიტყვოდ გესმით და მოძრაობაში ერთმანეთს ავსებთ – აი ბედნიერება! ❤
გარშემო ორმოცდაათი ადამიანია და ყველა იღიმის, ბედნიერებას ასხივებს! ძალაუნებურად შენც იღიმი და ივიწყებ ყველა დარდს – ახლა ცეკვის დროა ❤ რამოდენიმე ვიდეო გადავღე… მთალადაც კარგი არ გამოვიდა, მაგრამ ეს უნდა ვიკმარო სანამ Go Pro-ს არ ვიყიდი.